რელიგია რელიგიის შესახებ დაწერილი საუკეთესო აფორიზმები და ციტატები 2016, 4 ნოემბერი, 15:00
აქ შეკრებილია დოგმებისგან და შეფასებებისგან თავისუფალი აფორიზმები და ციტატები რელიგიის შესახებ _ სწორედ ასეთ აფორიზმებში, როგორც სარკეში, აისახება სამყარო. ამ სიტყვების ავტორებმა იციან რაზეც საუბრობენ. ამიტომ, რელიგიის შესახებ აფორიზმების და ციტატების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც თქვენს გონებას სხვისი კონცეფციებით ავსებენ, ეს სიტყვები პირიქით, გათავისუფლებენ ყველანაირი ზეწოლისგან, რის შედეგადაც თქვენს გონებაში ჩნდება თავისუფალი სივრცე ყველაზე მთავარისთვის _ შემოქმედებისთვის.
კარლ იუნგი. მე არ მწამს ღმერთის. მე ვიცი. ( პასუხი კითხვაზე- წამს თუ არა ღმერთის) მაჰათმა განდი ღმერთს არ აქვს რელიგია ოსკარ უაილდი ტაძარში ყველა სერიოზული უნდა იყოს, იმის გარდა, ვინც კულტის საგანია. ბენდჟამენ დიზრაელი ყველა გონიერი ადამიანი ერთმორწმუნეა. რომელის? გონიერი ადამიანები ამაზე არასოდეს საუბრობენ. გრემ გრინი ერესი - ეს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი აზროვნების მეორე სახელია. ვლადიმერ ნაბოკოვი ღმერთთან არ მოდიან ექსკურსიაზე გიდთან ერთად_ მოდიან მხოლოდ მარტოხელა მოგზაურები. ისიპ ბრიკი ღმერთი არის, მაგრამ მე არ მწამს მისი. ჟორჟ სიმენონი მე ვკითხულობ სისხლის სამართლის კოდექსს და ბიბლიას. ბიბლია - სასტიკი წიგნია. ალბათ ყველაზე სასტიკი, რაც ოდესმე დაწერილა. ჩიფ დენ ჯორჯი (ამერიკელი ინდიელი). როდესაც თეთრი ადამიანი მოვიდა, ჩვენ გვქონდა მიწა, მას კი ბიბლია. ახლა კი მას აქვს მიწა მთლიანად, ჩვენ კი მხოლოდ ბიბლია. ნიკოლო მაკიაველი მე მსურს მოვხვდე ჯოჯოხეთში, და არა სამოთხეში. იქ მე დავტკბები პაპების, მეფეების და ჰერცოგების საზოგადოებით, მაშინ, როდესაც სამოთხე დასახლებულია მხოლოდ უპოვარებით, ბერებით და წმინდანებით. ბერნარდ შოუ შობა წლის ის დროა, როდესაც ჩვენ უნდა შევიძინოთ ის ნივთები, რომლებიც არავის არ ჭირდება, და ვაჩუქოთ ისინი ადამიანებს, რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს. გილბერტ ჩესტერტონი იმაზე, კარგია თუ არა ესა თუ ის რელიგია, უნდა იმსჯელოთ იმისდა მიხედვით, შეგიძლიათ თუ არა იხუმროთ რელიგიურ თემებზე. საადი ადამიანები იბადებიან მხოლოდ სუფთა ბუნებით, და მხოლოდ შემდეგ აკეთებენ მათ მშობლები იუდეებად, ქრისტიანებად ან ცეცხლთაყვანისმცემლებლად. დენი დიდრო ადამიანი არასოდეს გახდება თავისუფალი, სანამ თავისი გონებიდან არ განდევნის ღმერთს. ანტონ ჩეხოვი „ღმერთი არსებობს“ და „ღმერთი არ არსებობს“ შორის უზარმაზარი მინდორია, რომელსაც ძალიან დიდი სირთულით მხოლოდ ჭეშმარიტი ბრძენი გადის. ოსკარ უაილდი რწმენის ჭეშმარიტების ჯერათ არა იმიტომ, რომ ის გონივრულია, არამედ იმიტომ, რომ მათ ხშირად იმეორებენ. ლუდოვიკო XIV მალპლაკესთან ფრანგული ჯარის დამარცხების შემდეგ ნუთუ ღმერთმა ყველაფერი დაივიწყა, რაც მე მისთვის გამიკეთებია? ჰენრიხ ჰეინე შემთხვევითი ვიზიტები შეშლილების სახლში გვიჩვენებს, რომ რწმენა არაფერს არ ამტკიცებს. მონტესკიე სამკუთხედებს რომ შეექმნათ თავისი ღმერთი, ის იქნებოდა სამგვერდიანი. ფრიდრიხ ნიცშე თვითონ სიტყვა „ქრისტიანობა“ დაფუძნებულია გაუგებრობაზე; არსებითად, ქრისტიანი ერთი იყო, და ისიც ჯვარზე მოკვდა. ალბრტ შვეიცერი რეგულარულ ვიზიტს ეკლესიაში ისევე არ შეუძლია ადამიანი ქრისტიანი გახადოს, როგორც გარაჟის რეგულარულ ვიზიტს არ ძალუძს მძღოლად აქციოს ადამიანი. ალბერ კამიუ ღმერთის გარეშეც შეიძლება იყო წმინდანი. ოსკარ უაილდი რწმენა ჭეშმარიტებად არ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ვიღაც კვდება. დენი დიდრო რას ფიქრობთ წმინდა პანკრატის შესახებ, რომლის ხსოვნასაც პატივს მიაგებენ და ზეიმობენ ორ ერთმანეთის კონკურენტ ეკლესიაში: ერთი თავის ქალა ეკუთვნოდა პანკრატის, როცა ის იყო 22 წლის, ხოლო მეორე თავის ქალა _როცა ის იყო 36 წლის. სემუელ ბატლერი ღმერთი კმაყოფილი იყო თავისი ქმნილებით, აი ესაა საშინელება. ბრუკს ატკინსონი მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ეკლესიასთან მანამ, სანამ ის არ ერევა უზენაესის საქმეებში. ფრანკ ზაპპა რელიგიას და სექტას შორის ერთადერთი განსხვავება მდგომარეობს იმ უძრავი ქონების რაოდენობაში, რასაც ისინი ფლობენ. კლოდ ჰელვცი რელიგიას და ზნეობრიობას შორის საერთო არაფერია. ჰენრი მენკენი უზენაესი - კომედიანტია, ვის მაყურებელსაც ეშინია სიცილის. ბერნარდ შოუ თუ თქვენ მოსამართლეს თქვენს კანონებს წარუდგენთ, ხოლო მღვდლებს რელიგიას, მაშინ მალე აღმოჩნდება, რომ თქვენ არც კანონები გაქვთ და არც რელიგია. ლიუდვიგ ფეიერბახი დოგმა სხვა არაფერია, თუ არა ფირქის პირდაპირი აკრძალვა. მიტროპოლიტი პლატონი ჩვენი ეკლესიის კედლები ცამდე ვერ აღწევს. ბერტრან რასსელი ყველა დროში, დაწყებული კონსტანტინეს მმართველობიდან, ქრისტიანები სხვა ქრისტიანების მხრიდან უფრო მეტ სასტიკ დევნას განიცდიდნენ, ვიდრე ოდესღაც რომის იმპერატორებისგან. პაპი იოანე XXIII ქვეყნად არცერთი წარმართი არ იქნებოდა, ჩვენ რომ ნამდვილი ქრისტიანებივით ვიქცეოდეთ. ლეგატი პაპი იონე III -ის პასუხი კითხვაზე, როგორ გაერჩიათ ერეტიკოსი, პატიოსანი ქრისტიანისგან. მოკალით ყველა. ღმერთი შემდეგ გაარჩევს ვინაა თავისი და ვინ უცხო. იოჰან გოეთე ეკლესიის მთელი ისტორია_ ძალადობის და შეცდომების ნარევია. ჰენრი მენკენი მღვდელი _ ადამიანია, რომელიც სამოთხეში შესასვლელი ბილეთებით სპეკულირებს. დენის დიდრო ქრისტიანს ჩამოართვი ჯოჯოხეთის მიმართ შიში _ და თქვენ მას ჩამოართმევთ რწმენას. პერსი შელი ღმერთის