x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კორპორაციულ სატელეფონო კომუნიკაციების ტენდერში სამივე კომპანიამ გაიმარჯვა
image


განმეორებით გამოცხადებულ სატელეკომუნიკაციო ტენდერში სამივე მობილური ოპერატორი გამარჯვებულად გამოცხადდა. ტენდერი საჯარო მოხელეთათვის განსხვავებული შეღავათებით მომსახურების შეძენას ეხებოდა. წინა პერიოდში ტენდერმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რის გამოც განმეორებით გამოცხადდა.


„სატენდერო კომისიამ განიხილა კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების - შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები და დაადგინა, რომ ისინი სრულიად შეესაბამება CON170000115 სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ პირობებსა და მოთხოვნებს“. აღნიშნულია სატენდერო კომისიის მიერ შედგენილ ოქმში.


ახალი პირობებით 5 ლარად 15 GB-ს ნაცვლად მხოლოდ 5 GB ინტერნეტის შეძენაა შესაძლებელი, 4 ლარად კი 5-ის ნაცვლად 3 გიგაბაიტი. ცვლილებები 260 000 აბონენტს ეხება. ახალი პირობები 2019 წლის 31 იანვრამდე იმოქმედებს.



გაძვირებული ტარიფები კორპორაციულ ნომრებზე უკვე ამოქმედდა, რამაც აბონენტების მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0