x
image
bekanare
ხაჭოს ''პონჩიკი"
image
გატარებული ჩირი სურვილისამებრ ან შეურიეთ ცომში, ან გუნდას გულში მოუქციეთ.


ინგრედიენტები:

ხაჭო 500გრ

კვერცხი 2ც


შაქარი 1ჭიქა

ფქვილი 1, 5ჭიქა

მარილი დანის წვერით

ჩირი 1 ჭიქა

ვანილი გემოვნებით

ცოდა 1/2 ჩაის კოვზი

შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

ფქვილი გუნდების ამოსავლებად


1. წყალში დაალბეთ ჩირი (ეს შეიძლება იყოს ქიშმიში, ქლიავის ჩირი, კურაგა და სხვა). რომ დარბილდება გაატარეთ.

2.ხაჭოში კარგად გადაურიეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, ფქვილი, სოდა, გატარებული ჩირი და15 წუთით შედგით მაცივარში.

3. გააკეთეთ გუნდები, ამოავლეთ ფქვილში და შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. ცხელსვე მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გაითვალისწინეთ: ტაფაზე ზეთი უნდა ესხას იმდენათ ბევრი, რომ გუნდებს ფარავდეს.


1
503
3-ს მოსწონს
ავტორი:bekanare
bekanare
503
  
2012, 25 ივნისი, 17:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1