x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საქართველოსადმი სიყვარულის გამომხატველი საგზაო ნიშნები რუსეთის რეგიონებში
image


სანქტ-პეტერბურგში საქართველომდე მანძილის აღმნიშვნელი უჩვეულო საგზაო ნიშნები გამოჩნდა, რამაც მნახველიც გააკვირვა და ქართველებიც. საგზაო ნიშნებზე ასევე გამოსახულია ქართული ტრადიციული სამზარეულოს სიამაყე — აჭარული ხაჭაპური და საქართველოსთვის სიყვარულის ახსნა.


აქცია უკავშირდება ქართული კულტურის პირველ ფესტივალს ГрузияPLAY, რომელიც სანქტ-პეტერბურგში დიზაინის ცენტრ ARTPLAY-ში 17 და 18 თებერვალს ჩატარდა. ფესტივალს სოციალურ ქსელში ხანგრძლივი სარეკლამო კამპანია უძღვოდა, რომელიც საკმაოდ კრეატიულად დაიგეგმა და განხორციელდა.


ორდღიან ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი შემსრულებლები და ანსამბლები — ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, ასევე ჯგუფი „მგზავრები" მონაწილეობდნენ.



ГрузияPLAY სტუმრებს ქართულ თანამედროვე კინოჩვენებებს, მხატვართა გამოფენებს, შემეცნებით თემატურ ლექციებსა და გასტრონომიულ მოგზაურობას სთავაზობს საქართველოში. ფესტივალი სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით გაიმართა.


image

1
512
4-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
512
  
2018, 23 თებერვალი, 10:41
რუსების არც სიყვარული გინდოდეს და არც არაფერი.
0 1 1