საზოგადოება სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" ეთერში ბრუნდება? 2018, 3 მარტი, 22:51
სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" ეთერში ბრუნდება. ამის შესახებ სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ განაცხადა.
როგორც საღინაძე ამბობს, სამშენებლო კომპანია "სვეტმა" გადაწყვიტა სერიალის დაფინანსება. ჯერ-ჯერობით ხელშეკრულებაზე ხელი არაა მოწერილი, თუმცა სერიალის მომდევნო სეზონის წარმოება იწყება. "სავარაუდოდ, მარტის ბოლოსკენ, ან მარტის შუა რიცხვებში გავალთ ეთერში", - განაცხადა ირაკლი საღინაძემ. "ხელოვნური სუნთქვა" ეთერში 2016 წელს გავიდა და მალევე დაიმსახურა მაყურებლის მოწონება და სიყვარულიც. სერიალის შეწყვეტამ კი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 312 1-ს მოსწონს
|