შოუბიზნესი დიანა ღურწკაია ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსით დაესწრო 2018, 8 მაისი, 19:50 რუსეთის დედაქალაქში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ ღურწკაია საქართველოსა და ქართველებისადმი სიყვარულს ყველა ინტერვიუში აფიქსირებს, მას უხერხულობა არ შექმნია, რომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტისთვის ინაუგურაციის ღონისძიებას დასწრებოდა და პუტინისთვის ტაში დაეკრა.' „სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი სამშობლო და ქართველი ხალხი არასოდეს მავიწყდება, ძალიან მიყვარხართ“ - ეს ერთერთი ციტატაა მომღერლის ინტერვიუდან. შეგახსენებთ, დიანა ღურწკაია სხვა წლებშიც აქტიურად ესწრებოდა პუტინის ინაუგურაციას. უფრო მეტიც 2012 წელს ვლადიმერ პუტინმა ღურწკაია ათასობით სტუმარში გამოარჩია. ხალიჩაზე ჩავლილმა პუტინმა მაშინ ხალხში მდგარი ქართველი მომღერალი გვიან შენიშნა, ამიტომ უკან გაბრუნდა და გულთბილად გადაკოცნა. პრეზიდენტი საზეიმო ცერემონიალზე რუსეთში წარმოებული ლიმუზინით მივიდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მანქანის სიგრძე 6.62 მეტრია, სიგანე - 2 მეტრი. პუტინის ახალი ლიმუზინის შექმნაში კომპანია „პორშე“ მონაწილეობდა. ღონისძიებაზე, სტუმრებს შორის პოლიტიკოსები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და უამრავი ცნობილი სახე იყო. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა. კერძოდ, პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის არიან: ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, მომღერალი დიანა ღურწკაია, კარდიოქირურგი ლეო ბოკერია და სხვები. ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის 18 მარტს გამართულ არჩევნებზე პირველივე ტურში გაიმარჯვა. მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76, 69% მიიღო. 86 1-ს მოსწონს
|