x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ვისთვის არ შეიძლება ოქროს და ვერცხლის სამკაულის ტარება
ამა თუ იმ მეტალისგან დამზადებული სამკაულის არჩევისას, ბევრ ჩვენგანს არც კი ახსენდება, რომ ყოველ მეტალს გარკვეული ენერგეტიკა აქვს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზეც გარკვეულ გავლენას ახდენს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ოქროს და ვერცხლის სამკაულების ტარება ყველასთვის არაა მიზანშეწონილი.

imageფენ-შუის სწავლების მიხედვით, ამა თუ იმ სამკაულის ტარებამ, ან მასზე უარის თქმამ, შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.


ოქრო

ეს მეტალი საუკეთესო თანამგზავრი გახდება იმისთვის, ვინც გამოზომილი და დინჯი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ის ძალას და ენერგიას აძლევს პატარა ქალაქებისა და დაბების მაცხოვრებლებს.


ძალიან აქტიური ნატურის მქონე ადამიანებისთვის ოქროს სამკაულის ტარება მიზანშეწონილი არაა.

imageსაქმე იმაშია, რომ ოქრო თავადაა ძლიერი ენერგიის წყარო. ადამიანებს, რომლებიც ბუნებით ისედაც აქტიურები არიან, ზედმეტი ენერგია ტვირთად აწვებათ. იგივე მიზეზით არაა მიზანშეწონილი მეგაპოლისის მაცხოვრებლებისთვის ოქროს სამკაულის ტარება.

image

ვერცხლი

ფენ-შუის სწავლებით, ვერცხლიც აქტიური მეტალია, რომელიც ქალურ ენერგეტიკას ატარებს. სწორედ ამიტომ, მგრძნობიარე მამაკაცებისთვის მისგან დამზადებული სამკაულების ტარება მიზანშეწონილი არაა, რადგან ამ დროს ქალური თვისებების გაძლიერება ხდება.

imageამ მეტალს სარგებლობა მოაქვს იმ მამაკაცებისთვის, ვისაც დაშოშმინება და სიმშვიდე ესაჭიროებათ.

ვერცხლის ტარებისას ერთ დეტალზე გაამახვილეთ ყურადღება: თუ ვერცხლი სწრაფად შავდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თქვენს საკეთილდღეოდ მოქმედებს და ცუდ ენერგეტიკას თავად იწოვს.

image

ვერცხლი და ოქრო

ბევრი უშვებს შეცდომას, როცა ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს ერთად ატარებს. ოქრო, როგორც აღვნიშნეთ, აქტიური მეტალია, რომელიც მამოძრავებელ ენერგიას ასხივებს. ვერცხლი კი პირიქით, სიმშვიდისა და ჰარმონიის ენერგიას აფრქვევს. ამ ორი ენერგიის შერწყმა კი დისონანსს იწვევს.

image

0
632
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
632
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0