კონფლიქტები სეპარატიზმი თანამედროვე მსოფლიოში (ბასკეთის და ბელგიის მაგალითზე) 2018, 22 თებერვალი, 17:06 სეპარატიზმი — როგორც ტერმინით, აღწერენ საკუთარი მიწის ან რეგიონის მმართველი ქვეყნისგან დამოუკიდებლობის ან გაყოფის მაძიებელთა შეხედულებებს ან მოტივაციას. სეპარატიზმის მიზეზი შეიძლება იყოს რეგიონული, ეთნიკური, ლინგვისტური, კულტურული, რელიგიური ან გენდერული — ან კიდევ ნებისმიერ ამ ფაქტორთა კომბინაცია. დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ გახშირებულია სეპარატიზმის გამოვლინებები, განსაკუთრებით, ევროპაში. კაცობრიობისთვის აშკარაა მათი სურვილი ნაციონალიზმისა და გამოყოფისაკენ, რისთვისაც ბრძოლას არ წყვეტენ. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეპარატისტული მოძრაობების განხილვა, როგორიცაა ესპანეთის (ბასკების) და ბელგიის. ბაკსების ნაციონალიზმი, ესაა პოლიტიკური და კულტურული იდეოლოგია, რომელიც პროპაგანდას უწევს ერთიანობას და იცავს კულტურულ ერთიანობას იმ ტერიტოიაზე, სადაც განლაგებულნი არიან ბასკები და ასევე, განაწილებულნი არიან ესპანეთ-საფრანგეთის ტერიოტორიაზე. ბასკურ ენაზე, იგივე ეუსკერაზე ისინი ცნობილნი არიან- ეუსკალებად. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ნაციონალისტური პოზიციიდან, რომელითაც განასხვავებენ როდის და როგორი იქნება საბოლოო ბედი ბასკების პოლიტიკური ერთიანობისა და ემხრობიან აუტონომიურობისა და ფედერალისტობის პოზიციას დამოუკიდებლობისთვის. ბასკებს აქვთ გარკვვეული უფლებები მოითხოვონ დამოუკიდებლობა და გამოეყონ როგორც ესპანეთს, ისე საფრანგეთს. თანამდეროვე ბასკური ნაციონალიზმის საფუძვლები მე-19-ში გაჩნდა, რომელიც დღემდე გრძელდება. ეს არის იმის გამოვლინება, რასაც წლებისა თუ საუკუნეების მანძილზე ისტორია ინახავდა. ბასკების ნაციონალიზმისთვის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს, მე-18 საუკუნის ბოლოს, ფილოსოფოს ერდერის კონცეფცია „ხალხის ნება“, რომელსაც შემდგომ მოჰყვა დიდი გამოხმაურება და ეს იდეა განავითარეს ისეთმა ავტორებმა, როგორებიც იყვნენ ფიხტე და შელინგი. ზოგიერთი ავტორი მის საფუძვლებს ანტიკურ ეპოქასთან აკავშირებს და მათი წარმოშობის საფუძვლებს უძველესი ნავარის სამეფოსთან ხედავენ. 1801 წელს, გერმანელი გამომძიებელი ჰუმბოლტმა შემოიარა მთელი რეგიონი და აღიარა იგი, როგორც ბასკური ერი. 10 წლის შემდეგ, 1811 წელს, სენატორი გარეტი იწრმუნება, რომ ბასკები ფინიკიელების შთამომავლები იყვნენ და სთავაზობს იმპერატორ ნაპოლეონს „ბასკური ერის“ სახელის ფორმირებას, როგორც „ახალ ფინიკიად“ და რომ, მასში გაერთიანებულიყო ის ოთხი პროვინცია, როგორც დიად ნავარაში იყო და შესულიყო ბასკონიის ნახ. კუნძულის სახით. მე-19 საუკუნეში ესპანეთმა ეროვნული რაიონები ბასკონიის, კატალონიისა და გალისიის ცენტრალიზაციისა და ძალდატანებით გაესპანელების პოლიტიკა გააძლიერა, რასაც ბასკები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. ეს იყო ბასკების ე. წ. კარლისტურ ომებში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის შედეგადაც ალფონსო XII-ის მთავრობამ 