x
image
_K_
საინტერესო ფაქტები დედის დღის შესახებ
image


დედის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა. ამ დღეს ყველა ცდილობს, გაახაროს მშობელი, მიართვას ყვავილები, საჩუქრები და გაატაროს მასთან სასიამოვნო დრო.


დედის დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს, მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანას საკუთარი თარიღი აქვს ამისთვის. საქართველოში ეს დღე ყოველი წლის 3 მარტს აღინიშნება, აშშ-ში კი, მაგალითად, ყოველი მაისის მეორე კვირას.


სტატიაში გაგაცნობთ 20 საინტერესო ფაქტს ამ დღის შესახებ❤









ისტორიული ფაქტები დედის დღესთან დაკავშირებით



1. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, გაზაფხულობით ფესტივალები ტარდებოდა ხოლმე დედათა ქალღმერთის, რეას საპატივცემულოდ. ის კრონოსის მეუღლე და ბევრი ღვთაების დედა იყო.

image


2. ძვ.წ. 250 წელს რომაელები გაზაფხულზე ფესტივალს, სახელად ჰილარიას, აღნიშნავდნენ. ფესტვალი ეძღვნებოდა დედა ქალღმერთს, კიბელეს. მონაწილეებს ტაძარში შესაწირი მიჰქონდათ მის სახელზე, ატარებდნენ აღლუმებს, დგამდნენ სპექტაკლებს და მასკარადებს.

image


3. 1600-იან წლებში ინგლისში მარხვის მეოთხე კვირას "დედის კვირას" აღნიშნავდნენ. ინგლისელები ლოცულობდნენ ღვთისმშობლის წინაშე, ამის შემდეგ კი ბავშვები საკუთარ დედებს ასაჩუქრებდნენ ყვავილებით.


4. 1870 წელს ქალმა აქტივისტმა, მწერალმა და პოეტმა - ჯულია ვარდიმ - სხვა ქალებს შესთავაზა, დაენიშნათ მშვიდობის დღე და პროტესტი გამოეცხადებინათ ომის წინააღმდეგ. განაცხადის წყალობით მან შეძლო, რომ ბოსტონში ყოველი წლის ივნისის მეორე კვირა დედის დღედ ეღიარებინათ.


5. ანა ჯერვისიც ცნობილია, როგორც დედის დღის ფუძემდებელი აშშ-ში. ანას თავად არასდროს ჰყოლია შვილები, მაგრამ აასრულა დედამისის სურვილი, ყოფილიყო ერთი დღე სპეციალურად დედებისთვის. ანა დაუღალავად შრომობდა ამისთვის და 1914 წლის 8 მარტს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა ხელი მოაწერა ერთობლივ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, ყოველი მაისის მეორე კვირა დღე აშშ-ში დედის დღედ გამოცხადდა.






დედის დღის ყვავილები


6. მთელი წლის განმავლობაში გასაყიდი ყვავილების ერთი მეოთხედი ამ დღესასწაულზე იყიდება ხოლმე.

image

7. წითელი მიხაკები ძალიან პოპულარული ყვავილებია დედის დღისთვის და მიჩნეულია, რომ ის ღვთისმშობლის ცრემლისგან შეიქმნა იესოს ჯვარცმის დღეს.


8. ცოცხალ დედებს წითელ და ვარდისფერ მიხაკებს ჩუქნიან ხოლმე, გარდაცვლილის საფლავზე კი თეთრი მიხაკები მიაქვთ.

image


9. კვლევებმა აჩვენა, რომ ყვავილების თაიგულის მირთმევას ბევრი სასარგებლო ფსიქოლოგიური სარგებელი აქვს და ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს.






სახალისო ფაქტები დედის დღეზე


10. მსოფლიოში არსებული ენების უმრავლესობაზე, სიტყვა დედა "მ" ასოზე იწყება.


11. ძველად ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ კატები წმინდა ცხოველები იყვნენ და ეთაყვანებოდნენ "ბასტს", როგორც მათ დედას.

image


12. მხოლოდ აშშ-ში დედის დღეზე 122 მილიონი მობილური ზარი ფიქსირდება.


13. დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი იხარჯება დედის დღეს.


14. დედის დღისთვის ყველაზე გავრცელებული საჩუქრებია: მისალოცი ბარათი, ყვავილები, ვახშამი რესტორანში, სამკაული, ტანსაცმელი, წიგნი, დისკი, მოგზაურობის ბილეთი და ჭურჭელი.


15. იუგოსლავიაში დედის დღეზე დედები შვილებს აბამდნენ ხოლმე. ერთადერთი გზა, რითიც მათ თავის გათავისუფლება შეეძლოთ, იყო კარგად მოქცევის პირობა.

image






უცნაური, მაგრამ რეალური ფაქტები დედებზე


16. 1939 წელს ლიმაში, პერუში, ყველაზე ახალგაზრდა დედამ საკეისრო კვეთით გააჩინა შვილი. გოგონა მხოლოდ 5 წლის იყო და ვაჟიშვილი მის ძმად გაზარდეს.


17. მეორე მხრივ, ყველაზე მოხუცი ქალი, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 65 წლის პენსიონერი სკოლის მასწავლებელი, ინდოელი სატიაბჰამა მაჰაპატრა იყო. მან ბიჭი დაბადა, რომელიც პირველი შვილი იყო 50-წლიანი ქორწინებიდან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკვერცხეები მისმა 26 წლის დისშვილმა "აჩუქა".


18. ოქტოდედა (Octomom), ანუ რვა ტყუპის დედა ნადია სულემანია, რომელმაც 1997 წლის 19 ნოემბერს ერთდროულად გააჩინა 8 ბავშვი. ისინი საკეისრო კვეთით გაჩნდნენ 31-ე კვირაში და სრულიად ჯანმრთელები არიან.

image


19. დედა, რომელმაც ყველაზე მოკლე დროის მონაკვეთში გააჩინა შვილები, ჯეინ ბლეიკია. მას ვაჟიშვილი 1999 წლის 3 სექტემბერს გაუჩნდა, ქალიშვილი კი მხოლოდ 208 დღის შემდეგ, 2000 წლის 30 მარტს.

image


20. ელიზაბეთ ენ ბუთლემ სრულიად ახალი მნიშვნელობა შესძინა ფრაზას "ახალი ოჯახი". მას პირველი შვილი (გოგონა) 1956 წლის 19 მაისს გააჩინა, ვაჟიშვილი კი 1997 წლის 20 ნოემბერს, როცა თავად 60 წლის იყო. და-ძმას შორის სხვაობა 41 წელი და 185 დღეა.


image

2
138
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
138
  
2018, 3 მარტი, 22:22
დიდი მადლობა❤
2018, 3 მარტი, 18:59
კარგი სტატიაა :)
0 1 2