სხვა პარადოქსული ფაქტები ჩვენს სამყაროზე, რომლებიც ნამდვილად "დაგშოკავთ" 2018, 6 მარტი, 10:59 ვცხოვრობთ განვითარებულ ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ევოლუციის შესახებ ყველაფერი ვიცით და ისტორიაში, რომელიც სავსეა რიგ განვითარებებით, ჩვენთვის ახალი და საინტერესო აღარაფერი დარჩა, თუმცა, ცდებით!
დღევანდელ სტატიაში, მინდა, ჩვენი სამყაროს პარადოქსულ ფაქტებზე გესაუბროდ, რომლებიც ნამდვილად მოულოდნელი და საინტერესოა და აუცილებლად გაგაოგნებთ. 1. შარდი, როგორც პირის ღრუს სავლები საშუალება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის შარდი გამოიყენება ტანსაცმელების გასარეცხად, თუმცა, წარმოდგენა არ გექნებათ, რომ მისი როლი ჯანმრთელობის დაცვის მიზანი შეიძლება ყოფილიყო. უძველეს რომში, მიიჩნეოდა, რომ შარდი ათეთრებდა კბილებს, ასუფთავებდა კბილის მინანქარს ნადებისგან და სწორედ ამ მოტივით გამოიყენებოდა კბილის პასტის სანაცვლოდ. 2. აშშ-ს ბანკნოტების 90% -ზე მეტი შეიცავს კოკაინის კვალს. აშშ-ში, ფულის მიმოქცევის ისტორიაში, ბანკნოტების უმეტესი ნაწილი ნარკოტიკებით მოვაჭრეების ან კოკაინის მოყვარულთა ხელში გადავიდა. სწავლულების თქმით, კოკაინის მოხმარება, ხშირად, მილის ნაცვლად, ბაკნოტებით ხდებოდა, რომლებიც ინჰალაციის გზით, წამლის მომხმარებლებს ექსტრემალურ სიტუაციაში უადვილებდა მათ გამოყენებას. ასეთი კვლევები ჩატარდა სხვადასხვა ბანკნოტებზე და კოკაინის კვალის ყველაზე მაღალი პროცენტი აღმოჩნდა აშშ-სა და კანადაში, ხოლო ჩინეთში და იაპონიაში ყველაზე დაბალი (12-20%). 3. წითელი ფერი, სულაც არ აღიზიანებს ხარს. ხარს არ შეუძლია ფერების გარჩევა, სამყაროს შავ-თეთრად ხედავს. ამიტომ, ის რეაგირებს არა ფერზე, არამედ მატერიის ფრიალზე. ამაზე არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, სამ სხვადასხვა ადგილას დაამაგრეს ადამიანის ფიტული ხელში ზეწარით, ხარი კი იქით გაიქცა, რომელიც ფრიალებდა. 4. 8 საათი ძილი ნორმა არ არის. პიროვნების ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა გენეტიკა, ასაკი, ჯანმრთელობა და გარემოებები. გარდა ამისა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა, ბედნიერების დონე და პროდუქტიულობა მაღალია იმ ადამიანებში, რომლებსაც დღეში 6.5-დან 7.5 საათამდე სძინავს. 5. ნერვული დაბოლოებები ქალის მკერდის ზომას არ უკავშირდება. მითია, რომ დიდი მკერდის მქონე ქალებს მეტი მგრძნობელობა გააჩნიათ ნერვული დაბოლოებების გამო. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ პატარა მკერდი უფრო მგრძნობიარეა, რადგან დიდ მკერდში, კანქვეშ, ცხიმის დიდი ფენაა. 6. ოკეანის სიღრმეში ტონობით ოქროა. ხშირად იძირებოდა გემები სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორც სამგზავრო, ასევე მეკობრეების. მგზავრებს ხშირად ეკეთათ ოქროს სამკაულები, ამიტომ ოკეანის სიღრმე, მართლაც ინახავს ტონობით ოქროს. 7. მოწევა პირის ღრუდან ცუდი სუნის შესანიღბად. მე-16 საუკუნეში, ვეროპელი ექიმები, პაციენტებს ხშირად ურჩევდნენ თამბაქოს მოწევას პირის ღრუდან ცუდი სუნის შესანიღბად. ის, ასევე გამოიყენებოდა შაკიკის, სტომატოლოგიური ტკივილებისა და სხვადასხვა დარღვვების დროს. მომავალში, კვლვევების თანახმად, თამბაქოს ეს "ჯადოსნური" თვისებები უარყოფილი იქნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თამბაქოს მოწევა ძალიან უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, იწვევს სხვადასხვა დაავადებას და ადრეულ სიკვდილს. 8. ჟანგბადის უდიდეს ნაწილს გამოიმუშავებს ოკეანეები და არა ხეები. ტყეები პლანეტის "ფილტვებად" განიხილება, თუმცა ასე არაა. სინამდვილეში, ჟანგბადის უდიდესი ნაწილი ოკეანეების ფიტოპლანკტონის შედეგად გამოიყოფა. 9. დედამიწის ღირებულება დათვლილია. პლანეტის აღმოჩენის, მასის, ასაკისა და ტემპერატურის თარიღის, ასევე ვარსკვლავების სიკაშკაშისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, რომლის გარშემოც იგი მოძრაობს, გამოთვლილია ფორმულა მის ღირებულებაზე. დედამიწის ღირებულებაა 5 კვადრილიონი $; ხოლო მარსის კი 14 000 $, რადგან იქ ნაკლებად კომფორტული კლიმატია. 10. მამაკაცის ხელისა და ფეხის ზომის მიხედვით, მისი ლიბიდოს განსაზღვრაა შესაძლებელი. (ლიბიდო არის- ფსიქიკური ენერგია, რომელიც მიმართავს ინდივიდს ყველა ტიპის შეგრძნებითი, განსაკუთრებით, სექსუალური სიამოვნებისკენ. ლიბიდო თავისი ბუნებით სექსუალურია და ადამიანის აქტივობას აძლევს ენერგიას. პიროვნების ყველანაირი მოტივაცია ამ ენერგიიდან მომდინარეობს, რომელსაც სოციალიზაციის გზით საწყისი ინსტინქტური ფორმიდან ტრანსფორმაცია შეუძლია. მთელი ენერგია, რომელიც კულტურული მიღწევებისთვის, ხელოვნების ნიმუშების შექმნისთვის, პოლიტიკისა და განათლებისთვის იხარჯება, ტრანსფორმირებული სექსუალური ენერგიაა. ფროიდმა ტერმინი პირველად 1915 წელს განმარტა: „ლიბიდოს ცნებას განვმარტავთ, როგორც რაოდენობრივ ცვლადს, რომელიც სექსუალური აგზნების სფეროში მიმდინარე პროცესებისა და ტრანსფორმაციების გასაზომად შეიძლება გამოვიყენოთ“) ზოგიერთი მკვლევარის კვლევის შედეგად, მამაკაცის ფეხისა და ხელის ზომა გამოხატავს ტესტოსტერონის დონეს სისხლში. თუმცა, ამ ჰორმონის აქტივობა მოქმედებს სხეულის საერთო განვითარებაზე და არა მამაკაცის ღირსების ზომაზე ან მის ლიბიდოზე. იხილეთ აგრეთვე: ● 10 დამადასტურებელი ფოტო, რომ დედამიწა შეწყვეტს არსებობას! ● განგაში დედამიწის საფრთხის შესახებ... ● საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულზე 1151 18-ს მოსწონს
|