კინო ქართველი მსახიობის დიდი წარმატება 2018, 20 თებერვალი, 14:06 ქართველ მსახიობს, ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. ჯილდო მას ათ სხვა მსახიობთან ერთად გადაეცა.
მსახიობი ამ კატეგორიის ნომინანტად თვის დასაწყისში დასახელდა. ნომინანტები 16-19 თებერვალს დაესწრნენ სხვადასხვა ვორქშოპებს, შეხვდნენ რეჟისორებს, პროდიუსერებს, ექსპერტებს.
ირაკლი კვირიკაძეს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რეზო გიგინეიშვილის ფილმ "მძევლებში" გეგა კობახიძის როლის შესრულებამ. ფილმი ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა.
ვულოცავთ მსახიობს ამ წარმატებას!
72 2-ს მოსწონს
|