1876 წელს თითქმის ყველა ფუეროსი გააუქმა. ამან გაამძაფრა ბასკების ნაციონალისტური მისწრაფებები. მით უმეტეს, რომ XIX საუკუნის ბოლოს ბისკაიასა და გიპუსკოას პროვინციებში სწრაფად ვითარდებოდა სამთამადნო და მეტალურგიული მრეწველობა, რის გამოც ეს პროვინციები ესპანეთის მსხვილ სამრეწველო ცენტრად იქცა. ამავე პერიოდში ეროვნული აღმავლობის ფონზე ბაკსკების ნაციონალისტური პარტია შეიქმნა, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. მიგელ პრიმო დე რივერას მმართველობის წლებში (1922-1930) ანუ პირველი რესპუბლიკის დროს, ბასკების ეროვნული მოძრაობა იატაკქვეშეთში გაგრძელდა. 1932 წლის 19 იანვარს პამპლონაში (ნავარა) შეიკრიბა ალავის, ბისკაის, გიპუსკოას და ნავარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ასამბლეა, რომელმაც ბასკეთის ავტონომიის სტატუსი მოიწონა. მაგრამ ბასკეთმა ავტონომია მხოლოდ 1936 წლის ოქტომბერში, სახალხო ფრონტის გამარჯვების შემდეგ მიიღო. ავტონომია, ფაქტობრივად, 9 თვის განმავლობაში არსებობდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქ გერნიკას დაბომბვის შემდეგ, 1937 წლის ივნისის მეორე ნახევარში ფრანკოს მომხრეებმა ბასკების ქვეყანა დაიკავეს, რის შემდეგაც ავტონომია დაკარგა. 1939 წელს ფრანკოს მთავრობა ესპანეთის სათავეში მოვიდა და დაუყოვნებლივ გააუქმა რესპუბლიკის ყველა საკანონმდებლო აქტი, მათ შორის, კატალონიისა და ბასკეთის ავტონომიური უფლებები. ეკლესიის გარდა, ყველა დაწესებულებაში აიკრძალა ბასკური ენა. ავტონომიების გაუქმებამ ეროვნული მოძრაობის აღმავლობა გამოიწვია. ბასკების ნაციონალისტურმა პარტიამ არალეგალური მოღვაწეობა ემიგრაციაში გააგრძელა. ფრანკოს დიქტატურასთან ბასკების ბრძოლა თავისუფლებისათვის სრული მარცხით დასრულდა. ამიტომ, ბასკი ნაციონალსტების ერთმა ნაწილმა ბრძოლის სხვა ფორმას – ტერორს მიმართა. მათ 1959 წელს დააარსეს ორგანიზაცია ეტა. ლოგიკურად, ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ეტა უნდა დაშლილიყო, რადგან პოლიტიკური სისტემა, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძოდა, აღარ არსებობდა. მაგრამ ეტა-ს სამხედრო ფრაქციის გეგმებში კვლავ შედიოდა ბასკების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეა. ასეთი პოზიცია ესპანეთის ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევდა. 1976 წლის ბოლოდან ეტა-მ ტერორისტული აქტები განაახლა. თავდასხმის მთავარ ობიექტებად იქცნენ სახელმწიფო აპარატის, სამხედრო და პოლიციის მაღალჩინოსნები. ბასკები სიამაყით აცხადებდნენ, რომ ესპანეთს არც ერთ ომში არ დაუკარგავს იმდენი გენერალი, რამდენიც ეტა-მ შეიწირა. 1979 წლის ბასკონიის მცხოვრებთა უმრავლესობამ, მიუხედავად ეტა–ს მხრიდან შანტაჟისა, მხარი დაუჭირა ავტონომიური სტატუსის მიღებას. ესპანურ ნაწილში სამმა ბასკურმა პროვინციამ ფართო ავტონომია მიიღო: ბასკები საკუთარ გადასახადებს თვითონვე აგროვებენ და ანაწილებენ; აქვთ საკუთარი პოლიცია და განათლების სისტემა; ბასკური ენა ისწავლება სკოლებში; ხელისუფლებამ ბასკების ქვეყანას გადასახადები და განაკვეთები შეუმცირა. ყველაფერმა ამან ბასკონიის ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვია. მოსახლეობაში რადიკალური განწყობილება შესუსტდა. კანონმა ავტონომიის შესახებ ეტა არ დააკმაყოფლა. ის გადავიდა მოქმედების ახალ პრინციპებზე – „ტერორი ტერორისათვის“. ამით ის საკუთარი მოსახლეობის უმეტესობის წინააღმდეგ გამოვიდა.