საზოგადოება "თუ ანაკლიაში მიწა არ მოგვცეს, GEM Fest-ს აფხაზეთში ჩავატარებთ" – ნახეთ, რას წერს გიორგი სიგუა 2018, 26 თებერვალი, 19:39 გიორგი სიგუა თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსს ავრცელებს, სადაც ის "ჯემ ფესტზე" საუბრობს და სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. "გთხოვთ გააზიაროთ. რამდენიმე კითხვაზე პასუხი რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ. 1 ჩატარდება "ჯემ ფესტი?" აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურორტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება. 2 როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ ნაწილ გამოცხადებას. 3 მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავრობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგიერთები). მათი "დახმარება" რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდზჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე 4 მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ. 5 როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით. 6 თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ." – წერს გიორგი სიგუა. 52 1-ს მოსწონს
|