კულტურა მხოლოდ ანბანი კი არ შეიცვალა... - ბოლო პერიოდის ამომავალი ვარსკვლავი - ქვეყანა, ცენტრალურ აზიაში! 2018, 9 მარტი, 17:29 ეს ქვეყანა ცენტრალურ აზიაში საკმაოდ დიდ მიწებს ფლობს, საუბარია ყაზახეთზე. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ქვეყანა ყოველწლიურად უფრო ვითარდება და წინ მიიწევს. ბოლო პერიოდში ყაზახეთი მსოფლიო ყურადღებას იპყრობს. მათ უარი განაცხადეს კირილეულ ანბანზე და გადავიდნენ ლათინურზე. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ყაზახეთის საოცარ ცვლილებეზე. ქვეყანა, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა უნდა მიებაძოს. ცენტრალური აზია, ბოლო პერიოდში საკმაოდ წინ მიიწევს! ცენტრალური აზიის ქვეყნები ყოველწლიურად უფრო და უფრო იცვლებიან. ისინი სწრაფი ტემპით ვითარდებიან. ამ განვითარებაში, მოწინავე როლი უკავია ყაზახეთს. ცვლილებების და წარმატებების თავში დგას ქვეყნის პრეზიდენტი - ნურსულთან ნაზარბაევი! ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ნურსლუთან ნაზარბაევი 77 წლისაა. ის ქვეყნის რჩეული და წარმატებული ნაბიჯების ავტორია. სსრკ-ს პერიოდში, ყაზახეთის კომუნისტური პარტიის პრეზიდენტი იყო. დედაქალაქი ალმა-ატადან, ასტანაში გადავიდა! დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, გადაწყდა რომ ყაზახეთის ყველაზე დიდ ქალაქ ალმა-ატადან დედაქალაქის ასტანაში გადატანა. ფუტურისტულ არქიტექტურასთან ერაად ასტანა უდაბნოს ჰგავდა, თუმცა დღეს ყაზახეთის უდიდეს სიამაყეს წარმაოდგენს. დემოკრატია უპირველეს ყოვლისა! საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ გიგანტურ გეოგრაფიაში ავტორიტარული მთავრობები დომინირებდნენ. თუმცა ყაზახეთში დემოკრატია პირველ რიგში დგას და ქვეყნის ლიდერობა მხოლოდ ხალხის რჩეულს შეუძლია. ნაზარბაევი ქვეყნის უდიდეს იმედს წარმოადგენს, არჩევნებში მას ჯერ-ჯერობით მოწინააღმდეგე არ ყავს. ეროვნულ იდენტობას ენიჭება უპირატესობა! სტალინს ყოველთვის სურდა ეროვნული ერთიანობა, იგივეს აგრძელებს ნაზარბაევის პოლიტიკაც. ყაზახებს განსაკუთრებით უყვართ საკუთარი ხალხი და მათ ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეს. ეროვნული იდენტობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მოსახლეობის 90% ფლობს ორ ენას! ყოველდღიურ ცხოვრებაში რუსული ენა ძალიან პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ მშობლიური ენა ყაზახურია, საზოგადოების უმეტესი ნაწილი მაინც რუსულად საუბრობს. ჯამში მოსახლეობის 90% საკმაოდ კარგად ფლობს ორ ენას: ყაზახურს და რუსულს. გარდა ამისა, ქვეყანაში ინგლისური ენის პოპულარიზაციაც დაწყებულია. შეიცვალა ანბანი! ბოლო პერიოდში ყაზახეთში განხორციელებული რეფორმები მსოფლიო ყურადღებას სწრაფად იპყრობს. ამჯერად ნაზარბაევმა ქვეყნის ანბანი შეცვალა, რასაც წლებია რაც გეგმავდა. დაახლოებით 80 წელია რაც ყაზახეთი კირილეულ ანბანს იყენებდა, თუმცა როგოც ცნობილია, უახლოეს მომავალში ქვეყანა ლათინურ ანბანზე გადადის. სრული ცვლილება 2025 წლამდე იგეგმება. ეკონომიკა წინ მიისწრაფვის! ენერგეტიკისა და მასთან დაკავშირებული სექტორების საშუალებით, ყაზახეთის ეკონომიკა დღითი-დღე უფრო ძლიერდება. გასულ წელს მათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი მსოფლიოს 110 ქვეყანასთან. EXPO 2017 -ის პროექტის საშუალებით დაიწყეს სავაჭრო ურთიერთობები ამ ქვეყნებთა, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობამ 82 % მიაღწია! დღითი-დღე მცირდება უსაქმურების რაოდენობა ყაზახეთში. ეკონომიკურად გაძლიერებამ, მოქალაქეებს სამსახურის საშუალება მისცა. გაიზარდა პენსიები და ხელფასებიც. დაფასდა ხელოსანი, ყოველი მათგანის ხელფასი გაორმაგდა. ამ ყველაფერთან ერთად ყაზახური კულტურაც ცოცხლდება! ეროვნული კულტურა ნაზარბაევს არ დავიწყებია. ის მაქსიმალურად ცდილობს ძველ ყაზახური კულტურის შენარჩუნებას და გამოღვიძებას! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. უცნაური ცხოვრების სტილით, გაიცანით დუხების ტომი 2. გაფიცვით დაწყებული საინტერესო ისტორია და ყველაფერი 8 მარტის, ქალთა საერთაშორისო დღის შესახებ! 3. დედამიწის მაგნიტურ ველს საფრთხე ემუქრება! 4. 10 გიგანტური არსება, რომელიც ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობდა! 5. 17 დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ კირჩხიბი არის საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანი! 6. გაკოტრების პირას მყოფმა ბიზნესმენმა, ამ ხერხით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო! 7. 16 გრანდიოზული აკრძალვით, გაიცანით კუბა! 318 6-ს მოსწონს
|