სხვა " 90 წლის ბებიაჩემის სიტყვებმა ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.." - ნინო სუხიშვილი 2018, 1 მარტი, 0:56
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი - ეს ორი სახელი და გვარი ქართული კულტურის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული ცეკვის განვითარებაში. "სუხიშვილები" ათწლეულების მანძილზე ტრიუმფით იბყრობენ მსოფლიოს წამყვან სცენებს.
ქართული ცეკვის დიდ მოამაგეს ნინო რამიშვილს 90 წლის ასაკში გაუხსნეს ვარსკვლავი. როგორც ამბობენ, როდესაც მისი ვარსკვლავის გახსნისთვის ემზადებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ სახე გადაეჭიმა, პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა, ის, მუდმივად ანა მანიანის სიტყვებს იმეორებდა: " თავი დაანებეთ ჩემს ნაოჭებს, მე ისინი ძალიან ძვირი დამიჯდა. " ფოტოზე - ნინო რამიშვილი 90 წლის ასაკში როგორც ცნობილია, ნინო რამიშვილს შვილიშვილ ნინო სუხიშვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ნინო სუხიშვილი იხსენებს: ფოტოზე: ნინო სუხიშვილი, ინგა თევზაძე (ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა) და ნინო რამიშვილი " მე ბებიაჩემზე ვგიჟდებოდი, საოცრად მიყვარდა, ჩემთვის იყო ყველაფრის მაგალითი ცხოვრებაში, ვეთაყვანებოდი და ყოველთვის მინდოდა დავმსგავსებოდი და ყველაფერი გამეკეთებინა მისი გემოვნებით." ფოტოზე - 90 წლის ნინო რამიშვილი ვარსკვლავის გახსნაზე. როგორც ნინო სუხიშვილი იხსენებს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბებიასთან ერთმა საუბარმა, რომელიც მაშინ შედგა, როცა ნინო რამიშვილი 90 წლის იყო. " ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ბებიაჩემის სიტყვებმა, რომელიც მან მითხრა, როცა იყო 90 წლის. - შენ ვერც კი წარმოგიდგენია, რა ცოტაა 90 წელი.." - ნინო სუხიშვილი ფოტოზე - ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი და სოლიკო ვირსალაძე 516 შეფასება არ არის
|