x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს გულის შეტევა აქვს - პირველადი დახმარების წესები, რომელმაც შესაძლოა ერთ დღეს ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოს

image


თუ ფიქრობთ, რომ ვიღაცას გულის შეტევა აქვს, სწრაფად უნდა იმოქმედოთ, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლოთ.

სტატიაში გაეცნობით გულის შეტევის სიმპტომებს და პირველადი დახმარების წესებს, რომელმაც, შესაძლოა, ერთ დღეს ვინმეს სიცოცხლე იხსნას.




image


გულის შეტევა გამოწვეულია გულის კუნთთან სისხლის მიწოდების შეფერხებით (ხშირად კორონარული სისხლძარღვში სისხლის შედედებით). გულის შეტევისგან თავის დაღწევა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რეაგირება ექნება გულის კუნთს შეტევაზე, ანუ რამდენად ძლიერია ის და რამდენად კარგად იქნება აღმოჩენილი პირველადი დახმარება.

თუ ფიქრობთ, რომ ვიღაცას გულის შეტევა აქვს, პირველ რიგში, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და არ დაელოდოთ იმის გარკვევას, ნამდვილად გულის შეტევის სიმპტომებია თუ არა.

პაციენტს გადარჩენის სამჯერ მეტი შანსი აქვს, თუ სამედიცინო დახმარებას გულის შეტევიდან ერთი საათის განმავლობაში მიიღებს.


image

გულის შეტევის სიმპტომები:


ეს ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია. შეიძლება, პაციენტს ჰქონდეს მხოლოდ რამდენიმე მათგანი და არა - ყველა. თუ ტკივილი დროდადრო შეწყდება ხოლმე, ეს, შესაძლოა, ანგინაც იყოს (ქვევით იხილავთ).



➤ თუ პაციენტი უცებ იგრძნობს სისუსტეს, თავბრუსხვევას ან გული წაუვა;


➤ თუ იგრძნობს მწვავე ტკივილს გულ-მკერდის არეში (რომელიც ყბამდე ადის და ერთ ან ორივე მკლავშიც გადადის) და ეს ტკივილი არ ცხრება, როცა პაციენტი შეჩერდება და დაისვენებს;


➤ თუ იგრძნობს დისკომფორტს მუცელში (დისპესიის, ანუ საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობის მსგავსად);


➤ თუ სუნთქვა უჭირს და ქშინავს;


➤ თუ ეშინია (მოახლოებული "განაჩენის");


➤ თუ ფერმკრთალია, ნაცრისფერი, წებოვანი და ოფლიანი აქვს კანი;


➤ თუ სწრაფი, სუსტი და არარეგულარული პულსი აქვს;


➤ თუ ბორძიკობს და გაუფრთხილებლად ეცემა კიდეც;


➤ თუ გონებას კარგავს.




image


როგორ მოვიქცეთ, თუ პაციენტი გონებაზეა?


1. შეუმცირეთ ტკივილი. მოათავსეთ პაციენტი კომფორტულ პოზიციში იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია. დასვით ნახევრად-მჯდომარე პოზაში ისე, რომ თავი მხრებისკენ ჰქონდეს და მუხლები შეერთებული იყოს, ეს ტკივილის შემცირებაში დაეხმარება. შეხსენით ტანსაცმელი ყელზე, მკერდზე და წელზე.


2. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. მოწმეები მოაშორეთ პაციენტს.


3. მიეცით ანგინას მედიკამენტი. თუ პაციენტს ანგინას პრეპარატი აქვს, დაეხმარეთ მის მიღებაში. დაასვენეთ და დაამშვიდეთ.


4. მიეცით ასპირინი. თუ პაციენტი მთლიანად გონებაზეა, მიეცით მას მთელი დოზა (300 მგ) ასპირინის ტაბლეტი. უთხარით, რომ ნელა დაღეჭოს. ასპირინი მას დაეხმარება, დაშალოს სისხლის შედედება და შეამციროს კუნთების დაზიანება გულის შეტევის დროს.


