სხვა მავრიკის კუნძულზე წარმოქმნილი წყალქვეშა ჩანჩქერი - რეალობა თუ ოპტიკური ილუზია? 2018, 11 მარტი, 15:42 ბუნება, რომ საოცარია ამაში დასარწმუნებლად მხოლოდდამხოლოდ მავრიკის კუნძულოვანი სახელმწიფოს ნახვაც საკმარისია. მავრიკი კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აფრიკაში. კუნძული გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით, რის გამოც ზღვა მუდმივად წყნარია.მავრიკის კუნძულებზე ნესტიანი და ცხელი პერიოდი გრძელდება დეკემბრიდან მარტამდე. მოცემული ადგილი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს თავისი გასაოცარი სანახაობებით.მავრიკის სანაპირო განთქმულია ისეთი დაუჯერებელი სანახაობით, როგორიცაა წყალქვეშა ჩანჩქერი. როგორც ცნობილია ამ სანახაობას წყალმცენარეები და ქვიშის ნალექები ქმნიან, რომელიც მავრიკიის კუნძულის სანაპიროზეა გადაჭიმული. სწორედ ესაა მიზეზი იმ ილუზიისა რომელიც გვაფიქრებინებს, რომ წყალქვეშ ჩანჩქერია 140 3-ს მოსწონს
|