ქალი და მამაკაცი კარგი ურთიერთობის აწყობა წყვილში 2012, 11 აპრილი, 10:39 ![]() ამ შემთხვევაში საუბარი მშვიდად წარიმართება და თქვენი სიტყვები გაგებული იქნება, დატოვებთ ადგილს კითხვებზე პასუხისთვის. ჩვეულებრივ მამაკაცები ურთიერთობაზე საუბარს სიფრთხილით ეკიდებიან, ხოლო ქალები მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ზოგჯერ უმჯობესია ჩამოვწეროთ ჩვენი განცდები. აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ ურთიერთობის საუკეთესო და ცუდი მხარეეები. გაუცვალეთ პარტნიროს ფურცელი და განიხილეთ დაწერილი. ამგვარად უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ, რომ კარგი მომენტების რაოდენობა გაიზარდოს. -შეამოწმეთ ლექსიკონის ერთგვაროვნება- ზოგჯერ ერთიდაიგივე სიტყვას პარტნიორებისთვის განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნია. მაგ. სიტყვა „მჯერა“ მამაკაცი მას იგებს, რომ ქალს სჯერა მისი და აპატიებს არასწორს საქციელს, ხოლო ქალი დარწმუნებულია, რადგან მამაკაცის სჯერა, ის ასეთ საქციელს არ ჩაიდენს. -განსაზღვრეთ წესები, მოძებნეთ საერთო მიზნები- ბევრი წყვილი ერთად ინერციით ცხოვრობს, არც დაფიქრდება რატომ და რას ელოდებიან ერთობლივი ცხოვრებისგან. საერთო მიზნების უქონლობა ურთიერთობას უფრო ადრე დაარღვევს, ვიდრე მუდმივი კონფლიქტი. თუმცა ძლიერი გრძნობის არსებობისას შესაძლებელია ოქროს შუალედის მოძებნა. წყვილის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს წესები და რიტუალი. მათი სპეციალურად გამოგონება საჭირო არ არის. ისინი უკვე არსებობს ჩვენ ცხოვრებაში: ვინ შედის პირველი აბაზანაში, ვინ ყიდულობს პურს და ა.შ. მაგრამ ხშირად განაწილებული როლი ერთ პარტნიორს აწყობს, მეორეს კი აღიზიანებს. ამიტომ წესებსა და რიტუალებზე შეთანხმდით. - შეინარჩუნეთ საკუთარი ინდივიდუალურობა- ერთობლივი ცხოვრების გარკვეული დროის შემდეგ პარტნიორები აღმოაჩენენ, რომ პიროვნულად ძალიან შეიცვალნენ. საყვარელ ადამიანთან შეგუების, მისთვის სიამოვნების მინიჭების, მისი გულის მოგების სურვილი ხშირად აკარგვინებს ინდივიდუალურობას ქალსაც და მამაკაცსაც. ე. წ. „მესამე წლის კრიზისი“ არის საკუთარ თავთან, ჩვევებთან, ღირებულებებთან, მეგობრებთან ურთიერთობისკენ დაბრუნების მცდელობა. ბევრს უჩნდება სამსახურის შეცვლის ან სწავლის სურვილი. ზოგჯერ ეს პარტნიორის გაუგებრობას, გრძნობები გაცივებას იწვევს. ეს კი კიდევ ერთი მიზეზია მშვიდი და გარემოების გათვალისწინებით საუბრისთვის. სწორედ საკუთარი ინდივიდუალურობით მოხიბლეთ ერთმანეთი, ამიტომ საჭირო არ არის მისი დაკარგვა ურთიერთობის შენარჩუნებისთვის. - არ დააგროვოთ ბრაზი- ხშირად ვიკავებთ ბრაზს, გაღიზიანებას ურთიერთობის შენარჩუნებისთვის. მაგრამ ამ დროს უმჯობესია კარგი ჩხუბის მოწყობა, ვიდრე ბრაზის, დანაშაულის გრძნობის დაგროვება. ძლიერი ემოციები არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი აღარ გიყვართ, ისინი მხოლოდ ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემაზე მიუთითებს. გაერკვიეთ სიბრაზის წარმოშობის მიზეზში და უთხარით ამის შესახებ პარტნიორს პიროვნული შეურაცხყოფის მიყენების გარეშე. თუ თავად ხართ გაბრაზების მიზეზი, მოიკრიბეთ მოთმინება და ბრალდება მოისმინეთ, როგორც კონსტრუქციული კრიტიკა. გაბრაზებულ ადამიანზე დადებითად მოქმედებს მშვიდი დამოკიდებულება. - -ისწავლეთ ერთმანეთის მადლიერება- ბევრი წყვილი ცხოვრობს უკეთესობის მოლოდინში და არ აფასებს ყოველდღიურ მოვლენებს. თითქოს ძალიან მარტივია მადლიერების გამოხატვა დახმარების, მიღებული საჩუქრის ან თანამონაწილეობის გამო. მაგრამ ეს თვისება და მსგავსი განწყობა სადღაც ქრება წყვილის ერთობლივი თანაცხოვრებისას. ან არ გამოგვდის პირის გაღება და მადლობის თქმა, ან სიტყვები ფორმალურ ბუტბუტში გადაიქცევა. მადლიერების გარეშე კი თბილი სიტყვებიც არაგულწრფელად და ფორმალურად ჟღერს. იყავით ერთმანეთის მადლიერი კონკრეტული საქციელის გამო-საჩუქრის, გასეირნების, მზრუნველი ჟესტის და ა.შ. და არა ზოგადად. არ დაუშვათ ტიპიური შეცდომები. მაგ. მარტივ „გმადლობთ ყვავილებისთვის“, უმატებთ ასეთი ტიპის ფრაზას „ვიმედოვნებ, რომ მუდამ ასე მოიქცევი“ ან „აქამდე როგორ ვერ მოიფიქრე“. 288 3-ს მოსწონს
|