ამან მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამო ხალხი ეტას წინააღმდეგ წავიდა და ამას უამრავი გამოსვლა მოჰყვა. თუმცა, მიუხედავად ამისა ეს დაჯგუება მაინც აგრძელებდა შეტევს ესპანეთზე 2011 წლანდე. 2011 წელს ეტა-მ ბრძოლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. არგუმენტები ბასკური ნაციონალისმის პოზიციის გასამყარებლად :
რაც შეეხება სიმბოლოებს ბასკური ნაციონალიზმის. ცნობია, რომ ყველა იდეოლოგიას აქვს საკუთარი მახასიათებელი სიმბოლოები, არც ბასკები არიან გამონაკლისები. იკურინა- ესაა დროშა, რომელიც შექმნეს ძმებმა არანებმა რათა ყოფილიყო ბისკაიას მთავარი დროშა. შემდგომა ამან გაფართოება ჰპოვა და გადაიქცა როგროც ავტონომიური ბასკეთის ქვეყნის ოფიციალურ დროშად. ლაუბურუ- ესაა მზის სტელა, რომლსი წარმოშობაც უცნობია და ძალიან ჰგავს სხვა კულტურებში გავრცელებულ სიმბოლოებს. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს „ოთხ ხელმძღვანელს“, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს ბასკური ოთხი ტერიტორიის გაერთიანებასთან (ალავა, ბისკაი, გუიპუსკო და ნავარა), რომელთაგან თითოეულიც შეესაბამება ლაუბურუს თითო თავს. და ბოლოს, არანო ბელტეზა- ანუ შავი არწივი, რომელიც იყო ნავარის მეფის, სანჩო მეშვიდის ძლიერების სიმბოლო. იგი გაიგივებულია როგორც ბასკონიის (ბასკეთის) პირველ დროშად. ბასკების ნაციონალისტური მიდრეკილებები თავს იჩენს მრავალ სფეროში- კულტურულ, სოციალურ და სპორტშიც კი. უკანასკნელ ხანებში, ულტრა ნაციონალისტური სპორტული გუნდები აცხადებენ, რომ შეიქმნას ოფიციალური მიმართულება ბასკური სპორტის და ჩამოყალიობდეს „პლატფორმა პრო ბასკური გუნდების“. 21- ე საუკუნეში გახშირდა სოციალური კვლევები ამ საკითხზე. 2007 წლის მონაცემებით, სოციალური კვლევა ჩატარდა ბასკეთის უნივერსიტეტში, ფრანსისკო რამოს თაოსნობით, სადაც 34%-მა სურვილი გამოთქვა დამოუკიდებლობის, 22%-ს არც ისე დიდი სურვილი ჰქონდა ამის ხოლო, 32%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. ამ კვლევებმა, ასევე აჩვენა მოსახლეობის განწყობილება. 31% თავს თვლის როგორც ბასკად ისე ესპანელად, 33% მხოლოდ ბასკად, 22 % უფრო ბასკად ვიდრე ესპანელად, 5% მხოლოდ ესპანელად ხოლო, 4% უფრო ესპანელად ვიდრე ბასკად. 2012 წელს, ბასკური საპარლამენტო არჩევნების დროს, დებატების თემას მოჰყვა კატალუნიის მანიფესტი დამოუკიდებლობაზე, რის შემდეგაც ამავე წლის 11 სექტემბერს, გაზეთმა „გარამ“ გამოაქვეყნა გამოკითხულთა შედეგბი კითხვაზე : „უჭერენ თუ არა ბასკები მხარს დამოუკიდებლობას?