საქართველო იგორ გიორგაძე: „სააკაშვილი ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდება“; სააკაშვილი: „ვერ მოესწრებით“ 2018, 25 თებერვალი, 13:29 საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, მოსკოვში მცხოვრები იგორ გიორგაძე ვარაუდობს, რომ 85%-იანი ალბათობით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუნებრივი სიკვდილით არ მოკვდება. ეს კომენტარი მან ერთერთი რუსული ტელეკომპანიის სტუდიაში გააკეთა. გიორგაძის ამ განცხადებას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილის შეფასებით, გიორგაძე პუტინის სურვილებს აჟღერებს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ მას მუქრების არ ეშინია. „ეს ФСБ-ს პოლკოვნიკი იგორ გიორგაძეა, რომელმაც 90-იან წლებში მოსკოვის დავალებით შევარდნაძეს ტერაქტი მოუწყო, მაშინ შევარდნაძე სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ ბევრი ადამიანი დაშავდა. ახლა რამდენიმე რუსული ტელეარხიდან, მოსკოვიდან მოკვლით მემუქრება. როგორც ჩანს, დროებით მიღწეული მიზნის – ჩემი უკრაინიდან გაძევების შემდეგ, პუტინს ახლა სურს, რომ ევროპაში აქტიური არ ვიყო და ძირითადად საკუთარი უსაფრთხოების დაცვით დავკავდე, ანუ „დავმუხრუჭდე“
როგორც ჩვენთან ოდესაში ამბობენ – ვერ მოესწრებით!“- წერს სააკაშვილი.
278 2-ს მოსწონს
|