x
ბურჩინ თერზიოლუს ინტერვიუ ჟურნალ Women's Health Magazine -თნ 2014 წელი
image

ბურჩინის ინტერვიუ ჟურნალთან ''ქალების ჯანმრთელობა''

ბურჩინ ტერზიოღლუ რომელიც ახალ სერიალში ''პოირაზ კარაელ'' შეასრულებს-ერთ-ერთ მთავარი გმირის აიშეგულის როლს პასუხობს ჟურნალ '' ქალების ჯანმრთელობის'' კითხვებს:

: შენ ახალი სერიალით ''პოირაზ კარაელ'' ესტუმრები ჩვენ სახლებს, როგორი ატმოსფეროა გადასაღებ მოედანზე?


B:ყველაპროფესიონალურად მუშაობს. ერთადაერთი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი საუკეთესოთ გავაკეთოთ. მე ყოველთვის ვამბობ გადასაღები მოედანი არის ჩემი მოედანი, ჩემი სივრცე. აქ კარგად ვატარებთ დროს და რათქმაუნდა სხვა კოლეგების მსგავსად ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ. ახალი გადაღება, ახალი საქმე, ახალი ხალხი....... და ახლა მე მყავს ახალი ოჯახიც ეს არის ''პორაზ კარაელი''

: გაქვს შემოთავაზება ახალ ფილმში სათამაშოთ? არის შანსი, რომ ჩვენ ისევ გიხილოთ ფილმში?

B:დიახ, მე მაქვსშემოთავაზებები. ასეთი შემოთავაზება წინა წელსაც მქონდა და ძლიან გამიჭირდა ერთდრულად ფილმსა და სერიალში თამაში. მითუმეტეს როდესაც ფილმის გადაღება ქვეყინის გარეთ არის. ძლიან დამღლელია ერთდროულად გადაღება ფილმშიც და სერიალშიც. ამან ყველაფერზე იქონია გავლენა. ამ ეტაპზე მობილიზირებული ვარ ჩემ ახალ სერიალზე, მაგრამ რა იქნება მომავალში არ ვიცი.

: როგორ ფიქრობ შენ მიერ შექმნილი პერსონაჟებიდან რომელი გგავს ყველაზე მეტად?

B:თუ შენ არშ ეგიძლია იპოვოპერსონაჟის ხასიათის დეტალები შენ საკუთარ ხასიათში, ან თუ ვერ შეუთავსებ შენ ხასიათს შენი პერსონაჟის ხასიათს მაშინ შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა არის ხასიათი. აი ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ მე სპეციფიურად ვგრძნობ ჩემი გმირის ხასიათს. ყველა ჩემი გმირი რეალურად ვარ მე, ჩვენ ვართ ერთმანეთის ნაწილები. მე არ შემიძლია გამოვყო რომელიმე ერთი დანარჩენებისგან, მე სიამოვნებას ვიღებ მათი განსახიერებით.

: გყავს თუ არა კუმირი ან ისეთი ფავორიტი მსახიობი ვისაც ბაძაავ ?

B:არა კუმირი არმყავს, მაგრამ თვალს ვადევნებ ინტერნაციონალურ კინო სამყაროს. მე მომწონს განსხვავებული პერფორმანსის სახეების კვლევა. კინო სამყაროში არიან ისეთი მსახიობები რომელბიც მე მართლა ძალიან მომწონს ესენი არიან : მერილ სტრიპი ნატალი პორტმანი, მარიონ კოტიარი და ჟულიეტ ბინოში....


''ცხოვრებაში მქონია ისეთი გამარჯვებები, რომელსაც თავად მივაღწიე''


: გარდა მსახიობისა როგორია უბრალოდ ქალი სახელად ბურჩინ ტერზიოღლუ?

B:ძალია ნრთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, თქვაკარგი რამ ეს სხვარამეა, თქვაცუდი და ეს უკვე სულ სხვასაქმეა.მე მყავს ქალითევზები.მე გავლენას ვახდენ ჩემგრძნობებზე. ყველა ჩემ ტკივილს თუ გაუგებრობას ვუმკლავდები გრძნობებზე გავლენით. ხალხმრავლობა და ხმაური დიდად არ მიყვარს, სიყვარულის და წყლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემ ცხოვრებაში უპირველესი ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები არიან, ისინი ყველაფერი არინ ჩემთვის. მე ვფიქრობ რომ მე ძლიერი ადამიანი ვარ, ცხოვრებაში ბევრი ისეთი გამარჯვება მქონია რომელსაც თავად მივაღწიე, ბევრ ბრძოლაში დავრჩენილვარ გამარჯვებული. მოკლედ მე მიყვარს ძალა და მიყვარს ცხოვრება მისი ყველა ასპექტით. მე მშვიდად ვარ საკუთარ თავთან. მე მჯერა რომ პირველ რიგში შენი თავი უნდა გიყვარდეს და შენ თავს სცე პატივი რომ მერე სხვები გიყვარდეს და სხვებსაც უყვარდე და პატივს გცემდნენ. მე არ ვებრძვი საკუთარ თავს. მე ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.

