სხვა ღიმილი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია 2018, 11 მარტი, 20:13 ღიმილი გადამდებია. როცა იღიმით, ამით არამარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც რგებთ, რადგან, როგორც კვლევებმა აჩვენა ამ დროს უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ხართ და სტრესსაც ნაკლებად განიცდით.ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ურთიერთობის 30 წამში ყალიბდება პირველი შთაბეჭდილება ადამიანებზე. დროის ამ მონაკვეთში ყურადღებას ვაქცევთ გარეგნობას, ფიგურას და ღიმილს.ღიმილის ორი ძირითადი სახე არსებობს : ნამდვილი და ყალბი. ნამდვილი ღიმილით ადამიანი უღიმის იმ ადამიანს, რომლის მიმართაც დადებითადაა განწყობილი. ყალბი ღიმილით ადამიანი იღიმის იმ შემთხვევაში როდესაც ცდილობს თავი დააღწიოს უხერხულ სიტუაციას.ღიმილის დროს მუშაობს 50-53 სახის კუნთი. აგრეთვე სიცილი ერთგვარი მასაჟივითაა ჩვენი ორგანიზმისთვის. მასში კუნთების 80 ჯგუფი მონაწილეობს, განსაკუთრებით რეაგირებენ მუცლის ღრუს კუნთები.კვლევებმა დაადგინა, რომ ის ადამიანი რომელიც დღის განმავლობაში ხშირად იღიმება თავს უფრო ბედნიერად გრძნობს, რაც სიცოცხლის გახანგრძლივების ერთგვარი საშუალებაა. 45 2-ს მოსწონს
|