“ შედეგბი კი ასეთი იყო : 51% ხმა მისცა წინააღმდეგ, 49 %მა სასრგებლოდ. ბასკების უმეტესობამ (56, 4 %-მა) არ უპასუხა, ვინაიდან თავად მოსახლეობაც არაა დარწმუნებული ბოლომდე როგორი შედეგი ექნება ამას, ანუ ბასკეთის დამოუკიდებლობა გააუმჯობესებს თუ პირიქით, გააუარესებს მათ მდგომარეობას. რეალურად კი, ბასკების საფრანგეთისა და ესპანეთისგან გამოყოფის სურვილი და ამის პრეტენზია, სინამდვილეში უფრო პროპაგანდისტულია ვიდრე რეალურად ბასკური სახლემწიფოს სექმნის სურვილი, სწორედ ეს დაამტკიცა იმან რომ ხალხის უმრავლესობას არ სურს დამოუკიდებლობა. ევროპაში კიდევ ერთ ცხელ წერტილს ამ მიმართულებით წარმოადგენს ბელგია. ბელგიის ნაციონალიზმის წარმოშობა იწყება მე-19 საუკუნიდან, რაც მიმართული იყო ეთნიკური და ენობრივი ბარიერის დაძლევისკენ და ეროვნული კულტურის შექმნისკენ. ისტორიკოსი, ჰენრი პიენი ამტკიცებდა, რომ ბელგიის ვინაობა არაა განსაზღვრული რასობრივი, ეთნიკური, ლინგვისტური ნიშნით, არამედ ბელგიელი ხალხის ერთობით. ბელგიის სეპარატიზმის მომხრეები ამბობენ, რომ სინქრონული მცდელობა ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურის ჩამოსაყალიბებლად ვერ მოხერხდება თუ ისევ გაგრძელდება ეთნო-ლინგვისტური დაპირისპირება. ფლამანდრიული მოძრაობის მიზანია ჰოლანდიური ენის, ფლამანდრიული კულტურისა და ისტორიის დაცვა. დღესდღეობით, ფლამანდრიული მოძრაობის სამხედრო ფლანგი მხარს უჭერს ფლამანდრიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას და ვალონიისგან გამოოყოფას. ამ სამხედრო ფრთის ნაწილი ასევე მხარს უჭერს ჰოლონდიაში გაერთიანებასაც. ბელგიური რევოლუციიდან ათეული წლების შემდეგ, ფლამანდრიელმა ინტელიგენტებმა დაიწყეს აღიარება ჰოლანდიური ენისა და ფლამანდრიული კულტურის ბელგიაში. ეს მოძრაობა ცნობილია, როგორ ფლამდრიული მოძრაობა, მაგრამ ეს იყო უფრო ინტელექტუალური ვიდრე სოციალური. დაიწყო კულტურული ორგანიზაციების ჩამოყალიბება სხვადასვხა ფლამანდრიულ ქალაქებში, დაარსდა ჟურნალ-გაზეთები. ბელგიის არსებობის პერიოდში ჰოლანდიურ-ენოვანი რეგიონები ნელ-ნელა გახდა ფრანგულ-ენოვანი. ყოველ 10 წელში, მთავრობა აწარმოებს აღწერას ფრანგულ და ჰოლანდიურ ენოვანი მოსახმეობის. ეს აღრიცხვები კი, ყოელთვის ფრანგულ ენოვანი მოსახლეობის სიჭარბით გამოირჩეოდა. 1962 წელს ენობრივი ბარიერი უფრო გამოიკვეთა. ბრიუსელი აღიარებულ იქნა ორენოვან რეგიონად, მაშინ როდესაც ფლანდრია და ვილონია ისევ ერთენოვნად რჩებოდა (ფრანგულად). ფრანგულ ენოვანი მოსახლეობა მოითხოვდა, რომ გარკვეულ რეგიონებშ, სადაც იყო უმცირესობა რომელიმე ენობრივი ჯგუფის, შესაძლებლობა ჰქონოდა საკუთარ მთავრობას საკუთარ ენაზე დალაპარაკებოდა. საბოლოოდ, ფრანგულ ენოვანი მოსახლეობა ამ რეგიონებში, განსაკუთრებით კი, ბრიუსელის გარშემო, არ შემცირებულა და პირიქით, იზრდება და უმრავლესობაში ექცევა ბელგიელი ფრანგულ ენოვანები, მაშინაც კი როდესაც ერთენოვან ფლანდრიასთან უწევდათ ცხოვრება. სწორედ ეს, „გაფრანგება“ ითვლება ფლამანდრიული მოძრაობის დაშლის მიზეზად და გამოყოფისთვის ზარის მიმცემად. სიტუაცია იმანაც გაამძაფრა რომ, ფრანგულ ენოვან სკოლებში ჰოლანდიურის სწავლება მცირდებოდა. ამ მოძრაობამ გარკვეულ წარმატებას მაინც მიაღწია და 2010 წლის არჩევნებში 43 ფლამანდრიელი გავიდა 88 კანდიდატიდა. 212 1-ს მოსწონს
|