: რა არის ის რაც ყველაზე მეტად მოგწონს საკუთარ თავში?

B:ძალიან მომწონს რომ შემიძლია მადლობის გადახდა და პატიების თხოვნა, არის ერთი რამ რაც ჩემ ცხოვრებას უფრო ადვილს ხდის, მე არ ვიყენებ ჩემ ეგოს ჩემ წინ მყოფი ადამინების დეგრადირებსთვის, პირველ რიგში ყველა პიროვნება ადამიანია, მე კარგი მსენელი ვარ, მოსმენა ხელს უშლის იგნორირებას და სწავლას ბევრად ადვილს ხდის. მე ყოველთვის მომწონდა სტუდენტობა. სწორედ ამიტომ ვცდილობ ვიყო ახლოს ადმიანებთან თუნდაც უბრალოდ მათთან ერთად ვიშოპინგო.

: თვლი თუ არა საკუთარ თავს ლამაზად? და რა არის სილამაზე შენთვის?

B:ჩემეული სილამაზის აღქმა ცოტათიგანსხვავებულია. მე ვფიქრობ, რომ სილამაზე არის სინათლის სხივი, რომელიც შიგნიდან ანათებს. ბევრს აქვს ცრუ სახე გგონია რომ ანთებს და არ შეგიძლია შწყვიტო ყურება მაგრამ..... უმარავი ოქროს წესია, რომელსაც უნდა მიჰყვე მაგრამ არის რაღაც მომენტი როდესაც შენ აღებ პირს და სულ ერთმა სიტყვამ შეიძლება გააქროს შენი სილამაზე. აუცილებელია ცხოვრებაში იყო ადამიანი. სრულყოფილი სილამაზე არ არის წარმატების გარანტი, ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. მე სილამაზის ორნამენტად ადამიანში ვხედავ მის სიკარგეს და პატიოსნებას. თუმცა ზრუნვა შენ სხეულზე და ჯანმრთელობაზე არის სილამაზის ნაწილი. ვთვლი თუ არა თავს ლამაზად? რთული შეკითხვაა...... მოდი ვთქვათ ხანდხან.


''სამზარეულოში ტრიალი ერთგვარი თერაპიაა''

: ჩვენ ვიცით, რომ გადასაღებ მოედანზე მუშაობა ძლიან დამქანცველია. რას აკეთებ ასეთ რთულ სამუშაო გარემოში ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

B:ვცდილობ რეგულარულად ჯანმრთელად ვიკვებო, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გაზა დასვენების საშუალება მივცე ჩემ სხეულსა და კანს. დასვენების დღეებში ვცდილობ კარგად გამოვიძინო, ეს მნიშვნელოვანია ჩემი კონცენტრაციისთვის და ასევე ჩემი კანისთვისაც. ვარჯიში და ძილი კარგად მოქმედებს ჰორმონებზე. და რათქმაუნდა ასვე სპა. ძლიან მიყვარს სპა შემიძლია იქ მთელი დღე გავჩერდე, ასე ვზრუნავ საკუთარ ჯანმრთელობაზე. სპა არის ერთ-ერთი ის რის გამოც არ შემიძლია უარი ვუთხრა საკუთარ თავს. ასევე ყოველ 6 თვეში ერთხელ ვიტარებ გამოკვლევებს რადგან გენეტიკური დაავადებების რისკი მაქვს, ესეც რომ არ იყოს ეს ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია.

: რამდენიმე წელია ასეთ საოცარ ფორმაში ხარ? რაიმე კონკრეტული დიეტა გაქვს?

B:სამწუხაროდ არცთუ ისე ადვილია კარგ ფორმაში ყოფნა და მისი შენარჩუნება, განსაკუთრებით მაშინ როცა ასაკი გვემატება და ჩვენი მეტაბოლიზმი ნელდება. მაგრამ არასდროს ამიკრძალავს თავისთვის რამის მირთმევა, არ მითქვამს ეს არ ჭამო, მე მაქვს ძალიან კარგი პალიტრა, მიყვარს სხვადასხვა საკვების და პროდუქტის დაგემოვნება. თუმცაღა როგორც ცხოვრებაში ასევე კვებაშიც ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული მაგრამ რასაც მინდა და როცა მინდა მაშინ ვჭა, ეს ბოლო დღეებია ცოტა ფრთხილად ვარ, არის რაღაცეები რის გამოც ღირს ეს.

