სხვა ვინ არის ელონ მასკი და როგორ აპირებს კაცობრიობის გადარჩენას 2018, 17 თებერვალი, 19:26 ვინ არის ელონ მასკი ანუ კაცი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო თავისი “უჩვეულო“ იდეებით.
ელონ მასკი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანისთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლებები და, რომ შეუძლებელია მათი დამარცხება, ვინც არასდროს ნებდებიან. მასკი სამხრეთ აფრიკაში დაიბადა, თუმცა მალე მიხვდა, რომ ეს ქვეყანა მისი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდისთვის ციხე იქნებოდა და ვერ შეძლებდა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას. მან მიზნად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება დაისახა, თუმცა თავდაპირველად კანადაში მოხვდა, რადგან დედამისი კანადელი იყო. ოდნავ მოგვიანებით მან შეძლო აშშ-ში წასვლა. მასკის ცხოვრებაში იყო რთული ეტაპები. მას სიღარიბეც გამოუცდია. თავის რჩენის მიზნით კანადაში ფიზიკური სამუშაობის შესრულებაც უწევდა. 90-იან წლებში მან შექმნა Google Map-“წინაპარი“ კომპანია, რომელსაც სხვა კომპანიების მისმართები დაჰქონდა რუკაზე, რაც კლიენტებს მათ მოძიებას უადვილებდა. გარკვეული ხნის შემდეგ, მან ეს კომპანია რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად გაყიდა. ამ ფულით შექმნა სხვა კომპანია, სახელად - “იქსი“. კომპანიის საქმიანობას ფულადი გაცვლები წარმოადგენდა. დამფუძნებელმა კომპანიას სახელი შეუცვალა და “პეი პალი“ უწოდა. დღეს კომპანიას ყველა იცნობს. შემდეგში მასკმა “პეი პალიც“ “ი ბეის“ მიყიდა სოლიდურ თანხად. ეს მის ბიზნესსაქმიანობაში ძალიან წარმატებული ტრანზაქცია აღმოჩნდა. სხვათაშორის, ის ერთადერთი არ იყო, ვინც ამით ისარგებლა, რადგან მთელი გუნდისთვის “პაი პალი“ ძალიან დიდი გამოცდილება იყო .“ სილიკონი ველი“ მას მაფია “პაიპალადაც “ კი მოიხსენიებს. მიუხედავად დიდი შემოსვლებისა, ილონ მასკს კაცობრიობაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. მას მდიდრებისთვის დამახასიათებელი საჩუქრები არ მიუძღვნია საკუთარი თავსითვის. მან გადაწყვიტა, რომ ბიზნესის განვითარებასთან ერთად, თავისი კვალი მეცნიერებსითვისაც დაემჩნია. მასკს საკუთარი ხედვა გააჩნია კაცობრიობის მომავალზე. ელონი მალე მიხვდა, რომ არცთუ ბევრი ადამიანია მზად კაცობრიობის გადარჩენისა და განვითარებისთვის იღვაწოს, ამიტომაც თქვა, რომ ამ მისიას თავად იტვირთებდა. იგი დარწმუნებულია, რომ კაცობრიობის გადარჩენისთვის აუცილებელია გამოყენებული ენერგია ჩანაცვლდეს განახლებადი ენერგიით. ასევე სწამს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავტოვოთ კაცობრიობის “აკვანი“ მარსის დასაპყრობად. შესაბამისად, შეაერთა ფართო საზოგადოებისთვის ჯერ ისევ უცნობი ორი კომპანია (მათ მალე ყველა გაიცნობს): “ტესლა“ (Tesla) და “სპას იქსი“(SpaceX) ამ უკანასკნელის მიზანია შედარებით იაფად შეასრულოს ფრენები, რაც “ნასას“ დაეხმარება ადამიანების მარსზე გაგზავნაში. ელონ მასკი ამერიკის მოქალაქე 2002 წელს გახდა. სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მან შეძლო და მარსზე Falcon9- “წითელი ავტომობილი“ გაუშვა. მასკი სამჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავს ხუთი შვილი, ჩართულია გლობალური დათბობის საწინააღმდეგო კამპანიაში და ასევე, გახლავთ ფილანთროპთა ჯგუფის წევრი. მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იმ მცირერიცხოვან ადმაიანთა საპატიო სიაშია, რომლებისაც აქვთ სამყაროს შეცვლის უდიდესი პოტენციალი. ერთგან ამბობს : “მე მომწონს იმ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ცვლის სამყაროს. ეს ინტერნეტმა გააკეთა, მაგრამ, კოსმოსი, სავარაუდოდ, სხვა ყველაფერზე მეტად შეცვლის სამყაროს. თუ კაცობრიობა შეძლებს დედამიწის ფარგლებს გარეთ გასვლას, აშკარაა, რომ იქ მისი მომავალია.“. 650 3-ს მოსწონს
|