გენდერულმა თანასწორობამ საფეხბურთო მოედნებზეც იჩინა თავი და საკმაოდ სექსუალური გარეგნობის არბიტრი ქალები უკვე არავის უკვირს
2018, 22 თებერვალი, 15:25
თუ რამდენიმე წლის წინ საფეხბურთო მოედანზე ქალი არბიტრი იშვიათობას წარმოადგენდა, ახლა უკვე უმაღლესი რანგის შეხვედრებზე არიან, როგორც მთავარ არბიტრად ასევე გვერდით მსაჯად. ისე კი როგორც ყოფილი ფეხბურთელი მოგახსენებთ, რომ საფეხბურთო მოედანზე ქალი არბიტრის ნახვა ბევრად სასიამოვნო და მიმზიდველია, ვიდრე მამაკაცი არბიტრის ნახვისა. სულ უფრო მეტი და მეტი ლიცენზირებული არბიტრი ჩნდება მოედნებზე, პირველად იუთუბზე გავრცელებული სახალისო კადრით გაიცნო ქალი არბიტრი საზოგადოებამ, როცა ფეხბურთელმა შემთხვევით მკერდზე გაარტყა ხელი და არბიტრმაც ღიმილით უპასუხა. ცხადია შეგნებულად არ გაუკეთებია ფეხბურთელს ეს ქმედება და შესაბამისად არბიტრი ქალი საჯარიმო ბარათებით ვერ დააჯარიმებდა. მინდა შემოგთავაზოთ უკვე ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის ცნობილი ქალი არბიტრების სურათებს სხვადასხვა რაკურსით.