ფსიქოლოგია თუ ამ 7 აზრს თავიდან არ ამოიგდებთ, ვერაფერს მიაღწევთ ცხოვრებაში! 2018, 17 თებერვალი, 15:55 ყველაფერი ჩვენი აღქმა და დამოკიდებულებებია. იმ ადამიანებსაც ჰქონიათ წარუმატებლობები, ვინც თქვენ იღბლიან ადამიანებად მიგაჩნიათ, უბრალოდ ისინი დაბრკოლებებს როგორც გამოწვევებს ისე იღებენ და არა როგორც სასჯელს. საკმარისია, შემოვიყვანოთ თამაშში ვიღაც მესამე ძალა – იღბალი, რომელსაც გადავაბარებთ ჩვენს პასუხისმგებლობებს, ჩვენ საკუთარი ცხოვრების სადავეებს ხელიდან ვუშვებთ.
სხვები ბევრ რამეს იფიქრებენ, მათ არ მოსწონთ იდეალური ადამიანები და რაც უფრო მეტად შეეცდებით კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ, მით უფრო მეტად შეეცდებიან მოგიძებნონ ნაკლი. ვერასოდეს მოახერხებ იყო ისეთი, რომ ყველას მოსწონდე, ამიტომ ერთადერთი ადამიანი ვისი აზრიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს შენთვის, ვის წინაშეც ვალდებული ხარ შენი საკუთარი თავია! ნუ მოიწამლავთ სიცოცხლეს იმაზე ფიქრით, რას იფიქრებენ სხვები! სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედოთ. ხანდახან იგი პირდაპირ ცხვირწინ გვიდევს – შიშველი და ხელშესახები, ჩვენ კი რაღაც ალტერნატივებს ვეძებთ, უბრალოდ იმიტომ რომ გვეშინია, არ გვეტკინოს. უფრო მტკივნეული შედეგები ექნება ამას, ამიტომ სჯობს დროზე მოიკრიბოთ გამბედაობა და თვალი გაუსწოროთ მას! ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული. ხელსაყრელი მომენტის ლოდინში, უამრავ ხელსაყრელ მომენტს ვუშვებთ. ნუ დაიწყებ ხვალიდან, დაიწყე დღეს. დროა უკვე! დრო რომელიც არ არსებობს… ყველაზე ფუჭი და არაფრის მომცემი ოცნება… სინანული იმაზე, რის შეცვლაც არ შეგიძლია… შეცვალეთ ოცნებები… იფიქრეთ იმაზე, რაც გინდა რომ გქონდეთ … დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები და ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ მთავარ მიზანთანაც მისულხართ… ხანდახან მართლაც ისე ეწყობა ყველაფერი, ბოლომდე ვცდილობთ და არ გამოგვდის, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. წარმატების უპირველესი მტერი საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოდგენაა. არ გამოვიდა? არაუშავს! სხვა დროს უკეთ შეეცდებით! თქვენ ახლა იმხელა ფუფუნება გაქვთ გემრიელად მოკალათებული ისხდეთ, წინ კომპიუტერი გედოთ ან ნაწერს კითხულობდეთ და მაინც ფიქრობთ რომ საშინელი ცხოვრება გაქვთ? ბებია-ბაბუა ცოცხალი გყავთ? მოაყოლეთ მათი ცხოვრების ისტორიები… თუ არადა აფრიკელი ბავშვები “დაგუგლეთ” ინტერნეტში… უმადური ადამიანი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, რადგან ბედნიერება იმის დაფასებაა, რაც გაქვს. 2258 5-ს მოსწონს
|