x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გამოსახლება ბოდბისხევში - მძახლებს შორის დავა 5 წლის ბავშვის გამო (ვიდეო)
image


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ალადაშვილების ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა. ალადაშვილებმა მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი მძახლებთან ოჯახური კონფლიქტის შედეგად დაკარგეს. ოჯახის უფროსი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ მისმა მძახალმა სახლი მოტყუებით დაისაკუთრა. წლების წინ ბესიკ ალადაშვილმა მის მძახალს, დავით ობოლაშვილს სახლი საკუთარი სურვილით იმ მიზეზით გადაუფორმა, რომ საბანკო დავალიანების გამო ბინა არ დაეკარგა.


კონფლიქტი მძახლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. სასამართლომ 6 წლის გოგონაზე მეურვეობა ოჯახის უფროსს, ბესიკ ალადაშვილს დააკისრა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მწვავე დაპირისპირების მიზეზი.


ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი მძახლების გაღიზიანებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს და ამბობს, რომ ობოლაშვილებმა ბინის დასაკუთრება იმ მიზეზით გადაწყვიტეს, რომ უსახლკაროდ დარჩენილ მეურვეებს სასამართლო ბავშვს აღარ მიაკუთვნებდა. აღნიშნულ ბრალდებებს ობოლაშვილები უარყოფენ და გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში დავას სასამართლოში განაგრძობენ.




მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ბიურომ დავით ობოლაშვილს ალადაშვილების სახლი უკვე მიაკუთვნა და შესაბამისი ოქმიც გაფორმდა, კვლავ გრძელდება სასამართლო პროცესი, სადაც ალადაშვილები იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვენ, რაზე დაყრდნობითაც ობოლაშვილს ამ სახლზე პრეტენზია გაუჩნდა.


ადგილზე იმყოფებოდა პატრიოტთა ალიანსის სიღნაღის რაიონული ორგანიზაციაც, რომელმაც ოჯახს თანადგომა გამოუცხადა.

2
1245
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1245
  
2018, 1 მარტი, 22:34
მრცხვენია ამ ვაი ქართველების საქდციელის...
2018, 1 მარტი, 15:09
ეჰ,იმქვეყნად არავის არაფერი წაუღია და სახლის გამო მძახლების მომდურება და ქუჩაში გამოყრა რა სულმდაბალი საქციელია,იმ სახლიდან,სადაც შენი შვილიშვილიც იზრდება
0 1 2