x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
7 ნიშანი იმისა, რომ ბავშვი ფსიქოპათად იზრდება

კვლევებმა აჩვენა, რომ უკვე 3 წლის ასაკში ბავშვს უკვე შეიძლება შევამჩნიოთ პოტენციური ფსიქოპათის ნიშნები.

ზოგჯერ მშობლების ქმედებები უბიძგებს ბავშვს, გამოავლინოს ეს ნიშნები. პრობლემა ისაა, რომ მშობლები ხშირად არ აღიქვამენ სერიოზულად ამ ნიშნებს.


სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე "გასაღებს", რომ ამოიცნოთ ბავშვის ქცევაში არის თუ არა ფსიქოპათური ნიშნები. ბევრი სერიული მკვლელი იქცეოდა ასე ბავშვობაში და, სამწუხაროდ, არავის შეუმჩნევია.



დავიწყოთ "მაკდონალდის ტრიადით" (სამი ნიშნის შერწყმა).


ეს იმ სამი ნიშნის გაერთიანებაა, რომელიც ბავშვს მომავალში უბიძგებს, ჩაიდინოს კრიმინალი. ეს ტრიადი ამერიკელი ფსიქიატრის, ჯ. მ. მაკდონალდის მიერაა შექმნილი, რომელმაც დაახლოებით 100 კრიმინალის ქცევა შეისწავლა.




1. ბულინგი

რა თქმა უნდა, ყველა ხულიგანი მომავალი მანიაკი არ არის. ხალხი ბულინგს ბევრი მიზეზის გამო მიმართავს: შეიძლება ყურადღების მიქცევა სურდეთ, ან ძალა, ან შეიძლება მოძალადე მშობლებს ბაძავდნენ და სხვა.

მაგრამ არსებობს ერთი ხერხი, რითიც შემოწმდება, ბავშვი, რომელიც ბულინგს მიმართავს, ფსიქოპათად იზრდება თუ არა: უნდა გაიგოთ, ბავშვი სხვებს აბუჩად მარტო იმიტომ ხომ არ იგდებს, რომ, უბრალოდ, ეს მოსწონს.

image





2. ცხოველების წამება

ცხოველთა წამება ბავშვების მიერ ფსიქოპათიის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანია. თუ ბავშვს აუხსნით, რომ კარგი არ არის კატის კუდით თრევა ან ძაღლისთვის თოკის გამობმა, თუ ის ამას გაიგებს და მომავალში აღარ გაიმეორებს, მაშინ სადარდებელი არაფერი გაქვთ. მაგრამ თუ ბავშვი ცხოველების წამებას განაგრძობს და მათ კლავს კიდეც, მაშინ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. ამ ხერხით გამოხატავდნენ მომავალი სერიული მკვლელები თავიანთ ბრაზს ბავშვობაში - თავს ესხმოდნენ უსუსურ ცხოველებს. უფრო მეტიც, მსხვერპლს იმავე ხერხით კლავდნენ, როგორითაც ბავშვობაში - ცხოველებს.


ქვედა ფოტოზე ამერიკელი სერიული მკვლელი, ჯეფრი დეჰმერია გამოსახული, რომლის კისერზეც 15 ადამიანის სიცოცხლეა. დააკვირდით, როგორ უჭირავს მას კატა.

image




3. ცეცხსლის გაჩენის სიყვარული

პირომანია, ანუ დაუძლეველი ლტოლვა ცეცხლის წაკიდებისადმი ფსიქოპათიის ერთ-ერთი ნიშანია. ვითარდება წინასწარ განზრახვის გარეშე და ბრაზსა და დაუმორჩილებლობას გამოხატავს.




4. ანურეზი, ანუ შარდის შეუკავებლობა

რა თქმა უნდა, 100% გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ბავშვი, რომელიც 6 წლისაა და ჯერ კიდევ საწოლში შარდავს, მომავალი მანიაკია. თუმცა, ეს დარღვევა ხშირად აღვიძებს ცეცხლის გაჩენის, ცხოველების წამების და სხვა ცუდი რაღაცების გაკეთების სურვილს, რადგან ანურეზის გამო ბავშვებს რცხვენიათ, უგროვდებათ ბრაზი და ბოროტდებიან.

თუ მშობელი სწრაფად არ მიიღებს ზომებს, რომ მეგობრებმა თავის შვილს არ დასცინონ, ამან შეიძლება მასზე ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს.


მაგალითად, ანდრეი ჩიკატილოს ანურეზი აწუხებდა და ის საბჭოთა კავშირის ყველაზე საშინელი მანიაკი იყო. დედამისი სცემდა, როცა შარდს ვერ იკავებდა. მოგვიანებით, ის სიამოვნებას იღებდა, როცა სხვა ბავშვების ჩაგვრას ნახულობდა, რამაც საზიზღარი რაღაცების გაკეთებისკენ უბიძგა.

image





"მაკდონალდის ტრიადში" ცხოველების წამება, პირომანია და ანურეზი შედის, მაგრამ ფსიქოლოგებმა "მაკდონალდის ტრიადის" გარდა სხვა ბევრი ნიშანიც გამოავლინეს. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ამ ნიშნებს, რადგან ზოგჯერ ძალიან ცოტა განსხვავებაა ნორმალურსა და არანორმალურ ქცევებს შორის.