5. აკონტროლეთ პაციენტი. თვალყური ადევნეთ მას და რეგულარულად გააკეთეთ ჩანაწერები ცნობიერების, სუნთქვისა და პულსის შესახებ.






როგორ მოვიქცეთ, თუ პაციენტი უგონოდაა?


1. გაუხსენით სასუნთქი გზები. შეუმოწმეთ სუნთქვა და მზად იყავით ხელოვნური სუნთქვისთვის და გულის არაპირდაპირი მასაჟისთვის.


2. გაგზავნეთ ვინმე დეფიბრილატორის მოსატანად, თუ შესაძლებელია, სანამ პაციენტს მკურნალობთ. დეფიბრილატორი უზრუნველჰყოფს პარკუჭების ფიბრილაციას, რომელიც ხშირადაა გულის შეტევების გამომწვევი მიზეზი. დეფიბრილატორის შოვნა შესაძლებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა შოპინგის ცენტრები და მატარებლის სადგურები.


3. გამოიყენეთ დეფიბრილატორი. ის ადვილი გამოსაყენებელია. პაციენტს საფენები მიამაგრეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები (დეფიბრილატორზე იქნება ნახატი), შემდეგ კი მანქანა თავად მოგცემთ ინსტრუქციებს. დეფიბრილატორი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, თუ სხვა გზა არაა. თუ მიამაგრებთ დეფიბრილატორს პაციენტს, მანქანა ჩართული დატოვეთ და მაშინაც არ გამორთოთ, თუ პაციენტი მობრუნდება.


image



შემდეგ რა გავაკეთოთ?


დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას. რაც უფრო ადრე აცნობებთ მათ პაციენტის შესახებ, მით უფრო მაღალია მისი გადარჩენის შანსიც.


საავადმყოფოში დიაგნოზს ელექტროკარდიოგრამისა და სისხლის ანალიზების მიხედვით დაადგენენ. შესაძლოა, პაციენტი მოათავსონ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და უმკურნალონ წამლებით, ან გაუკეთონ ოპერაცია. თქვენი მიზანი კი ტკივილის შემცირება, გულთან სისხლის მიწოდების გაუმჯობესება და გართულებების თავიდან აცილებაა.


image






როგორ მოვიქცეთ, თუ ეს ანგინაა?


თუ ტკივილი შემცირდება მას შემდეგ, რაც პაციენტი რამდენიმე წუთს დაისვენებს, ეს, დიდი ალბათობით, ანგინას შეტევა იქნება. ამ დროს კორონარული სისხლძარღვები შევიწროებულია, ამიტომაც გულის კუნთი საკმარისი რაოდენობით სისხლს ვერ იღებს.


1. დაამშვიდეთ პაციენტი. ესაუბრეთ, დაარწმუნეთ, რომ საშიში არაფერია და დასვით.


2. მიეცით წამალი. დაეხმარეთ პაციენტს წამლის პოვნაში (ხშირად ეს ტაბლეტი ან სპრეია). თუ საჭიროა, მის მიღებაშიც დაეხმარეთ. თუ პაციენტს წამალი არ აქვს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და ისე მოიქეცით, როგორც მაღლა გვაქვს აღწერილი.


3. დააკვირდით. შეტევა შეიძლება რამდენიმე წუთით შემსუბუქდეს. თუ არ შემსუბქუდება ან პაციენტს წამალი არ აქვს, მოიქეცით ისე, როგორც გულის შეტევის დროს მოიქცეოდით.



image

ჯანმრთელობას გისურვებთ!






–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ინსულტის 7 ნიშანი

2. რას ამბობს ძილის პოზა თქვენს ჯანმრთელობაზე?

3. 7 თავდაცვის ტექნიკა ქალებისთვის - ის, რაც ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა უნდა იცოდეს!

0
2189
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0