x
ინტერვიუ ბურჩინ თერზიოღლუსთან - რომელია მისი საყვარელი სუნამო და ვის ხედავს ყველაზე ხშირად იგი სიზმარში ?
ჩვენ ბოდრუმში ძალიან ლამაზი კადრები გადავიღეთ, შენი აზრით როგორი კადრებია, საზაფხულო და ენერგიულია არა?
ბოდრუმში 30 საათიანი უძილობის შემდგ ჩამოვედი და დილის 05:00 საათზე მზად ვიყავი გადაღებისთვის, ზოგიერთ კადრში დაღლილობა ჩანდა, ზოგიც უხერხული იყო, მაგრამ გუნდმა ძალა (ენერგია) მომცა, დიდი მადლობა თქვენ ყველას, კადრების ნახვა ძალიან გამიხარდა, თმა, მაკიაჟი ყველაფერი ძალიან მომეწონა
სერიალმა სეზონი დაასრულა, როგორი გამოხმაურებები ჰქონდა მას, ფინალი იცოდით თუ ეს სიურპრიზი იყო?
გეფიცებით სიურპრიზი იყო, როდესაც სცენარი წავიკითხეთ, ყველანი გაოგნებულები ვიყავით
ვიცი რომ არ მიპასუხებ ამ კთხვაზე, მაგრამ მაინც გკითხავთ ფოირაზ ქარაელი მართლა მოკვდა? 62 სერიამ წინ მესამე სეზონის სამუშაო დატოვა, რათქმაუნდა ისტორია სრულდება მაშინ როდესაც მსახიობი კვდება, რამდენიმე პერსონაჟის ისტორია დასრულდა და დაემშვიდობნენ მაყურებელს, ახალი სტორია იწყება, ახალი პერსონაჟებით ეს დამოკიდებულია ავტორის წარმოსახვაზე და კალამზე, ხანდახან ფინალი სუნთქვის შემკვრელია იმიტომ რომ გააღვიძოს ცნობისმოყვარეობა და შემდეგი სეზონის მოლოდინი. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ის არის რომ სიურპრიზებით სავსე სეზონი იქნება.
დასასვენებლად რა გეგმები გაქვს? თითქმის თვეზე მეტი გაქვს ამისთვის
თითქმის 2 თვე მაქვს და რათქმუნდა გარკვეული გეგმები მაქვს, მაგრამ თქვენ არ გეტყვით (იცინის)
რა შეგმატა პროფესიაში ფოირაზ ქარაელში როლმა? თანაგრძნობის როლიც მსგავსი იყო?
ყველა როლით შენთვის რაღაც ახალს სწავლობ, ამ მხრივ გამონაკლისი არც ფოირაზ ქარაელი ყოფილა.
მაგალითად როგორია სერია ძილის გარეშე ფურგონში (ქარავანი) გუნდთან ერთად, როგორ იცვლება აიშეგული 62 სერიის განმავლობაში, აიშეგული მუდმივად მაფიით არის გარშემორტყმული, ყოველთვის კარგ ფორმაშია, მუდამ ქუსლებით დადის. შენც ასეთი ხარ? მაგალითად გაღვიძებული არ ხარ და უკვე მზად ხარ თუ სავსებით სხვა სტილი გაქვს?
გაღვიძებას ვერ ვასწრებ რომ გადაღებაზე მივდივარ პიჟამათი ან რაიმე მსგავსით და იქ მიკეთებენ ვარცხნილობას და მაცმევენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახერხებელ ტანსაცმელს ვარჩევ
როდესაც იყავი პატარა მსახიობი რამოდენიმე მნიშვნელოვან პროექტში მიიღე მონაწილეობა, რომელი მათგანი იყო შენთვის განსაკუთრებული?
არ მინდა ტყუილი პასუხი გაქცეთ, რათქამუნდა ყველა მათგანი ფასეული და განსაკუთრებულია ჩემთვის
image
‘’როდესაც სიყვარული მოდის, იმის გააზრებას ვერ ასწრებ რა მოხდა და ამ ყველაფერში იკარგება ადამიანი ‘’
ჩევულებრივ პატარა მსახიობები დროსთან ერთად იკარგებიან (მიდიან), შენ კი ჩემი აზრით მსახიობად ხარ დაბადებული
არვიცი არის თუ არა შეზღუდვა ამ მხრივ, მაგრამ ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია, ეს ჩემ ბედისწერაშია დაწერილი, როცა ამ სფეროს ვშორდები, თავს წყლიდან ხმელეთზე ამოსული თევზივით ვგრძნობ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ჩვენ შორის სიყვარულია და მე ამ სიყვარულის ერთგული ვარ, ამ სიყვარულზე ვარ დამოკიდებული
დღემდე შენ ძალიან ბევრ ჯილდოს იღებ, ეს ალბათ დიდ სიამაყეს გძენს, რა გრძნობებს გიღვიძებენ ისინი?
