x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შეთქმულების თეორიები, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოს
შეთქმულების თეორიების არსებობა მრავალი წლის მანძილზე არ გვაძლევს საშუალებას მშვიდად ვიყოთ და გვჯეროდეს მათი ის ვერსიები, რომლებიც ჩვენამდე წყაროების სახით მოვიდა. ამიტომ, დაინტერესებული ადამიანები წლიდან წლამდე ცდილობენ გაარკვიონ მათი ისტორიების ფაქტები და პერსონაჟების ბიოგრაფია. შესაძლოა თავდაპირველმა დასკვნებმა ბევრი სიცილი და გაოცება გამოიწვიოს, თუმცა რაც მეტს წავიკითხავთ, მივალთ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ეს სიმართლეა.



1. ჰიტლერი მოხუცებულობაში, 1984 წელს გარდაიცვალა?image
დღემდე ცნობილია, რომ ისტორიის ერთ-ერთი სასტიკი დიქტატორი 1945 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა და მისი სხეულის იდენტიფიკაციაც მოხერხდა, თუმცა ეს ტყუილია. FBI-მ გამოაქვეყნა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ ჰიტლერი გაიქცა (გააპარეს) და თავდაპირველად იმალებოდა არგენტინაში, თუმცა ბოლოს ბრაზილიაში გადავიდა და შეიცვალა გვარი- ადოლფ ლეიპზიგი. იქ კი შავკანიან ქალთან კუტინგასთან ერთად ცხოვრობდა და ადგილობრივები მას "ძველ გერმანელს" უწოდებდნენ.





2. კიანუ რივზი- უკვდავია.image
ეს მოსაზრება მსახიობის თაყვანისმცემლებმა წამოაყენეს მას შემდეგ, რაც დააკვირდნენ, რომ ის არ ბერდება და დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება, რომლებსაც ერთ სპეციალურ საიტზე დებდნენ. მათი მტკიცებით კიანუ რივზის სული უკვდავია, მანამდე კი ის ცხოვრობდა ჩარლზ დიდისა და ფრანგი მსახიობი პოლ მუნეს სხეულში. მართალია უცნობია თუ სად ბინადრობდა მსახიობის სული ამ სამი პიროვნების სხეულების წინ, თუმცა ფილოსოფიური დამოკიდებულების გარდა ამ საკითხთან, ფაქტს ადასტურებს მრავალი წლის მანძილზე მიღებული ისტორიული ფაქტები. (აი, ასეთი სასაცილო მოსაზრება აქვთ რივზის "ფანებს")





3. ავრილ ლავინის მაგივრად სცენაზე მისი ბრაზილიელი ორეული მელისა გამოდის?image
დიახ, დიახ! კონსპიროლისტების თქმით, კანადელი მომღერალი ავრილ ლავინი 2003 წელს მოკვდა, რაც 15 წლის წინათ იყო! და მთელი ამ წლების განმავლობაში, მის ნაცვლად სიმღერას და სცენაზე დგომას განაგრძობს მისი ბრაზილიელი ორეული მელისა ვანდელა.



სწორედ მელისამ დაწერა საჯაროდ ის განცხადება, რომ ავრილმა თავი მოიკლა 2003 წელს. თეორიის მრავალი მიმდევარი და მაძიებელი შეიკრიბა Twitter -ზე და მას შემდეგ, დღემდე განიხილება ეს საკითხი. ისინი ავრილის ძველ და ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს ერთმანეთს ადარებენ. თუმცა, საინტერესოა, მელისა ნამდვილი პიროვნებაა თუ?...





4. არსებობდა თუ არა უილიამ შექსპირის პიროვნება?image
მთელი მსოფლიო დღემდე სკეპტიკურად უყურებს უილიამ შექსპირის პიროვნებას. საერთოდ არსებობდა კი ის და ყოველგვარი განათლების გარეშე შეეძლო თუ არა დაეწერა ყველა მისი ნამუშევარი?


ფილმ "ანონიმურში", 2011 წელს, შექსპირს განასახიერებდა საკმაოდ უცნაური ადამიანი, რომელმაც ასევე მიითვისა გრაფი ედვარდ დე ვერას ნამუშევრები. რა თქმა უნდა, შექსპირელები მოვლენების ინტერპრეტაციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან, მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდის ვერსია თითქმის 100 წელია არსებობს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად.




5. პუშკინი და დიუმა ერთი და იგივე პიროვნება იყო?image
არანაკლებ საინტერესოა თეორია, რომლის თანახმად პუშკინი დანტესთან დუელში არ მოკვდა, სიკვდილი ინსცენირებული იყო, ის ჩუმად გადასახლდა საფრანგეთში და იქ განაგრძო მწერლობის კარიერა ალექსანდრე დიუმას სახელით.


ორივე მწერლის წარმომავლობა და გარკვეული გარეგნული ნიშნები იძლევა ეჭვს, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა. გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ორივეს ჰქონდა სიყვარული რუსეთისა და საფრანგეთის მიმართ, რასაც მათ ნაწარმოებებშიც შეხვდებით. შეიმჩნევა მათი გაერთიანებული აზრები ლიტერატურულ სფეროში და კიდევ უფრო საეჭვოა ფაქტი, რომ დიუმას ვარსკვლავი, როგორც მწერალი, პუშკინის დუელში გარდაცვალების შემდეგ აენთო, რამაც სხვა მკვლევარებიც დააეჭვა.




P.S. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?




იხილეთ აგრეთვე:


● ყველაზე პოპულარული საიდუმლო შეთქმულების თეორიებიimage





როგორ იპოვა CIA–მ გაქცეული ჰიტლერი კოლუმბიაში 1954 წელსimage




მაიკლ ჯექსონი ცოცხალია და ბაჰრეინში გადავიდა? არსებობს ფაქტებიimage




სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობა დღემდე არავინ იცისimage





მათ რაღაც იციან! "სიმპსონების" წინასწარმეტყველებამ, რომლებიც მართლა ახდა, მსოფლიო გააოგნაimage



1
1403
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1403
  
2018, 21 თებერვალი, 10:49
ადამიანების ფსიქოლოგიაში და გენეტიკაში დევს და თვითონ სურს დაიჯეროს და შექმნას მისტიკა,ლეგენდა,ბელადი და ა.შ..და ხშირად მისტიკის უფრო სჯერა ვიდრე..ვიდრე რეალობის
0 1 1