რელიგია 100 000 ჯვრის მთა და დღემდე უცნობი ლეგენდები 2018, 9 მარტი, 8:07 ჯვრების მთა ლიტვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ღირსშესანიშნაობაა, სადაც მთელი მსოფლიოდან მიისწრაფვიან მომლოცველები. მთაზე ჯვარცმის დადგმა ან დაკიდება - წარმატების სიმბოლოდ ითვლება.ფოტო: instagram.com/routeperfect
მთა მდებარეობს რიგა- კალინინგრადის გზატკეცილზე შაულიაის ქალაქიდან დაახლოებით თერთმეტ კილომეტრში.მთაზე სხვადასხვა ზომის ჯვრებია დადგმული, რომლებზეც ჩამიკედულია კიდევ უფრო პატარა ზომის ჯვარცმები და გულსაკიდი ჯვრები. როდესაც აქ ქარი ქრის, გარშემო უცნაური ხმები ისმის.
ჯვრების მთის ისტორია დაკავაშირებულია ომებთან და აჯანყებებთან. არსებობს მრავალი ლეგენდა და თქმულება, რომლებშიც გადმოცემულია ამ საოცარი ადგილის წარმოშობა, მაგრამ სრული სიმართლე, არავინ იცის. მთის ისტორიასთან დაკავშირებული ლეგენდებიყველაზე პირველი ჯვარცმები მთაზე გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში – მხოლოდ რამდენიმე ათეული ჯვარი. დაახლოებით ასი წლის შემდეგ - მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, მთაზე უკვე რამდენიმე ათასი ჯვარი არსებობდა.ადგილობრივების თქმით აქ ოდესღაც ეკლესია ყოფილა. ერთხელ, უძლიერესი ქარიშხალი ამოვარდა, მეხი პირდაპირ ეკლესიას დაეცა და გრიგალმა ეს წმინდა ადგილი ქვებში და სილაში დამარხა. ამბობენ იმასაც, რომ ალიონზე მთის ძირას, მიმავალი ბერების მოჩვენება შეგიძლიათ დაინახოთ. საუკუნეების მანძილზე მაგიური მოვლენები, წმინდანთა ხილვები და მოჩვენებები ამ ადგილის ისტორიის ნაწილად იქცა.
არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომელშიც აღწერილია, რომ მეთოთხმეტე საუკუნეში ეს გორაკი სამოგიტიის ( რეგიონი ლიტვის დიდ სამთავროში) წარმართი ბარონებით დაკომპლექტებულ ხის ციხესიმაგრის ერთგვარ კვრცხლბეკს წარმოადგენდა. 1348 წელს ეს ციხესიმაგრე ხმლის ძმების ორდენის გერმანელმა მეომარმა-ბერებმა დაანგრიეს. ისინი ლივონიის მიწაზე ( ახლანდელი ესტონეთი და ლატვია) ქრისტიანული რწმენის მიტანის მიზნით მივიდნენ. არსებობს აზრი, რომ ის სამარტელები, რომლებიც ამ ბრძოლაში გადარჩნენ, შეაგროვეს თავიანთი დაღუპული მეგობრები და დაასაფლავეს ისე, რომ გორაკი წარმოიქმნა.
გორაკის წარმოშობის ყველაზე პოპულარული ვერსია მძიმედ ავადმყოფ გოგონაზე და მის მამაზეა. ერთხელ, გოგონას მამას ქალი გამოეცხადა, რომელმაც უბრძანა გაეკეთებია ხის ჯვარი და მეზობელ გორაკზე დაედგა. ფოტო: instagram.com/zulemagaleano, instagram.com/a_man_da_l დილით გაიღვიძა რა მამაკაცმა, სწრაფად გამოთალა ხისგან ჯვარი და გორაკზე აიტანა. გოგონა მალევე გამოჯანმრთელდა, ხოლო ადგილობრივებმა გორაკს წმინდა შეარქვეს და მოდიოდნენ ჯვრების დასადგმელად, საკუთარი პრობლემები რომ მოეგვარებიათ. ყველა ჯვარი მომლოცველების მიერ როდია დადგმული _რამოდენიმე ჯვარცმა ლიტველების დამოუკიდებლობის მოპოვების სიმბოლოს წარმოადგენს. ჯვრების მთა საბჭოთა პერიოდში და დღესსაბჭოთა კავშირის არსებობის დროს ჯვრების დადგმა იკრძალებოდა. თვითონ გორაკი კი გახდა ადგილი, რომელიც ხელისუფლების იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. 1961 წელს ჯვრები მკრეხერულად დაამსხვრიეს და გადაასწორეს ბულდოზერებით. ქვის ჯვრები დაშალეს და გზის მშენებლობაში გამოიყენეს. ლითონის ჯვრები გადასადნობად გააგზავნეს, ხის ჯვრები კი დაწვეს.
მაგრამ, რაც უფრო ანადგურებდნენ წმინდა ადგილს, მით უფრო მალე ხდებოდა მისი აღდგენა. ადამიანები აკრძალვის და დევნის საშიშროების მიუხედავად შეუპოვრად, გამუდმებით დგამდნენ ჯვარცმებს ღამღამობით. იმ დროიდანვე მთა სხვადასხვა აღმსარებლობის მომლოცველებს იზიდავს _ მართლმადიდებლურ ჯვრებს მეზობლად აქვთ ხეზე ყურანიდან და ებრაულად ამოკვეთილი წარწერებიც.
დღეს ჯვრების მთა დაახლოებით 100 000 ჯვარცმას ითვლის, ასევე სხვადასხვა სუვენირს და ანგელოზს. ყოველდღიურად ივსება გორაკი ახალი ჯვრებით. აღნიშნულ ღირსშესანიშნაობას ფინანსურად ეხმარება ადგილობრივი ფრანცისკანელი ბერები და ქალაქ შიაულიაის მუნიციპალიტეტი.
იხილეთ ასევე:1. შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს, რომ წაიკითხოს „მამაო ჩვენო“?160 9-ს მოსწონს
|