სისხლის სამართალი 20 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - მოტივი, შურისძიებაა 2018, 22 თებერვალი, 20:33 თემქაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ბრიფინგი გამართა. სამინისტროს ინფორმაციით 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. ის 1997 წელს დაბადებული ლ.გ. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, გამოძიება კი 108 მუხლით მიმდინარეობს. დღეს დილით თემქაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს, რომელსაც ყელი ჰქონდა გამოჭრილი. შსს-მ გოგონას შეყვარებულიც დაკითხა, რომელსაც მასთან რამდენიმე სატელეფონო ზარი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა განხორციელებული. 452 2-ს მოსწონს
|