რელიგია საქართველოში დიდმარხვა დაიწყო 2018, 20 თებერვალი, 12:19 საქართველოში დიდი მარხვა დაიწყო. მართმადიდებელი მრევლისთვის დიდი მარხვის დღესასწაული აღდგომამდე შვიდი კვირით ადრე, ორშაბათ დღეს იწყება და სრულდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემობრძანებით.
დიდმარხვის პირველი კვირა მიტევების კვირაა. პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მიტევების კვირასთან დაკავშირებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა. "გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირას ეწოდება მიტევების კვირა, ხვალიდან იწყება დიდი მარხვა და წინა დღეს კვირას იკითხება სახარება, რომელიც იწყება უფალი იესო ქრისტეს სწავლებით მიტევების შესახებ და ამიტომაც ამ კვირა დღეს ეწოდება მიტევების კვირა. მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და მოლოცვა. უფალი ბრძანებს დღევანდელ სახარებაში, მიუტევეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, უკეთ თუ მიუტევებთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევინ თქვენც მამამან ზეცისამან შეცოდებანი თქვენნი. ხოლო თუ არ მიუტევებთ კაცთა მათ შეცოდებებს არცა მამამან ზეცათამან შეგინდოთ თქვენ შეცოდებანი თქვენი. თითქოს ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ თუ აპატიებ ადამიანებს, შენც გაპატიებს ღმერთი, თუ არ აპატიებ არც შენ არ გაპატიებს ღმერთი შენს შეცოდებებს. აქ ისმის კითხვა, უფალს რაში სჭირდება ეს? რატომ გვეუბნება, რომ შენ უნდა აპატიო სხვა ადამიანს? საქმე ისაა, რომ როცა ჩვენ გულში გვაქვს წყენა, ეს არის როგორც ხიჭვი, ეკალი შეგერჭობა და ხიჭვი რომ ჩაგრჩება სხეულში, ის თუ არ მოიშორე, სხეულს აზიანებს ის. ასევე არის სულიერი თვალსაზრისთაც. მიუტევებელი წყენა როცა შენ გულში გაქვს, არის როგორც ხიჭვი, ეს აზიანებს ჩვენს სულ და ხელს უშლის, რომ მადლი მოვიდეს.“ - აღნიშნა მეუფე შიომ.
ეს მარხვა განსაკუთრებით მძიმეა. მრევლისთვის თევზით ხსნილი არის მხოლოდ ხარების და ბზობის დღესასწაულებზე.
14 1-ს მოსწონს
|