საზოგადოება გია მაისაშვილი გარდაიცვალა 2018, 26 თებერვალი, 11:21
მძიმე და დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე - გია მაისაშვილი გარდაიცვალა.
ბევრი ეცადა გამკლავებოდა ვერაგ და დაუნდობელ დაავადებას, მაგრამ უშედეგოდ.
მას 2015 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ხნის განმავლობაში გიამ არაერთ მეთოდს მიმართა და არაერთ გზას დაადგა მისგან თავის დაღწევის მიზნით. ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. გიამ სხვა განზომილებაში გადაინაცვლა.
იმედია დადგება დღე, როცა სიმსივნე ისეთივე განკურნებადი იქნება, როგორც უბრალო სურდო და ჩვენ თუ არა, ჩვენი მომავალი თაობა სევდიანად გავიხსენებთ, რომ ადრე ხალხი სიმსივნისგან იღუპებოდა. 216 4-ს მოსწონს
|