ვარსკვლავები ვინ არის ულამაზესი გოგონა,რომელიც ჯასტინ ბიბერმა აღმოაჩინა 2018, 25 თებერვალი, 10:44
ბიბერის მრავალმილიონიანი არმია უმალ დაფაცურდა და სულ რაღაც ორ საათში გაარკვიეს, რომ იგი იყო 17 წლის სინდი კიმბერლი(Cindy Kimberly), რომელიც ესპანეთში ცხოვრობდა და ძიძად მუშაობდა ქალაქ დენიაში(ალიკანტეს პროვინცია), თუმცა თვითონ ამსტერდამში დაიბადა, ესპანური წარმოშობის ოჯახში, ისიც გაირკვა, რომ გოგონა ბიბერის თაყვანისმცემელი არ არის და მისი გვერდიც არ აქვს გამოწერილი. კიმბერლი 2 ბავშვს უვლიდა და საღამოობით ის დიასახლისს პროდუქტების ყიდვაში ეხმარებოდა. შემდგომ დადიოდა ჭორები, თითქოს ბიბერი და სინდი ერთმანეთს ხვდებოდნენ, თუმცა ეს ფაქტი არ დასტურდება, ჭეშმარიტება ის არის, რომ 19 წლის გოგონა ამჟამად წარმატებული მოდელია, მრავალმა ცნობილმა ბრენდმა მასთან კონტრაქტი გააფორმა, სინდი ამასთანავე ქალთა უფლებების აქტიური დამცველია.
1296 8-ს მოსწონს
|