x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
11 უდიდესი მეცნიერი, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება
დღევანდელი ცხოვრების პროგრესული შედეგი მეცნიერების უდიდესი შრომის, მრავალი ექსპერიმენტებისა და კვლევების შედეგია. მოდით გადავხედოთ სიას და დავიმახსოვროთ ის 11 უდიდესი მეცნიერი, რომელთაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს.




1. Isaac Newton (1642-1727) (ისააკ ნიუტონი)

image


წარმოშობით ინგლისელი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი ისააკი, ფართოდ განიხილება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი მეცნიერი. მისი კანონები ხომ დღემდე ისწავლება სასწავლებლებსა და სკოლებში. სწორედ მან დაამტკიცა heliocentric-ის მოდელი კოსმოსში, გამოიგონა პირველი ტელესკოპი, ჩამოაყალიბა გაგრილების ემპირიული კანონი და შეისწავლა ხმის სიჩქარე, რომელთაც დიდი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის დღევანდელ განვითარებაზე.







2. Albert Einstein (1879-1955) (ალბერტ აინშტაინი)

image


წარმოშობით გერმანელ ფიზიკოსს 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფოტოელექტრო ეფექტის კანონის აღმოჩენისთვის. მაგრამ, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მეცნიერულ ისტორიაში - ფარდობითობის თეორიაა, რომელიც კვანტური მექანიკის საფუძველს ქმნის თანამედროვე ფიზიკაში. მან ასევე ჩამოაყალიბა ექვივალენტის ურთიერთობა მასობრივ ენერგიასთან, E = m, რომელიც არის დასახელებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განტოლება მსოფლიოში. 1939 წელს აინშტაინმა წერილი მიწერა რუზველტს, რომ თითქმის მზად იყო შესაძლო ბირთვული იარაღის მომზადების საკითხი, რომელიც წარმოადგენდა ა.შ.შ-ს ატომური ბომბის მთავარ გასაღებს. სწორედ ეს წერილი ჩათვალა აინშტაინმა ცხოვრებაში ყველაზე უდიდეს შეცდომად.






3. James Maxwell (1831-1879) (ჯეიმს მაქსველი)

image


წარმოშობით შოტლანდიელი მათემატიკოსია, რომელმაც გამოიცნო ელექტრომაგნიტური ველის კონცეფცია. ოპტიკისა და ფერთა კვლევის სფეროში მან 1861 წელს გააკეთა პირველი ფერადი ფოტოსურათი, ასევე თერმოდინამიკასა და კინეტიკურ თეორიაში მუშაობით დაეხმარა მეცნიერებს რიგი მნიშვნელოვან აღმოჩენებში. უდიდესი წვლილი მიუძღვის კვანტური მექანიკისა და ფარდობითობის თეორიის განვითარებაში.






4. Louis Pasteur (1822-1895) (ლუი პასტერი)

image


წარმოშობით ფრანგი, ქიმიკოსისა და მიკრობიოლოგის ძირითადი გამოგონებაა პასტერიზაციის პროცესი, რამაც გზა გაუხსნა მედიცინას ცოფისა და ციმბირული წყლულის (ჯილეხი) ვაქცინის შექმნას.






5. Charles Darwin (1809-1882) (ჩარლზ დარვინი)

image


დარვინი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა კაცობრიობის ისტორიაში. წარმოშობით ინგლისელმა ზოოლოგმა და ნატურალისტმა წამოაყენა თეორია ევოლუციის შესახებ და განმარტა, რომ სიცოცხლე არის მცირე და მისი განვითარება ხდება ბუნებრივი გზით შერჩევის მიხედვით. ეს ერთ-ერთი დომინანტურ-მეცნიერული ახსნაა ჩვენი ცხოვრებისა.






6. Marie Curie (1867-1934) (მარია კიური)

image


1903 წელს ფიზიკაში და 1911 წელს ქიმიაში მიენიჭა მარიას ნობელის პრემია. იგი იყო ერთადერთი ქალი, რომელმაც მიაღწია ამ მეცნიერებებში წარმატებას და მიიღო ჯილდო. მისი სამუშაო სფერო იყო რადიოაქტიურობა და სწორედ რადიოაქტიური იზოტოპების იზოლაციის შედეგად აღმოაჩინა ელემენტები პოლონიუმი და რადიუმი. პირველი მსოფლიო ომის დროს მარიამ გახსნა საფრანგეთში რენტგენოლოგიის პირველი ცენტრი, რითიც ძალიან დაეხმარა ჯარისკაცების გამოჯანმრთელების საკითხს. თუმცა, ხანგრძლივი დროით დიდ დასხივებასთან მუშაობის გამო მას დაემართა აპლასტიური ანემია (აპლასტიური ანემია წარმოადგენს ძვლის ტვინის დაავადებას, რომლის დროსაც სისხლის ღეროვანი უჯრედები დაზიანებულია და ამ დროს გამოხატულია სამი ტიპის უჯრედების დეფიციტი- ერითროციტების (ანემია), ლეიკოციტების (ლეიკოპენია) და თრომბოციტების (თრომბოციტოპენია) ), რის გამოც 1934 წელს გარდაიცვალა.






