რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის ვიტალი მუტკოს განცხადებით, ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს–დიეგო მარადონას სურს გახდეს რუსეთის მოქალაქე–იუწყება სააგენტო "ТАСС".
დიეგო რუსეთში ჩავიდა "რუსეთში უყვართ ფეხბურთის" პროექტის ფარგლებში. ასევე დაესწრო კონფედერაციის თასის ფინალს, რომელიც ახლახანს გაიმართა სანკტ–პეტერბურგში. როგორც იცით თასი მოიპოვა გერმანიის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში ჩილეს ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 1:0. მარადონამ ასევე მონაწილეობა მიიღო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაში.
ჯერჯერობით, მართალია არაა ცნობილი როდის უნდა მიიღოს მარადონამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა და რუსეთის მოქალაქის ამპლუაში რა გეგმები აქვს. მაგრამ არაა გამორიცხული მარადონას ჰქონდეს კონკრეტული გეგმები–მან უკვე გამოხატა მზადყოფნა, სათავეში ჩაუდგეს რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს.
"მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია მარადონას რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთვნელად დანიშვნაზე საუბარი"–განაცხადა რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა მუტკომ.
კოკაინმა გამოათაყვანა