საბუნებისმეტყველო დინოზავრები (ნაწილი მესამე) 2018, 20 თებერვალი, 21:00 ![]() 1) აეოლოზავრი ანუ აეოლუსის ხვლიკი ცარცული ერის პანპანიურ პერიოდში, 83, 6 - 72 მილიონი წლის წინ არსებობდა სამხრეთ ამერიკაში. განამარხებული ნარჩენები აღმოჩენილია ბრაზილიაში და არგენტინაში. ზრდასრულის ზომა შეადგენდა მინიმუმ 14 მეტრს სიგრძეში. იყო ბალახისმჭამელი. ![]() ![]() 2) აეროსტეონი (ჰაეროვანძვლიანი) მტაცებელი, ხორცისმჭამელი დინოზავრი, რომელიც ბინადრობდა სამხრეთ ამერიკაში ცარცული ერის სანტონიურ პერიოდში, 86, 3 - 83, 6 მილიონი წლის წინ. მისი განამარხებული ძვლები აღმოჩენილია არგენტინის ტერიტორიაზე. სიგრძეში იზრდებოდა 9 მეტრის, სიმაღლეში კი სამ მეტრზე მეტი. ![]() ![]() 3) აეროზავრი ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში კარბონული ერის გჟელიანური პერიოდის დასაწყისიდან პერმული ერის როადულ პერიოდამდე ანუ 303, 7 - 268, 8 მილიონი წლის წინ. განამარხებული ძვლები აღმოჩენილია აშშ-ს ტერიტორიაზე, ნიუ მექსიკოში, აბო კატლერის ფორმაციაზე. დიდი ალბათობით ინსექტივორი ანუ მწერიჭამია იყო, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია. იზრდებოდა 75 -დან 100 სმ-მდე სიგრძის. ![]() 4) აფროვენატორი (აფრიკული მონადირე) ბინადრობდა აფრიკაში იურული ერის ბათონიური პერიოდიდან ოქსფორდულ პერიოდამდე ანუ 168, 3 - 157, 3 მილიონი წლის წინ. განამარხებული ძვლები აღმოჩენილია ნიგერში, აბაკაში, ტიურარენის ფორმაციაზე. იზრდებოდა 7-8 მეტრის სიგრძის. ![]() ![]() 5) აგათაუმასი (დიდი საოცრება) ბინადრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში ცარცული ერის მაასტრიხტულ პერიოდში ანუ 72.1 - 66 მილიონი წლის წინ. განამარხებული ძვლები აღმოჩენილია აშშ-ში, ვაიომინგის შტატში, ლენსის ფორმაციაზე. იყო ჰერბივორი ანუ მცენარისმჭამელი და იზრდებოდა დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის. ![]() ავტორი: თორნიკე ფხალაძე 62 3-ს მოსწონს
|