საზოგადოება სამწუხაროდ, ნათია თოდუა გერმანიას 2018 წლის ევროვიზიაზე ვეღარ წარადგენს 2018, 23 თებერვალი, 1:18 სამწუხაროა, ნათია თოდუა გერმანიას 2018 წლის ევროვიზიაზე ვეღარ წარადგენს. ნათია დღეს საღამოს ევროვიზიის შიდა შესარჩევ ფინალურ ეტაპზე იღებდა მონაწილეობას. ის იმ მცირე შემსრულებელთა რიცხვში იყო, ვინც მოახერხა ფინალში გადასვლა, თუმცა დღეს გამართულ ფინალურ ეტაპზე მომღერალმა ვერ შეძო ჟიურის წევრებისგან საჭირო რაოდენობის ქულების მიღება იმისთვის, რომ ის პირველ ადგილზე გასულიყო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ნათია მსმენელისა და აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარსდგა. ყოჩაღ ნათიას ასეთი შესრულებისთვის! 1017 4-ს მოსწონს
|