შავი ყუთი პატარძლისა და მისი 7 დაქალის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ნათელს მოჰფენს
აღმოჩენილია კერძო თვითმფრინავის შავი ყუთი, რომელიც ირანში გუშინ ჩამოვარდა, 12 მარტს.ბორტზე მხოლოდ ქალები იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი სტამბულში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილს ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი.
მთლიანად დაიღუპა 11 ქალი, მათ შორის ეკიპაჟის წევრები.მამაკაცები ბორტზე არ იმყოფებოდნენ, გოგონები აღნიშნავდნენ Bachelorette party-ის(ანუ ქორწილის წინა დღის აღნიშვნა მეგობრებთან ერთად -ე.წ."დევიჩნიკი")გაუთხოვრობის სტატუსს მალე უნდა დამშვიდობებოდა 28 წლის მინა, -თურქი ბიზნესმენის, ჰუსენის ბაშარანის ქალიშვილი.სხვათა შორის სამი მისი დაქალი ამ ზაფხულს აპირებდა გათხოვებას, ორიც კიდევ ფეხმძიმედ იყო.
იმხიარულეს და დრო გაატარეს დუბაიში, სადაც ალბანური წარმოშობის, ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, რიტა ორას კონცერტს დაესწრნენ, თვითონ ბიზნესმენის ქალიშვილი, 23 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ბიზნესში, იყო ჰოლდინგი "ბაშარანის" დირექტორთა საბჭოს წევრი, აქტიურად მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, მშენებლობაში და ტურიზმში, მამა შემდგომ მთლიანად მასზე აპირებდა ბიზნესის გადაფორმებას.
ფოტოზე: მინა ბაშარანი
კერძო თვითმფრინავი Bombardier CL604, რომელიც Basaran Holding-ს ეკუთვნოდა აფრენიდან დაახლოებით ერთ საათში ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.წინაწარი ვერსიით თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.
![შავი ყუთი პატარძლისა და მისი 7 დაქალის
სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ნათელს
მოჰფენს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201803/201803131223466227.jpg)