x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 საუკეთესო ლექსი დედაზე

image


"დედის დღე" 3 მარტი 1991 წლიდან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით აღნიშნება, რომლის მიზანი იყო ქალთა საერთაშორისო დღის 8 მარტის ჩანაცვლება, რომელიც კომუნისტურ დღესასწაულთან ასოცირდებოდა.



მას შემდეგ საქართველოში მარტის დასაწყისში ორ ულამაზეს ქალთა დღესასწაულს ავღნიშნავთ.



იშვიათად მოიძებნება პოეტი, რომელსაც დედაზე თუნდაც მცირე კუპლეტი არ ჰქონდეს დაწერილი, რა თქმა უნდა ქვემოთ ჩამოთვლილ 5 ლექსს არ აქვს პრეტენზია საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყოს, ეს მხოლოდ სუბიექტური აზრია, თუმცა ნამდვილად გულგრილს ვერ დაგტოვებთ.



წერილი დედას


სერგეი ესენინი


შენ ცოცხალი ხარ, მოხუცო ჩემო?
მეც ცოცხალი ვარ და გითვლი სალამს!
დე, გააბრწყინოს მაგ ქოხის ზემოთ
საღამოს უცხო ნათელი ცამან.
მწერენ, რომ თითქოს წუხილის მალვით
და მოწყენილი ჩემ გამო ძლიერ,
დადიხარ ხშირად თემშარის გავლით,
შუშუნში, სადას რომ გმატებს იერს.
და რომ საღამოს იისფერ ქუფრში
შენ თვალწინ მძიმე ხილვები დგანან:
თითქოს ვიღაცამ მთვრალების ჩხუბში
გულისქვეშ ჩამცა ფინური დანა.
არაფერია! დაიცხრე შფოთი,
ეგ მხოლოდ მწარე ფიქრები მოგდევს,
რა უსაშველო მე კი ვარ ლოთი,
რომ შენ არ გნახო და ისე მოვკვდე.
სულს ადრინდელი სინაზე არხევს
და ახლა ვნატრობ მე მხოლოდ იმას,
რომ გამოვექცე დამღუპველ ნაღველს
და შევეფარო ჩვენს მყუდრო ბინას.
მე მოვალ, როცა მაისის დამდეგს
გაბარჯღავს რტოებს ძვირფასი ბაღი,
ნუ გამაღვიძებ ძალიან ადრე,
ვით მაშინ, როცა ვიყავი ბალღი.
ნუ გამიღვიძებ ოცნებას გამქრალს,
ნუ შემიშფოთებ არ ახდა რაიც,
რა ნაადრევი ტანჯვა და დაღლა
მე გამოვცადე ამქვეყნად, მაინც.
ნუ ცდილობ ლოცვით დაიხსნა შვილი!
არ დაბრუნდება წარსული უკან.
შენღა ხარ ჩემი ნუგეში ტკბილი,
შემორჩენილი ჩაუმქრალ შუქად.
მაშ, დაივიწყე წუხილის მალვით,
რომ მოიწყინე ჩემ გამო ძლიერ,
ნუ ივლი ხშირად თემშარის გავლით,
შუშუნში, სადას რომ გმატებს იერს.
1924

image



ქართლის დედას


ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა

უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;

დედის ნანასთან ქვითინი მთისა

მას უმზადებდა მომავალ გმირსა...


გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,

კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა

სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,

თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.


მითხარ, სადღაა მამაპაპური

მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,

სახელისათვის ამაყი თრთოლა,

მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?


მას ნუღარ ვსტირით, რაც დამარხულა,

რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;

მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...

ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,

ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,

ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...


აქ არის, დედავ, შენი მაღალი

დანიშნულება და საღმრთო ვალი!

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,

საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას,

შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -


რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს

და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...

მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,

და მოგვცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.


დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:

ისე აღზარდე შენ შვილის სული,

რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,

უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.

ილია ჭავჭავაძე

image


შავბნელი ღამე მოშორდა ტყესაც.
ო, ტყე არ კვნესის;

მაგრამ სხვა კვნესა, წარსულის კვნესა,

მხოლოდ მე მესმის!

შავბნელი ღამე დააწვა ტყესა.

ო, დედა კვნესის;

მაგრამ ის კვნესა, სიკვდილის კვნესა,

მხოლოდ მე მესმის!

ესმოდეს კიდეც... განა წამოვა

სიბნელის შიშით.

ბნელი ღამეა... საფრთხე ღამეა

ტალახით, ქვიშით.

მოვდივარ! ღამეს ჩემი მერანი მოაპობს მკერდით.

ეს ვინა კვნესის, ნეტავ ვინ არის?

მოვდივარ ერთი!


გალაკტიონ ტაბიძე


image


დედა

დედა, ასჯერ რომ გავჩნდე ამქვეყნად,

ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები,

ნუთუ ასჯერვე გამზრდის სხვა დედა,

შენ კი ერთხელაც არ მეყოლები!

ნუთუ ერთმანეთს ჩვენ დედა-შვილად

აღარ შევხვდებით აწი აკვანთან!

ნუშები წელსაც აფრად გაშლილან,

ალუჩა წელსაც თეთრად აყვავდა,

მაგრამ შავი დღე სულშიც შემოთოვს,

ცისქვეშ უდედოდ როცა დავრჩები,

იმ გაზაფხულებს, იმ შემოდგომებს

დაემდურება ჩემი ფანჯრები...

ჯერ ისიც მირჩენს სულის ჭრილობებს,

ჩამავალ მზეს რომ დარდით გასცქერი,

ნუგეშს მცემს შენი მოწყენილობაც,

მხოლოდ ისაა თავზარდამცემი,

რომ კიდევ ასჯერ გავჩნდე ამქვეყნად,

ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები,

თურმე ასჯერვე გამზრდის სხვა დედა,

შენ კი ერთხელაც არ მეყოლები.



ბათუ დანელია

image

მე რომ წავალ

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ, გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ, მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო, ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას …



ნიკო გომელაური


imageიხილეთ აგრეთვე

image

0
9382
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
9382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0