x
image
რუსო ჩარექიშვილი
როგორ გაუქმდა გურიის სამთავრო - დეტალები ისტორიიდან

გურიის სამთავროს გაუქმებას რუსეთი ადრევე გეგმავდა, მაგრამ ბუქარესტის ზავით (1812 წ.) ოსმალეთისთვის ფოთის დაბრუნებამ გარკვეულწილად შეასუსტა რუსეთის პოზიციები შავი ზღვის სანაპიროზე. 1826 წელს გარდაიცვალა მთავარი-მამია გურიელი, მის შემდეგ სამთავროს მართავდა გურიის თავადებისგან შექმნილი საბჭო, რომელსაც დედოფალი სოფიო ხელმძღვამელობდა.image
1828 წელს, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, სოფიო არ აპირებდა მოცემულ ომში რუსებს მიმხრობოდა, რაც რუსებმა სიფიოს ღალატში ჩაუთვალეს და გურიის სამთავროში ჯარი შეიყვანეს. სოფიო გურიელი შვილებთან ერთად ოსმალეთში გაიქცა, საიდანაც უშედეგიდ ცდილობდა რუსეთის იმპერატორის წინაშე თავის მართლებას და ამ გზით სამთავროს გადარჩენას. ოსმალეთის ომში დამარცხების შემდეგ სოფიო გურიელს არავითარი შანსი არ ჰქონდა გურიაში დაბრუნებისა. რუსეთმა შეიერთა ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი. 1829 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა გურიის სამთავრო გააუქმა.imageსოფიო გურიელი 1829 წელს ოსმალეთში გარდაიცვალა. მის შვილებს დავითსა და ეკატერინეს მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. სამთავროს გაუქმების შემდეგ გურიას მართავდა რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი გურიის თავადების საბჭო, რომლის სათავეშიც რუსი ოფიცერი იდგა. მოგვიანებით გურია მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.

0
186
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0