ასტროლოგია დედამიწის მსგავსი 5 პლანეტა 2018, 21 თებერვალი, 13:38 ჩვენს გალაკტიკასი არსებობს მილიარდობით ვარსკვლავი და ამაზე მეტი პლანეტა. კაცობრიობას დასჭირდება მრავალი ათასი წელი იმისთვის რომ რომელიმე მათგანთან მიაღწიოს.
5. kepler-62f კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე რომ თეორიულად შესაძლებელია ამ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობდეს. პლანეტა აღმოაჩინეს 2013 წელს, კეპლერის ტელესკოპის დახმარებით. ის დაშორებულია 1200 სინათლის წელით. ეს ობიექტი 40% ით აღემატება დედამიწას ზომებში. ასაკი დაახლოებით 7.5 მილიონი წელია. პლანეტაზე არსებობს ყველანაირი წინაპირობა იმისა რომ სიცოცხლე არსებობდეს.4. gliese-667cc პლანეტა აღმოაჩინეს 2011 წელს. რომლის მასაც 3.8 ჯერ აღემატება დედამიწის მასას. სამწუხაროდ მეცნიერებმა ვერ დაადგინეს პლანეტის ზომები რადგან პლანეტა არ გამოდის ვარსკვლავების წინ რაც მისცემდა საშუალებას რადიუსის გასაზომად. ორბიტული პერიოდი შეადგენს 24 დღეს, იგი მდებარეობს ცივ ზონაში. მეცნიერები ვარაუდობენ რომ, ამ პლანეტაზე არსებული გარემოებები საკმაოდ კომფორტულია იმისთვის რომ ადგილი ჰქონდეს სიცოცხლის საწყის პრიმიტიულ ფორმებს.3. kepler-438b ეს პლანეტა აღმოაჩინეს 2015 წელს. იგი მოძრაობს წითელი ჯუჯის ვარსკვლავების ირგვლივ. ბევრად ცივ და პატარა სივრცეში ვიდრე ჩვენი მზის სისტებაა. მისი დიამეტრი მხოლოდ 12% აღემატება დედამიწისას. იგი მდებარეობს 370 სინათლის წლის დაშორებით დედამიწისგან. სრულ ბრუნს პლანეტა 35 დღეში აკეთებს. ის მდებარეობს თანაბრად ცივ და ცხელ ზონაში. როგორც წინა პლანეტების შემთხვევაში მისი მასაც არარის შესწავლილი. თუ ამ პლანეტას აქვს კლდოვანი ზედაპირი, მაშინ ის აღემატება დედამიწისას 1.4 ჯერ.2. kepler-452b პლანეტა აღმოაცინეს 2015 წელს და გახდა პირველი აღმოჩენილი პლანეტა რომელიც ახლოს იდგა დედამიწასთან. მისი რადიუსი 1.6 ჯერ აღემატება დედამიწის რადიუსს. სრულ ბრუნს თავისი ვარსკვლავის ირგვლივ რომელიც მდებარეობს 1400 სინათლის წლით დაშორებით ჩვენგან ანდომებს 385 დღეს. იმის გამო რომ ვარსკვლავი მდებარეობს ძალიან შორს და მისი სინათლე არარის საკმაოდ დიდი მეცნიერებმა ვერ შეძლეს დაედგინათ გრავიტაციის მაჩვენებელი. არსებობს მოსაზრება რომ მისი მასა 5 ჯერ აღემატება დედამიწის მასას. 50-60% არის იმის ალბათობა რომ იქ სიცოცხლე არსებობს. 1. proxima b 2016 წლის 24 აგვისტოს, ევროპული ოფსერვატორიის თანამშრომლებმა გამოაცხადეს ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ რომელიც "proxima b" ს სახელითაა ცნობილი. ის ბრუნავს წითელი პროქსიმა ცენტავრის ირგვლივ რომელიც მზისგან 4.2 სინათლის წლითაა დაშორებული. თუ დაუშვებთ რომ პლანეტას კლდოვანი ზედპირი აქვს მისი რადიუსი იქნება დედამიწის რადიუსის ტოლი. პლანეტა პროქსიმა ცენტავრიდან 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით ბრუნავს. ასეთი სიახლოვიდან გამომდინარე პლანეტა ღებულოს საკმარისად სითბოს რომ წყალი იყოს თხევად მდგომარეობაში. ჯერ-ჯერობით დაუდგენელია არსებობს თუარა პლანეტაზე ატმოსფერო.მომდევნო 50 წლის განმავლობაში დაგეგმილია ექსპედიცია ცენტავრის სისტემაში რომელიც საბოლოოდ გასცემს ერთ მნიშვნელოვა კითხვას პასუხს: ვართ თუარა სამყაროში მარტო. 108 2-ს მოსწონს
|