სხვა რომელი ორი გამოცდა გაიარა ალექსანდრე მაკედონელმა, ტახტზე რომ ასულიყო ? 2018, 17 თებერვალი, 12:58 როდესაც ალექსანდრე წამოიზარდა, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ სამეფო ტახტზე მამის ღირსეული შემცვლელი იქნებოდა. ალექსანდრე მაკედონელმა გაიარა ორი გამოცდა. გამოცდები საკმაოდ რთული იყო. ალექსანდრეს ჯერ გარეული ტახი უნდა მოეკლა, შემდეგ კი ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ერთი მოწინააღმდეგე მაინც გამოესალმებინა სიცოცხლეს. ამ ორი დავალების შესრულების შემდეგ, ალექსანდრე მამაკაცად ჩაითვლებოდა და შესაბამისი ქამრის მფლობელი გახდებოდა. ძველ საბერძნეთში მეფის კარზე საგანგებო წვეულებები იმართებოდა, რომლებსაც სიმპოზიუმები ერქვა. სიმწიფის გამოცდის ჩაბარებამდე, უფლისწული წელში გამართული უნდა მჯდარიყო ამ წვეულებაზე. 109 შეფასება არ არის
|