ყველა სფეროში ასეთი რაღაცეები თვითდაჯერებულობას გმატებს, ყველა ჯილდო იმისთვის გეძლევა რომ შენ კიდევ უფრო მეტად განვითარდე, განსაკუთრებულია ის ჯილდოები რომლებსაც უნივერსიტეტებისგან ვიღებ, ისინი მე ძალიან მაბედნიერებს
შენი რომელი როლი იყო მეტნაკლებად მძიმე?
ყველა როლი დასაწყისში ნებისმიერი მსახიობისთვის მძიმეა, შენ მას სულს აძლევ, ჰქმნი ხასიათს, შეილძება თუ არა ის იყოს მძიმე ან რთული შენ ეს არ იცი
წლების წინ როდესაც შენგან ინტერვიუ ავიღეთ შენ გვითხარი, რომ ძალინ ბევრ შრომას დებ შენს პროფესიაში, 10 წლის შემდეგ რას დაამტებდი მასში (მსახიობობაში)?
დრო გადის, ეს სფეროც უფრო მძიმე ხდება, კონკურენცია იზრდება, იმისათვის რომ გახდე ყველა დროის მსახიობი, საჭიროა მთლიანდ ჩაეშვა ამაში თორემ ფსკერზე აღმოჩნდები
რაც შეეხება ფილმებს, როგორი დამოკიდებულება გაქვს ამაზე? შემოთავაზებები გააქვს?
მე ბედნიერი ვარ იმით რომ ძალიან ბევრი შემოთავაზება მივიღე მეთამაშა ფილმში, მაგრამ გადავწყვიტე ამ ზაფხულს დავისვენო, გასულ ზაფხულსაც მივიღე შემოთავაზებები მაგრამ უარი ვთქვი, იმიტომ რომ ჯერ ისევ ფოირაზ ქარაელში ვაგრძელებ გადაღებას, მისი დასრულების შემდეგ მელის პროექტი რომელსაც სულმოუთქმელად ველი
ერთ-ერთ ინტერვიუში შენ თქვი რომ ‘’ მე ვარ კონტროლის ადამიანი’’ უფრო ზუსტად კი ‘’ მე არ მინდა ვიყო ის ვისაც ყოველთვის ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს’’ ეს შენთვის დამღლელია?
სიმართლე რომ გითხრა კი ასეა და ეს უკვე თვისებად მექცა, მაგრამ მივხვდი რომ, ყველაფერის შენში დატოვება საჭირო არ არის, არ უნდა დატანჯო საკუთარი თავი ისეთი რამეების გამო რაც შენ ძალებს არ აღემატება
შენ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, ჰოროსკოპით თევზები ხარ, ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა, რა ცვლილებებს გრძნობ?
გარედან ძალიან ბედნიერი და უდარდელი ვაჩანვარ, მაგრამ როგორც ყველას მეც მაქვს ცხოვრებაში რთული და მძიმე მომენტები, ხანდახან ვცდილობთ ტოლერანტულები ვიყოთ მაგრამ რაღაცნაირად ყველაფერი პირიქით ხდება
რა არის ყველაზე დიდი ცვლილება რომელიც შენ ცხოვრებაში მიგიღია?
მიიღო ის რაც შენ ბედში ხდება, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი
30 წლეული როგორ მიდის შენთან განსხვავდება თუ არა ის 20 წლეულისგან?
შესანიშნავად, სიმართლე რომ ვთქვა ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს, გინდა თუ არ გინდა იცვლები, მეც განვსხვავდები იმისგან რაც 20 წლის ასაკში ვიყავი, მაგრამ ბედნიერი ვარ
image
ძალიან ბევრს მუშაობ, გადაღების საათები ძალიან ბევრია, ასწრებ თუ არა ‘’ცხოვრებას’’ გაქცევს თუ არა ეს უბედურად?
ცოტა ხასიათს მიფუჭებს, სამწუხაროა რომ ცხოვრებას უშვებ, ძალიან მინდება კონცერტზე ან თამაშზე წასვლა, უბრალოდ წიგნის კითხვა, ოჰ როგორ მომენატრა ეს ყველაფერი, მაგრამ თუ გსურს ითამაშო ისეთ სერიალში როგორიც არის ფოირაზ ქარაელი უარი უნდა თქვა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე
სიმართლე უნდა გითხრა ყოველ დღე შენ უფრო და უფრო ლამაზდები რაშია საიდუმლო? ნუთუ სიყვარულში?
