ნამცხვრები ფრანგული ტარტი 2013, 10 აპრილი, 21:38 დავიწყებ იმით, რომ არ შემშლია. დიახ ტარტი და არა ტორტი.
ინგრედიენტები ცომისათვის: ფქვილი-1, 25 ჭიქა კარაქი-80გრ კვერცხი-2ც ლიმონის ცედრა-2ს/კ ინგრადიენტები გულსართისათვის: კვერცხი-4ც შაქრის პუდრი-1, 25 ჭიქა+3ს/კ შედედებული რძე-3ს/კ წვენი და ცედრა-3ლიმონის ნაღები-110მლ მომზადების წესი: ცომისათვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ხელით ზილეთ მანამ, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური.შემდეგ, ნახევარი საათით შედგით მაცივარში. ღუმელი გააცხელეთ190გრ-ზე.ცომი თხლად გააბრტყელეთ, ჩააფინეთ ფორმაში და ჩანგლით დაჩხვლიტეთ.ზემოდან გადააფარეთ ფოლგა, დააყარეთ მას რაიმე მარცვლეული: ბრინჯი ან წიწიბურა ან ლობიო (რადგან ცომმა ვერ მოახერხოს ამოწევა) აცხვეთ ასეთ მდგომარეობაში-15წთ.შემდეგ მოახსენით ფოლგა და 5 წუთით ისევ შეაბრუნეთ ღუმელში .(არ დაგეწვათ) გულსართის ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და დაასხით იგი გამომცხვარ ცომს.შედგით ისევ ღუმელში 30-40 წუთით.(სანამ გულსართი არ შედედდება, შესქელდება) ცივს მოაყარეთ შაქრის პუდრი. სულ ეს არის. 182 1-ს მოსწონს
|