5. წესების დარღვევა

არის ვინმე, ვისაც ვიღაცის საყვარელი ჭიქა არ გაუტეხავს ბავშვობაში ან არასდროს დაუგვიანია? ყველა ბავშვი ყოფილა სიტუაციაში, რომელშიც უნდა გადაწყვიტონ, მოიტყუონ თუ მწარე სიმართლე თქვან. მაგრამ ბავშვებს, რომლებსაც ფსიქოპათიისკენ აქვთ მიდრეკილება, წესების დარღვევა სხვანაირად ესმით: მათ ეს უხარიათ და ადრენალინსაც კი იღებენ ცუდი ქცევისგან.

იგივე ემართებათ ადამიანებსაც, რომლებიც რაღაცების მოპარვით იღებენ სიამოვნებას. ეს ძალიან კარგად აღწერა ჯოან როულინგმა "ჰარი პოტერში" თავებში, რომლებშიც ვოლდემორტის ბავშვობაზეა საუბარი. თუ გახსოვთ, პროფესორმა დამბლედორმა მოპარული სათამაშოები იპოვა თავის უჯრაში. სათამაშოები სხვა ბავშვებს ეკუთვნოდა. ბნელ ლორდს ისინი სინამდვილეში არ სჭირდებოდა, უბრალოდ, სიამოვნებას იღებდა იმის ყურებით, რომ ვიღაცამ მისთვის მნიშვნელოვანი რამ დაკარგა.

image





6. ტყუილი სინდისის ქენჯნის გარეშე

თუ ბავშვი იმიტომ იტყუება, რომ დასჯის ეშინია, მაშინ სიმართლის დამალვის მიზეზის გაგება შეიძლება. მაგრამ თუ ბავშვი ძალიან უბრალოდ და ბუნებრივად იტყუება, სინდისის ქენჯნის გარეშე და ჩვეულებრივი სახის მიმიკები აქვს, მაშინ სანერვიულო გაქვთ. შეიძლება, ბავშვს რამე სჭირს. შეიძლება, ტყუილის თქმა მოსწონს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: როცა ფსიქოპათიისკენ მიდრეკილ ბავშვს იჭერენ, ის ძალიან ბრაზდება და ზოგჯერ ისტერიკამდეც მიდის, ეს მანიპულაციის მცდელობის ერთ-ერთი ფორმაა მისი მხრიდან. ტირილს და ბრაზის ამონთხევას ის იმიტომ კი არ იწყებს, რომ დანაშაულის გამო წუხს, არამედ იმიტომ, რომ ტყუილი გამოაშკარავდა.

რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვი შესაძლოა არ იყოს ფსიქოპათი, მაგრამ ეს მაინც კარგი მიზეზია იმისთვის, რომ ის ფსიქოლოგთან მიიყვანოთ.




7. უგრძნობლობა

ბავშვები, რომლებიც ფსიქოპათიისკენ არიან მიდრეკილები, შიშს ისე ადვილად არ ამჟღავნებენ, როგორც მათი თანატოლები, და არც სტრესს გრძნობენ იმავე დოზით. მათ არ იციან, რა არის თანაგრძნობა.


აი, ახსნაც:


როგორც კლინიკა R.E.A.D-ის ფსიქოლოგი ჰეზერ ირვინი ამბობს, ბავშვის ცხოვრების პირველ წელს ძალიან დიდი მნიშნველობა აქვს მისი მომავლის და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის განსაზღვრაში.


"ფსიქოპათები, უბრალოდ, ჰაერიდან არ ჩნდებიან. უნდა დააკვირდეთ მათ ბავშვობის წლებს, რა ხდებოდა მათ თავს, როცა დაიბადნენ. მაგალითად, თუ ისინი დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში ტიროდნენ და არავინ აქცევდა ყურადღებას, არავინ ზრუნავდა მათზე და არავინ აჭმევდა, მათი ტვინი იმახსოვრებს იმას, რომ გძნობები არ არის მნიშვნელოვანი. ტვინის სხვა სტრუქტურის განვითარება კი ამ კონცეფციაზე დაყრდნობით ხდება". (ჰეზერ ირვინი, ფსიქოლოგი)



არის ასეთი უცნაური ფაქტიც: თუ ბავშვი კარგ გარემოში აღიზარდა, მაგრამ 5 წლის შემდეგ მათ ცხოვრებაში ძალადობას ჰქონდა ადგილი, მათი ფსიქოპათად ჩამოყალიბების შანსი უფრო მცირეა, არადა, თითქოს მათ გონებას საკმარისი დრო უნდა ჰქონდეს ჩამოსაყალიბებლად, არა?


ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრიათ არა მარტო ბავშვის ჯანმრთელობაზე, არამედ იმ გზებზეც, როგორ ხედავს ბავშვი სამყაროს. და თუ ბავშვს რამე ფსიქიური გადახრა აღენიშნება, ყოველთვის სჯობს, აჩვენოთ სპეციალისტს, ვიდრე თვითონ სცადოთ პრობლემის მოგვარება.


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:



1. გაქვთ თუ არა დეტექტიური უნარები? შეამოწმეთ

2. 7 დამაბნეველი ამოცანა

3. 5 თავსატეხი, რომელთა ამოხსხნა მხოლოდ ნამდვილ დეტექტივებს შეუძლიათ


2
1156
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1156
  
2018, 6 თებერვალი, 22:07
დიდი მადლობა❤
2018, 6 თებერვალი, 9:29
გადასარევი სტატიაა.
0 1 2