სხვა რატომ აღინიშნება ქალთა დღე 8 მარტს? 2018, 7 მარტი, 22:02 ქალთა დღე აღინიშნება ყოველიწლის 8 მარტს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავდაპირველად მოცემული დღესასწაული პოლიტიკური შინაარსისა იყო, თუმცა დროთაგანმავლობაში მან მოცემული ელფერი დაკარგა. 1857 წლის 8 მარტს ნიუ-იორკში, ქალთა უფლებების დასაცავად სამკერვალო ქარხნებში მომუშავე ასობით ქალი გაიფიცა გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო. 1908 წლის 8 მარტს ნიუ-იორკში ათასობით ქალმა მოითხოვა სამუშაო დროის შემცირება. თუმცა, მოცემული დღესასწაულის წარმოშობა გერმანელი კომუნისტი ქალის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე მან მსოფლიოს მოუწოდა 8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესების შესახებ. ამ დღეს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მსვლელობები და ამ ფორმით უნდა ეცადათ საკუთარ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 41 6-ს მოსწონს
|