პროფილაქტიკა როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინები და მინერალები აკლია ჩვენს ორგანიზმს? 2018, 22 თებერვალი, 15:44 მარტივი ტესტის დახმარებით, თქვენ შეძლებთ გაარკვიოთ, კონკრეტულად რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს. • თუ ხშირად გაწუხებთ სუნთქვის პრობლემა, ეს შეიძლება ვიტამინი B3-ის ნაკლებობაზე მიუთითებდეს; • უძილობა და მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ? თქვენს ორგანიზმს ვიტამინი B6 აკლია; • პატარა სისხლჩაქცევებიც კი დიდიხანს ეტყობა თქვენს კანს და რთულად გაიწოვება? აუცილებლად მიიღეთ საჭირო რაოდენობის C ვიტამინი; • ქრონიკული ყაზბობის ერთ-ერთი მიზეზი B ვიტამინის ნაკლებობაა; • ყურებში ხმაურისა და თაბრუსხვევის შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოდ, რომ თქვენს ორგანიზმს ვიტამინი E და B3 აკლია. მსგავს სიმპტომებს იწვევს მაგნიუმისა და კალიუმის ნაკლებობაც; • თვალების სიწითლე, სიბნელეში რთულად ადაპტირება ეს სიმპტომები A და B2 ვიტამინების ნაკლებობას უკავშირდება; • ქერტლი თავს იჩენს როცა ორგანიზმს ვიტამინები B12, B6, F და მინერალი სელენი აკლია; • მშრალი და უსიცოცხლო თმა ვიტამინების B, F და იოდის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს; • თმის ცვენა ხანდახან ასოცირდება B9, C და H ვიტამინების ნაკლებობასთან; • უძილობის მიზეზი შეიძლება კალიუმისა და კალციუმის დეფიციტი იყოს; • ცხვირიდან ხშირი სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს ვიტამინების C, K და B3 ნაკლებობით; • აკნე, გამონაყარი და წითელი ლაქები კისერზე - A და B ვიტამინის დეფიციტის ნიშნებია. ეცადეთ ვიტამინები არა ტაბლეტების, არამედ ჯანსაღი საკვების სახით მიიღოთ, რადგან მედიკამენტური ვიტამინის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება არ შეიძლება. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას! 424 3-ს მოსწონს
|