მადლობა..... როდესაც ჩემ ფოტოებს ვათვალიერებ ვხვდები რომ ვიცვლები, ძალიან შევიცვალე, მართალია დრო ჭრილობებს არჩენს, მაგრამ სწორედ ამ ჭრილობისგან დატოვებული იარები გცვლის და განსხვავებს სხვებისგან, სხვანაირი ფორმულირება რომ მივცე გულუბრყვილო კრავი ბურჩინი აღარ ვარ, ახლა ვარ ბურჩინი რომლის მზერასაც კი ღრმა აზრი აქვს
image
როგორ ხვდები და გრძნობ რომ სიყვარული მოვიდა? დაფრინავენ მუცელში პეპლები?
როდესაც სიყვარული მოდის, ვერ აცნობიერებ რა ხდება და ადამიანი ამ გრძნობაში იკარგება, გადაწყვეტილებას გული იღებს და არა გონება, აზროვნებას კარგავ და ნებდები, სიმართლე რომ ვთქვა მეც ასე მომივიდა
ეჭვიანი ხარ? ეჭვიანობ საყვარელ მამაკაცზე?
როდესაც ეჭვიანობაზე ლაპარაკობენ წარმოვიდგენ ხოლმე ჩხუბს, უპატივცემულობას, საიდუმლოს და ა.შ ცოტათი არის ჩემში ესეც, მაგრამ არა ისე რომ ამით ზიანი მივაყენო გარშემომყოფებს
რა არის ურთიერთობაში ყველაზე საჭირო და აუცილებელი?
მაგალითად ურთიერთგაგება, თანგრძნობა ეს არბილებს დაძაბულობას, და გვეხმარება ერთმანეთის გაგებაში, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გაქვს ნდობა გაქვს პატივისცემაც
image
კვებას ყურადღებას აქცევ? რომელიმე სპორტით თუ ხარ დაკავებული?
იმ დღეებში როდესაც გადღებებზე ვარ არც ჭამას ვაქცევ ყურადღებას, არც სპორტს და არც ძილს. როდესაც არ მაქვს გადაღებები კვირაში 2-ჯერ დავდივარ პილატესზე და ზოგჯერ დეტოქსზე, მიყვარს სირბილი. რაც შეეხება კვებას არ ვჭამ ტკბილს, ცომეულს და მძიმე საკვებს, რამდენიმე წელია აღარ ვიყენებ შაქარს
ხანდახან გამონაკლისი არ არის?
რათქმაუნდა არის
რაშია შენი სილამაზის საიდუმლო? როგორ უვლი შენს კანს და თმას?
რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არ მაქვს, ჩვთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კანი მქონდეს სუფთა და დატენიანებული, როდესაც გადაღება არ მაქვს მაკიაჟს არ ვხმარობ, თმებისთვის ვიყენებ სხვადასხვა სახის ნიღბებს უმეტესად სახლში, ზოგჯერ სილამაზის სალონშიც. თუ გსურს გქონდეს ლამაზი კანი და თმა არის ბევრი სხვადასხვა საშუალება
საჭმელს ამზადებ?
როცა მაქვს დრო, მიზეზი ან მყავს სტუმრები კი, საერთოდ ძალიან მიყვარს საჭმლის მომზადება
როგორ გსურს რომ ამ ზაფხულმა ჩაიაროს?
მშვიდობიანდ
image
ცოტა, ცოტა ბურჩინზე :
ძლისიწინა რიტუალი : მაღვიძარას ვაყენებ
საყვარელი სუნამო ან რომელსაც უპირატესობას ანიჭებ : კილიანი - შავის დაბრუნება - Kilian - Back to black
გაქვთ რაიმე ისეთი თვისება რაც ყველამ არ იცის :საიდუმლოდ შევინახავ რადგან ყველამ არ იცის
ყველაზე ხშირად რას ან ვის ხედავ სიზმარში : დედას ვხედავ
ტანსაცვლის კარადაში რა გიდევს ყველაზე მეტი : ჯინსი და თეთრი მაისურები
რა გაქვს მაცივარში მუდამ : ხილი და ყველი
სტანბულის გარდა რომელ ქალაქში იცხოვრებდით: ეგეოსის ზღვის პირა ნებისმიერ ქალაქში
რა შათაგაგონებს ყველაზე მეტად : კარგი წიგნი და მუსიკა
ყავა თუ ჩაი : რათქმაუნდა ყავა
მწარე თუ რძიანი შოკლადი : რძიანი შოკოლადი
imageimageimage


0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0