სიახლეები "ტოიოტა კამრი" - სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი 2018, 9 მარტი, 12:52
"ტოიოტა კამრი" მე-8 თაობა, რომელიც "ტოიოტას" ახალი, გლობალური აქრიტექტურითაა შექმნილი და გამოკვეთილი ინდივიდუალურობით, მართვის ხარისხით, კომფორტით, მომხმარებელზე მორგებული ტექნოლოგიითა და უსაფრთხოებით გამოირჩევა, უკვე საქართველოშია. წლის განმავლობაში 700 000-ზე მეტი მოდელის გაყიდვით სედანების კატეგორიაში "კამრი" უპირობო ბესტსელერია. ბრენდი თავის მოყვარულებს იმედს წელსაც არ უცრუებს და თანამედროვე გამოწვევებს სრულიად პასუხობს. უნიკალური ტექნოლოგიებითა და ახალი TNGA სტრატეგიით შექმნილი ავტომობილის სრულყოფილებას რომ საზღვარი არ აქვს, ამაში მედიის წარმომადგენლები რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე მისი გამოცდისას თავად დავრწმუნდით, როდესაც მე-8 თაობის "კამრი" წელს გამოშვებულ მსგავსი მახასიათებლების მქონე ავტომობილებს შევადარეთ. ახალი "კამრი" ქართველ ავტომოყვარულებსა და მედიის წარმომადგენლებს მისმა მთავარმა ინჟინერმა, მასატო კაცუმატამ წარუდგინა. მისი თქმით, დასაწყისიდანვე, ახალი კამრის განვითარება პერფომანსსა (მართვის დინამიკა და კომპლექტაცია) და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს ეყრდნობოდა. მასატო კაცუმატამ აღნიშნა, რომ ავტომობილის თითოეული დეტალი, უფრო სასიამოვნოდ, მშვიდად და კომფორტულად მგზავრობას უზრუნველყოფს, ამისთვის კი ახალი გლობალური არქიტექურაა გამოყენებული. კერძოდ, ეს არის ტოტალური ოპტიმიზაციის კონცეფცია, რაც როგორც ნაწილების, ისე ავტომობილის კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს, შედეგი კი ასეთია - უფრო მსუბუქი და მაღალი დინამიური მახასიათებლების მქონე პლატფორმა, უკეთესი მოძრაობა, მანევრირება და დამუხრუჭება. "კამრის" ინჟინერმა თითოეული დეტალი კავკასიის რეგიონის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს თავად გააცნო, მათი შექმნის ისტორიაც უამბო და საშუალება მისცა, ავტომობილს თავად შეხებოდნენ და ეგრძნოთ, თუ რამდენად სრულყოფილია ის. "ჩვენ გვსურდა შემდეგი თაობის კამრით ადამიანებთან სულიერი კონტაქტი დაგვემყარებინა, ამიტომ წარმოვადგინეთ ახალი სედანის კონცეპცია, რომელიც პერფორმანსისა და პრაქტიკულობის კუთხით ფლობს უპირატესობას და ამავე დროს მომხმარებელს ფიზიკურად და სულიერად აგრძნობინებს მართვის გამოცდილებას. ამ ავტომობილის განვითარებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მართვის დინამიკასა და მანქანის საერთო პერფორმანსს, რისი წყალობითაც კამრის მართვის გამოცდილება თვისობრივად სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა, " - განმარტა ახალი "კამრის" მთავარმა ინჟინერმა მასატო კაცუმატამ. "კამრის" ინჟინერმა ასევე ხაზი გაუსვა ავტომობილის განახლებულ დიზაინსაც, - "დაბალი დგომა "კამრის" უფრო სპორტულ და ახალგაზრდულ იერს ანიჭებს, " - აღნიშნა მან. მასატო კაცუმატამ ასევე დასძინა, რომ ავტომობილის შექმნისას მისთვის მნიშვნელოვანი იყო ემოცია, TNGA პლატფორმამ კი საშუალება მისცა, უნიკალური დიზაინის მანქანა შეექმნა. განახლებული "კამრისა" და მისი წინამორბედის ტესტირებისას მედიის წარმომადგენლებმა მისი სამუხრუჭე სისტემა, მანევრირების, უსწორმასწორო გზაზე რბილად გადასვლისა და სრიალა ზედაპირზე გამავლობის უნარი თავად გამოსცადეს, შედეგად კი ყველამ აღიარა, რომ მე-8 თაობის "კამრი" 2017 წლის მოდელს თითქმის ყველა მახასიათებლით სჯობს. იგივე შეხედულებები გამოიკვეთა გრძელ ტრეკზე გამოცდის დროსაც, როდესაც იმავე სეგმენტის კონკურენტ მოდელებს 3, 