სხვა წვიმის მოყვარული ადამიანები-დეპრესიულები თუ მხიარულები? 2018, 8 მარტი, 16:59 ხშირად ამინდი მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. მოსახლეობის უმეტესობაზე დადებითად მოქმედებს მზიანი ამინდი, მზე მათ უფრო ენერგიულს, მონდომებულს, მხიარულს ხდის და რაც მთავარია, უბიძგებს მთელიდღე კარგ ხასიათზე ყოფნისკენ, თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მზეს წვიმა ურჩევნიათ.
ასეთ ადამიანებს პლუვიოფილებს უწოდებენ. პლუვიოფილებისთვის მოღრუბლული, წვიმიანი ამინდი პრობლემას კი არ წარმოადგენს, როგორც ეს მოსახლეობის უმეტესობისთვისაა, არამედ მათ უფრო ბედნიერს ხდის. როგორც ცნობილია, მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ წვიმაში ხეტიალი, სირბილი, სეირნობა... აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პლუვიოფილები სევდაშიც სილამაზეს ხედავენ. 155 4-ს მოსწონს
|