: რას იტყვი ვარჯიშზე?

B:16 წლის ასაკიდან ვვარჯიშობ, როცა არ ვვარჯიშობ თავს დუნეთ და დაღლილად ვგრძნობ.ყველანარი სახის ვარჯიშს ვაკეთებ.ახლა დავდივარ და კონცენტრირებული ვარ ქროსფიტზე და კიკბოქსინგზე. ესენი ისეთი სახეობის ვარჯიშებია რომლის გაკეთების შემდეგ უფრო ცოცხალი დღე მაქვს და გადასაღებ მოედანზე უფრო აქტიური ვარ

: როგორი ხარ სამზარეულოში? კარგი მზარეული ხარ?

B:მე დავდიოდი კერძოკ ულინარიის სკოლაში და ვსწავლობდი კულინარიას. მიყვარს ახალ-ახალი კერძების გამოგონება და მათი პრეზენტაცია. სამზარეულოში ყოფნა ჩემთვის თერაპიაა. ის დრო როცა მე ვარ სამზარეულოში არის ყველაზე მშვიდი და გემრიელი დრო.

: წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ არის რამე გადაწყვეტილება ან სიტუაცია რასაც შეცვლიდით?

B:ბედი, ის არის რასაც ცხოვრება გვიმზადებს და ჩვენ ვირჩევთ იმ გზას რომელიც ჩვენ გვსურს. ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება......... ამ მომენტში შეიძლება ეს კარგად ან ცუდად მოგეჩვენოს მაგრამ მოგვიანებით ეს ნაკადი სწორ გზაზე გაყენებს. მე პატივს ვცემ იმ ყველაფერს რაც ცხოვრებაში გადავიტანე, მე ცხოვრებას ვიღებ ისეთს როგორიც არის და მე ბედნიერი ვარ რომ ეს შემიძლია, მე არაფერს ვნანობ....

''30წლისზემოთაასაკიზღაპრულია''


: როგორია 30 წელს ზემოთა ასაკი? შენი აზრით რა მოაქვს 30წლის ზემოთ ასაკს ქალისთვის? რა შეიცვალა შენთვის?

B:ზღაპრულია!10 წლის წინ არცკი მიფიქრია ჩემიცხოვრების ამ წლებზე.ამ პერიოდზე ბევრი რამეა რისი თქმაც მინდა. ეს რომ წიგნი იყოს მას ერქმეოდა : ''სიმწიფის დუმული'' . პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ ცხოვრებას იმ ყველაფრისთვის რაც გვასწავლა, წაკითხვის გარეშეც უნდა ვცოდეთ რომ ქალისთვის 30 წლის შემდეგ ცხოვრება არ სრულდება. ეს არის პერიოდი როცა უფრო ადვილად უმკლავდები შენ ყველა ტკივილს, დანაკარგს, მონატრებას, მოწყენილობას, შეცდომებს, ცხოვრების გაკვეთილებს და ცხოვრების ამ ეტაპზე პოზიცია გაცილებით მტკიცე და ურყევია თანდართული მწარე ღიმილით. შენ იცი, შენ უკვე იცი როდის იტყუება შენ წინ მდგარი ადამიანი, როდის სტკივა მას, რისი თქმა სურს მას, მაგრამ არ შეუძლია თქმა. ახლა უფრო მეტად გამოცდილი ხარ. შენ მეტს უსმენ, ხსნი დუმილით გამოწვეულ უფორ მეტ თავსატეხს. არაფერი არ გეჩვენება ძალიან კარგად, ძალიან ცუდად ან ძლიან ბევრად. უფრო მეტად გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული ხარ, უფრო მეტად გამგებიანი და ლამაზი ხარ. როცა ახალგაზრდა ხარ მეტად მერყევი ხარ, მაგრამ ახლა უკვე ჩამოყალიბებული ხარ, არ ხარ მოსულელო, ნაკლებად აქცევ ყურადღებას წესებს და ცდილობ ისიამოვნო ცხოვრებით, ეს იმიტომ რომ შენ უკვე იცი ცხოვრება ხანმოკლეა მაგრამ ის ღირს იმად რომ იცხოვრო. შენ აცნობიერებ რაოდენ ღირებული და საყვარელია შენთვის დედა, მამა შენი ოჯახი და შენი მგობრები. მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ ასაკში ყოფნით.

imageimageimageimageimageimageimage






0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:სპრინგ სთარ
სპრინგ სთარ
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0