7. Nikola Tesla (1856-1943) (ნიკოლა ტესლა)

image


სერბელი ამერიკელი ძირითადად მუშაობდა თანამედროვე ელექტრო და AC კვლევებზე. თავდაპირველად ძრავებსა და გენერატორებზე დაიწყო მუშაობდა, თუმცა, შემდეგ მიატოვა სამუშაო ადგილი და მარტო განაგრძობდა ამ საკითხებში ასპარეზობას. 1887 წელს მან შექმნა ინდუქციური ძრავა, რაც რადიო სიხშირის დაჭერის საწინდარი გახდა. ამ აღმოჩენის გამო მას "შეშლილი მეცნიერი" ეწოდა და სწორედ მისი სახელის საპატივცემოდ დაერქვა მაგნიტური ველის ინდუქციის საზომ ერთეულს ტესლა.






8. Niels Bohr (1885-1962) (ნილს ბორი)

image


კვანტურ თეორიასა და ატომური სტრუქტურის სფეროში მუშაობის გამო, დანიელ ფიზიკოსს, 1922 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. იგი ცნობილია ასევე ერთ-ერთი ატომის მოდელის აღმოჩენით, ასევე წვლილი მიუძღვის ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში და ელემენტ ბორიუმის გამოგონებაში, რომელსაც სახელწოდება ბორი მისი გვარის საპატივცემოდ მიენიჭა.






9. Galileo Galilei (1564-1642) (გალილეო გალილეი)

image


იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ისტორიაში შევიდა ასტრონომიაში მიღწევებით. მან გააუმჯობესა ტელესკოპი და ასტრონომიული დაკვირვებების შედეგად აღმოაჩინა პლანეტა ვენერას ფაზა და გაუხსნა გზა თანამგზავრებს იუპიტერზე. ჰელიოცენტრიზმის გამო მას შინა პატიმრობა მიესაჯა და სწორედ იმ დროის მონაკვეთში დაწერა და გამოუშვა ორი ნაშრომი, რომლის წყალობითაც შეირაცხა "თანამედროვე ფიზიკის მამა"-დ.






10. Aristotle (384-322 ჩ.წ.) (არისტოტელე)

image


ბერძენი ფილოსოფოსი პირველი რეალური მეცნიერია ისტორიაში. მისმა შეხედულებამ და იდეებმა უდიდესი გავლენა მოახდინა კაცობრიობის შემდგომ განვითარებაზე. მისი მუშაობა მოიცავდა ფართო სპექტრს- ფიზიკა, მეტაფიზიკა, ეთიკა, ბიოლოგია და ზოოლოგია.






11. Дмитрий Иванович Менделеев (1834 — 1907) (დიმიტრი ივანეს ძე მენდელეევი)

image


ერთი-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერია კაცობრიობის ისტორიაში. მან გახსნა სამყაროს ერთი-ერთი ფუნდამენტური კანონი- ქიმიური ელემენტების პერიოდულობის სისტემა, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი მენდელეევის პერიდული სისტემის სახელით და ქიმიის საგნის ძირითადი ელემენტია.




იხილეთ აგრეთვე:


შეშლილი მეცნიერების გიჟური ისტორიები, რომლებიც გაგაოგნებთ +16image




ყველაზე უცნაური ადამიანები, შოკისმომგვრელი, უცნაური ისტორიებით +13image




ძალიან აბსურდული ისტორიული ფაქტები, რომლებიც სინამდვილეაimage




დიადი გამომგონებლები, რომლებიც ემსხვერპლნენ საკუთარ გამოგონებებსimage




აი, რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპებისimage




2
3524
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3524
  
2018, 28 თებერვალი, 20:02
მადლობა, გუჯა.
2018, 28 თებერვალი, 19:54
საინტერესო და შემეცნებითიცაა მაკა–რესპექტი
0 1 2