5 და 2, 5 ლიტრი მოცულობის ძრავის მქონე "ტოიოტა კამრი" შევადარეთ. ტესტირების დროს ვიგრძენი, რომ მოსახვევებში დაახლოებით 120კმ/სთ-140კმ/სთ სიჩქარით შესვლისას "კამრი" სირბილესა და მოქნილობას ინარჩუნებდა და ინერციის გამო მანქანაში არც მე და არც სხვა მგზავრები მკვეთრ მოძრაობებს არ აკეთებდნენ, რაც ავტომობილის მართვისას კონცენტრირებაში მეხმარებოდა. განახლებული "კამრი" სეგმენტში ლიდერობის შენარჩუნებას რომ უზრუნვლელყოფს, ამაში "ტოიოტა კავკასიის" პროდუქტის სპეციალისტი, სანდრო ბერულავა აბსოლუტურად დარწმუნებულია. მისი თქმით, ავტომობილი ყველა ასპექტში ოპტიმიზირებულია, აქვს ახალი, უფრო ტევადი სალონი, რომლის დიზაინიც კიდევ უფრო მიმზიდველია. სანდრო ბერულავას მიაჩნია, რომ კავკასიის ბაზრის 33%-იანი წილი უფრო გაიზრდება, რადგან "კამრის" ახალი მოდელი წინამორბედებთან შედარებით ყველა ასპექტში შეცვლილია. მოდერნიზება განიცადა როგორც მისმა დიზაინმა, ისე ძრავმა, გადაცემათა კოლოფმა და აბსულუტურად ყველა დეტალმა. "ტოიოტა კამრის" პოპულარობას საქართველოში პირველ რიგში განაპირობებს ის, რომ მოდელი რეგიონში უკვე 12 წელია წარმოდგენილია, ამ პერიოდში კი მან საიმედოობისა და პრესტიჟულობის სახელი მოიხვეჭა. იმის გათვალიწინებით, რომ 2018 წლის მოდელში თითქმის ყველა ასპექტი გაუმჯობესებული და შეცვლილია, ვფიქრობთ, რომ ავტომობილის მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო მოიმატებს, " - აღნიშნა მან. "ტოიოტა ცენტრი თბილისის" გაყიდვების მენეჯერი, ნინუკა გაგუა გაუმჯობესებულ "კამრიში" კიდევ ერთ ასპექტს ხედავს. მას მიაჩნია, რომ ახალი ავტომობილით ქალები განსაკუთრებით დაინტერესდებიან, რასაც მისი განახლებული დიზაინი განაპირობებს. "1997 წლიდან, რაც ჩვენი ცენტრი დაარსდა "ტოიოტა კამრი" ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს როგორც კომპანიებში, ისე კერძო პირებში. დღეს უკვე საუბარია მე-8 თაობის წარმომადგენელზე, რომელიც TNGA პლატფორმითაა შექმნილი. ეს არის "ტოიოტას" ახალი სტრატეგია, რომელიც მოიცავს დიზაინის, ინჟინერიისა და დაკომპლექტების მიმართულებას. "კამრის" შემთხვევაში ეს ნიშნავს კიდევ უფრო მტკიცე ძარას, მანევრირებას, დიზაინის ცვლილებებს, უსაფრთხოების პარამეტრების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თითოეულ მომხმარებელს ავტომობილი სიამოვნების განცდას დაუტოვებს, " - აღნიშნა ნინუკა გაგუამ. როგორც "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" კომერციული დირექტორი, გიორგი კობახიძე განმარტავს, გასული წლის მონაცემებით დაახლოებით 45 "კამრის" რეალიზაცია მოხდა, განახლებული დიზაინის, ხარისხის, გამძლეობისა და სანდოობის“ წყალობით კი აღნიშნული მაჩვენებელი წელს კიდევ უფრო გაიზრდება, - "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მის მიმართ ზოგადად, საქართველოში იმხელა მოთხოვნაა, რომ ქარხანა სრულ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ყველა ავტომობილი, რომელიც შეკვეთილია, მომხმარებლების მიერაა დარეზერვებული, " - აღნიშნავს ის. საქართველოში "კამრის" პოპულარობას მისი ისტორიაც განაპირობებს. ავტომობილი გაყიდვაში 1982 წელს ჩაეშვა, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ კი მასზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ავტომოყვარულებს მე-8 თაობის „კამრით“ გადაადგილება საქართველოში უკვე შეუძლიათ, რომელიც ფასიც 24 200$-დან 35 400$-მდეა. ახალი ტოიოტა კამრის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: "ტოიოტა ცენტრ თბილისსა" და "ტოიოტა ცენტრ თეგეტაში". (R) 212 5-ს მოსწონს
|