საზოგადოება ვინ არის პრინცი ჰარის რჩეული? 2017, 29 სექტემბერი, 12:38
გასულ უქმეებზე პრინცი ჰარი ფართო აუდიტორიის წინაშე გამოჩნდა თავის საცოლესთან ერთად. პაპარაცებსაც მეტი რა უნდოდათ? სიხარულით დააფიქსირეს ისტორიული ფაქტები...
33 წლის პრინცი ჰარის რჩეული - მეგან მარკლია.
მეგანი დაიბადა 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს - ანჟელესში (ა.შ.შ.). მისი მამა - ტომ მარკლი ბრიტანული, ირლანდიური და გერმანული გენეტიკის მატარებელია დედა - დორია რედლანი კი აფრო ამერიკელია. მეგანმა დაამთავრა ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტი თეატრისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიით. მისი სამსახიობო კარიერა 2002 წლიდან დაიწყო. დიდ ეკრანზე ის გამოჩნდა ფილმებში : „ გახსოვდე“ და „აუტანელი ბოსები“. გარდა მსახიობისა, ის ფოტომოდელიც იყო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას - მეგანი 2011 წლიდან 2014 წლამდე ის იყო ქორწინებაში კინორეჟისორ - თრევორ ენგელსონთან, რომელთანაც მანამდე 7 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. 2016 წლის ნოემბრიდან ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ადასტურებს ინფორმაციას პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ერთად ყოფნის შესახებ. პრინც ჰარი, კი ამ თემაზე ჯერჯერობით არ საუბრობს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია პრინცს ვურჩიოთ ჯერ დაფიქრება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. 154 3-ს მოსწონს
|