თაყვანისმცემლების მიერ დაღვრილი სისხლი საკმარისი იქნებოდა დედამიწაზე არსებული ყველა სხვა სექტის მიმდევართა დახრჩობისთვის. ჟიულ რენარი არ ვიცი არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ მისივე რეპუტაციისთვის უკეთესი იქნება, რომ არ არსებობდეს. ფრედერიკ ბეგბედერი მას შემდეგ, რაც ადამიანებმა გააკეთეს ღმერთისთვის, მან კეთილი უნდა ინებოს და უნდა იარსებოს. ამბროს ბირსი ილოცო- ნიშნავს ითხოვო, რომ სამყაროს კანონები შეიცვალოს ერთისთვის, და თან ჭეშმარიტად უღირსი მთხოვნელისთვის. ანგელუს სილეზიუსი თუ სამოთხე თავად შენში არაა, მაშინ შენ ვერასოდეს ვერ მოხვდები შიგნით. ჩეზარე პავეზე რელიგია - ეს არის რწმენა, რომ რაც გვემართება, საოცრად მნიშვნელოვანია. და სწორედ ამიტომ იარსებებს ის ყოველთვის. სიმონა ვეილი ორი ადამიანიდან, რომლებიც ღმერთის არსებობაში არ არიან დარწმუნებული, უფრო ახლოსაა მასთან ის, ვინც მას უარყოფს. უინსტონ ჩერჩილი მე მზად ვარ შევხვდე შემოქმედს. სხვა საქმეა, მზადაა თუ არა შემოქმედი ისეთი მძიმე განსაცდელისთვის, როგორიცაა ჩემთან შეხვედრა. სტანისლავ სტაშიცი, სიკვდილის წინ აღსარების ჩაბარებაზე უარის თქმისას დღეს მე თვით ღმერთთან ვისაუბრებ, რად მჭირდება მე მისი მსახურები. ოსკარ უაილდი რელიგია -რწმენის ძალიან გავრცელებული სუროგატია. ჯორჯ სევილ გალიფაქსი ღმერთმა როგორც ჩანს სპეციალურად შექმნა ადამიანები ასეთი გულუბრყვილოები, მღვდლებმა რომ მათი მოტყუება შეძლონ. ლეშეკ კუმორი სამყაროს შექმნიდან მეშვიდე დღეს ღმერთმა დასვენება გადაწყვიტა. და ვშიშობ, რომ ის ისევ ისვენებს. ბენჟამინ ჟოვეტი ჩვენ უნდა გვწამდეს ღმერთი მიუხედავად იმისა, თუ რას საუბრობენ მასზე ეკლესიის მსახურები. ევგენიუშ ივანიცკი. ვირწმუნებდი ღმერთს, მაგრამ მიმდევრების ბრბო მაბნევს. ჰენრიკ იაგოძინსკი. მეცნიერების და რელიგიის კომპრომისი: ღმერთმა შექმნა მაიმუნი. რობერტ ბოლტონი რწმენა - არის არა იმდენად ის, თუ იდეების რა რაოდენობას ფლობთ თქვენ, არამედ იდეების ის რაოდენობა, რომელიც გფლობთ თქვენ. კურტ მარტი ღმერთი? ეს ის უდიდესი შეშლილია, რომელსაც კიდევ ჯერა ადამიანების. ჟულიენ დე ფალკენარე. შეუძლებელია ერთი რელიგიის სამოთხის იმედი გქონდეს და არ რისკავდე ყველა სხვა რელიგიის ჯოჯოხეთში მოხვედრას. 2857 17-ს მოსწონს |
ღმერთის თაყვანისმცემლების მიერ დაღვრილი სისხლი საკმარისი იქნებოდა დედამიწაზე არსებული ყველა სხვა სექტის მიმდევართა დახრჩობისთვის.
რეგულარულ ვიზიტს ეკლესიაში ისევე არ შეუძლია ადამიანი ქრისტიანი გახადოს, როგორც გარაჟის რეგულარულ ვიზიტს არ ძალუძს მძღოლად აქციოს ადამიანი.....და კიდევ ბევრი სხვა რააა
და ჰერცოგების საზოგადოებით, მაშინ, როდესაც სამოთხე დასახლებულია მხოლოდ უპოვარებით, ბერებით და წმინდანებით.--ეს მაგარი იყო