x
ფიდელ კასტრო - ერთხელ საქართველოში

კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და პრეზიდენტი 1976-2008 წლებში, რომელიც მართავდა კუბას 47 წლის განმავლობაში, ფიდელ კასტრო, იყო კუბელი მარქსისტ-ლენინისტი, ასევე კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, 1961 წლიდან 2011 წლამდე. მისი მმართველობის დროს კუბა გახდა ერთ-პარტიული ქვეყანა, ინდუსტრიამ და ბიზნესმა განიცადა ნაციონალიზაცია. მარქსიზმ-ლენინიზმის გავლენით კასტრომ კუბა გახადა სოციალისტური ქვეყანა, კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ, ერთადერთი დასავლეთ ნახევარსფეროში. საზღვარგარეთ, იგი ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ანტი-იმპერიალისტურ, რევოლუციურ ჯგუფებს ჩილეში, ნიკარაგუასა და გრენედაში. ასევე, ეხმარებოდა საკუთარ მოკავშირეებს ცოცხალი ძალით იომ-ქიფურის, ოგადენისა და ანგოლის სამოქალაქო ომში. ამ მოქმედებების შემდეგ კუბის პრესტიჟი მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა.

მისი მოღვაწეობისა და პიროვნების შესახებ გაიყო მოსაზრებები. მისი მხარდამჭერები მოიხსენიებენ მას, როგორც დიად სოციალისტს და ანტი-იმპერიალისტს, რომელის რეჟიმმაც დაიცვა კუბა ამერიკული იმპერიალიზმისგან. თუმცა, მისი მოწინააღმდეგეები კასტროს აღიქვამენ, როგორც დიქტატორს, რომელიც პერმანენტულად არღვევდა ადამიანის უფლებებს, რომელმაც გააღატაკა კუბის ეკონომიკა. თუმცა, უდაოდ უნდა აღინიშნოს, რომ ფიდელ კასტრო თავისი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა იყო.

საინტერესოა მისი ურთიერთობის დამყარება საბჭოთა კავშირთან. კასტროსა და მისი თანამებრძოლებზე საბჭოთა კავშირის გავლენა და რევოლუციის კომუნისტურ მიმართულებად გარდაქმნა, ბუნებრივია, უმიზეზოდ არ მომხდარა. იგი განპირობებული იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკით. კერძოდ, 1898 წლის აშშ-ესპანეთის ომის შემდეგ კუბის პროტექტორი ამერიკა გახდა, რომელიც 1959 წლამდე აკონტროლებდა მას. 1956 წელს კუნძულზე დაწყებულმა პარტიზანულმა ომმა და რევოლუციამ ფულხენსიო ბატისტა დაამხო. ხელისუფლებაში მოსულმა ფიდელ კასტრომ მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ვექტორი და ცივ ომში აშშ-ს მეტოქე საბჭოთა კავშირთან დაამყარა ურთიერთობები. სსრკ-მ კუბა ფორპოსტად აქცია და იქ ბირთული ქობინები განალაგა. 1960 წელს კუბამ ბიზნესის ნაციონალიზაცია მოახდინა, რის საპასუხოდაც აშშ-მ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა კუბასთან და სავაჭრო ემბარგო დააწესა.

სწორედ, აქედან იწყება აქტიური მოკავშირეობა კუბასა და საბჭოთა კავშირს შორის. კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, ფიდელ კასტრო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკიტა ხრუშჩოვს შეხვდა. ხოლო, საპასუხო ვიზითით კუბის ლიდერი სსრკ-ს 1963 წლის 27 აპრილს ხანგრძლივი პერიოდით ეწვია. მისი მოგზაურობა 40 დღე გაგრძელდა. ვიზიტისას მან მოინახულა მრავალი ქალაქი, ქარხნები, საიდუმლო სამხედრო ბაზები და ბირთვული წყალქვეშა ნავები. მოსკოვის ქუჩებში დაცვის გარეშე დადიოდა და მოსახლეობას ესაუბრებოდა. ასევე, გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ვიზიტის ძირითადი განსახილველი თემა იყო სავაჭრო საკითხები. სსრკ-მ მზადყოფნა გამოთქვა კუბისთვის ნავთობის დაბალ ფასად მიწოდებაზე შაქრით მომარაგების სანაცვლოდ. მოლაპრაკებები მოიცავდა შეიარაღებებზე შეთანხმებასაც. კასტრომ ისაუბრა საბჭოთა სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც.

image

სსრკ-ში ყოფნის პერიოდში რამდენიმე დღე საქართველოშიც დაყო. კუბის ლიდერი საბჭოთა საქართველოში ვიზიტისას პირველი აფხაზეთის ერთ პატარა ქალაქ - დურფის ესტუმრა, სადაც თან ახლდა საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშოვი. იქ მათ უმასპინძლა აფხაზეთის მთავრობის პირველმა მდივანმა, მიხეილ ბღაჟბამ. სტუმრებს მეტად გულთბილად დახვდნენ ადგილობრივები, გაიშალა დიდი სუფრა, ითქვა მრავალი სადღეგრძელო. თუმცა, კასტრო, რა საკვირველია, არ იყო შეჩვეული ქართული სუფრის ტრადიციასა და სმის რიტუალს, ამიტომ ცოტას სვამდა და დანარჩენს მიწაზე ღვრიდა. ბატონ პირველ მდივან, ბღაჟავას ამის გამო იმედი გაუცრუვდა და ნიკიტა ხრუშოვს ჩურჩულით უთხრა, რომ მისი ამგვარი საქციელი აფხაზებს შეურაცხყოფდა. ამის შემდეგ კი, საბჭოთა ლიდერმა თავად შეუვსო კუბის ლიდერს სასმისი და მანაც ბოლომდე დალია იგი, თანაც სადღეგრძელოს წარმოთქმაც არ დავიწყებია.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სუფრიდან ყველაზე მეტად სულგუნი მოეწონა, რის გამოც პატივისცემის ნიშნად საბჭოთა ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით სულგუნი გააგზავნა კუბაზე.

აფხაზეთის შემდგომ ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშოვი თბილისს ესტუმრნენ. დასახვედრად დედაქალაქში გაიმართა კულტურული ღონისძიებები. მან ასევე, მოინახულა ქალაქის ისეთი უბნები, როგორიცაა: ვაკე, დიღომი და საბურთალო.

ფიდელ კასტრომ საქართველო დატოვა 1963 წლის 2 ივნისს.


აქვე, საინტერესოა ისიც, რომ კასტროს საქართველოსთან ურთიერთობა მხოლოდ ამ ვიზიტით არ მთავრდება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ სტუმრობას წინ უძღოდა 1961 წელს საბჭოთა კავშირის დელეგაციის ჩასვლა კუბაზე, რომლის გამოც შედგა სპეციალური ჯგუფი. დელეგაცია დაკომპლექტებული იყო ოფიციალური პირებით, მხატვრებითა და ჟურნალისტებით. სწორედ, ამათგან ერთ-ერთი იყო ქართველი ჟურნალისტი ლია მიქაძეც, რომელიც კუბის ლიდერს მეტად მოეწონა და დაქორწინებაც შესთვაზა, რაზეც უარი მიიღო. ორი წლის შემდეგ, როდესაც კასტრო ეწვია საქართველოს და ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

image

0
234
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ჭირაქაძე
ელენე ჭირაქაძე
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0