ვარსკვლავები "რას ამბობ ჯოო ქალს თუ ხელი ვერ წაავლე"-ტოპ-5 plus-size მოდელი მსოფლიოში 2018, 28 თებერვალი, 22:03
სიყმაწვილეში სოფელში ვისვენებდი, როცა ერთ საღამოს ბირჟაზე მდგომმა, მეზობელი უბნის ერთ გოგონაზე ბიჭებთან ვთქვი, "რა კარგი გოგოა, როგორ მომწონს მეთქი", შევატყევ, რომ ყველამ ერთბაშად გამომხედა და ერთ-ერთმა კი ასე მიპასუხა:'ეგ რამ მოგაწონა ბიჯოო, რას ამბობ ჯოო, ქალს თუ ხელი ვერ წაავლე...აი, ასე "გამაფარჩაკეს"..
ჰოოდა სწორედ ახლა გთავაზობთ" ხელის წასავლები" ფერხორციანი მოდელების ტოპ-5-ს მსოფლიო მასშტაბით.
5)დანიკა ბრიშა(Danika Brysha)-ამერიკელი Plus Size-მოდელი, ამჟამად თანამშრომლობს გამოცემებთან Forever 21, Kohl’s, etc, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი. 4)ხლოი მარშალი(Chloe Marshall)-ინგლისელი plus size მოდელი, 2008 წელს 17 წლის ასაკში მოიგო მის სარის საგრაფო(ინგლისი), ამავე წელს მან მეორე ადგილი დაიკავა "მის ინგლისის"კონკურსზე.2010 წელს ჟურნალ Plus Model -ის გარეკანზე გამოჩნდა, ამავე წელს Ford Models-თან კონტრაქტს ხელი მოაწერა. 3)პრეციუზ ვიქტორია ლი(Precious Victoria Lee)-ამერიკელი მოდელი, დაიბადა ატლანტაში, იქვე დაამთავრა უნივერსიტეტი, შემდეგ კი ნიუ-იორკში გადასახლდა და იქ განაგრძო სამოდელო მოღვაწეობა, თანამშრომლობს ბრენდებთან:Saks Fifth Avenue, Nordstrom და Bloomingdales-ი. 2)ჯესიკა ლეი(Jessica Leahy)-ავსტრალიელი მოდელი, რომელიც არც ფიქრობდა, რომ სამოდელო ბიზნესში მოხვდებოდა, მხოლოდ"ინსტაგრამზე" ჰყავდა თაყვანისმცემლების არმია, მაგრამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დებიუტის შემდეგ, იგი საყოველთაოდ ცნობილი გახდა. 1) ეშლი გრემი-(Ashley Graham)-ამერიკელი Plus Size მოდელი, მაღაზია Lane Bryan-ის სახე, იყო Elle Quebec გარეკანზე, აგრეთვე ჟურნალებში Vogue, Harper’s Bazaar, Glamour და Elle, იგი გახდა პირველი Plus Size მოდელი, რომელმაც Sports Illustrated-ის გარეკანი დაამშვენა. 202 4-ს მოსწონს
|