სხვა საბჭოთა გაზიანი წყლის ავტომატების ისტორია 2018, 8 მარტი, 17:17 60 წლის წინ, პირველად საბჭოთა კავშირში გამოჩნდა გაზიანი წყლის ავტომატი АТ-26, რომელიც ხარკოვის ქარხანაში ააწყვეს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ნიკიტა ხრუშჩოვმა დასავლეთში თუ აშშ-ში მოგზაურობის დროს ნახა სავაჭრო ავტომატები, ძლიერ მოეწონა და 1967 წლის სექტემბერში საბჭოთა ინჟინრებს დაავალა შეექმნათ საბჭოთა ავტომატი, ამ დროისთვის მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებში უკვე არსებობდა წიგნების, სიგარეტის, სუნამოს, კვერცხის, ლუდის, ვისკის, კარტოფილის, ხილის, სურსათის, ყავის, მუსიკალური და სხვა ავტომატები.თუმცა ყველა პოპულარული ნამდვილად არ იყო. პირველი საბჭოთა ავტომატის ერთ-ერთი შემქმნელი, მაშინ ჯერ კიდევ, ოდესის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გარი გამულია იხსენებს: "1957 წლის სექტემბერში წინასადიპლომო პრაქტიკას გავდიოდი ხარკოვის ქარხანა "Механолит"-ში, ქარხნის საკონსტუქციო ბიურომ მიიღო დავალება დამზადებინათ სხვადასხვა სავაჭრო ავტომატები: გაზიანი წყლის, ბუტერბროდის, ნაყინის, ტკბილეულის და ნაცხვრების. სულ რაღაც 7 თვეში დამზადდა გაზიანი სასმელების პირველი ავტომატები АТ-26, რომელმაც ძალზე მალე მოიპოვა პოპულარობა, 1 კაპიკად იძლეოდა გაზიან წყალს, ხოლო 3 კაპიკად სიროფიან გაზიან წყალს. ამის შემდეგ წლების განმავლობაში მზადდებდა სხვა გაუმჯობესებული ვარიანტები АТ-28, АТ-114, АТ-101 და ა.შ. რომელიც მთელის საბჭოეთის დიდ ქალაქებსა და კურორტებზე იყო დადგმული, ძირითადად მეტროებთან, ცენტრალურ მოედნებთან და პარკებთან. რაც შეეხება სხვა ავტომატებს, 60-იან წლებში მოსკოვის მაღაზია Автоматторг-მა დაიწყო მასიურად საბჭოთა ავტომატებით ვაჭრობა, მათ შორის იყო რძის პროდუქტების, ბუტერბროდის, ლუდის, ყავის, რკინიგზის ბილეთების, ფულის დასახურდავებელი, გაზეთების და სხვა.მთლიანად 12 სახეობის აპარატი, რომელიც საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში, ძირითადად მსხვილ სავაჭრო ცენტრებში და ვაგზლის ტერიტორიებზე იდგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ სხვა სახეობის ავტომატებმა პოპულარობა ვერ მოიპოვეს, რის შემდეგაც მათი ნელ-ნელა დემონტაჟი მოხდა, თუმცა გარკვეული სავაჭრო ავტომატები, მაგალითად გაზეთის და საჭმელი ზეთის ჩამომსხმელი აპარატები საბჭოთა კავშირის დაშლამდე იდგა ზოგიერთ ქალაქში. 354 7-ს მოსწონს
|